შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის შენ ხარ, რაც ჩემში ძგერს


21-03-2018, 23:56
ავტორი merione
ნანახია 1 444

იცი? ალბათ ფურცლებზე იმას წერენ. რასაც სიტყვებით ვერ იტყვიან, ან იქნებ ვერ ამბობენ სულის ფეთქვის ხმაზე სიმფონიური ორკესტრის გაროკვას გავს ახლა ჩემი ხასიათი, და სწორედ ამიტომ მე ვუსოდებ ფურცელს: „უპატრონო ბინას“ სადაც ყველა რეალობა სიცრუეა, სადაც ცუდად ყოფნით ხარ კარგად, ფურცელზე სადაც ტკივილში ეძებ ტკივილგამაყუჩებელს, ტკივილში სადაც შენ ხარ ნუგეში, შენ ხარ ანტიბიოტიკი, შენ ხარ გული, შენ ხარ სიცოცხლე, მაგრამ შენ მაინც პარადოქსულად თავად ეს ტკივილი ხარ.
იცი? ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, იმაზე თუ რამდენად დიდი ხარ და ამასთანავე რამდენად მცირე, არ ვიცი რას შეგადარო. შენ ხარ ყველაფერში და ყველაში, ანდაც შენშია ყველა და ყველაფერი. შენ ხარ ბედნიერებაში, სიხარულში, სილამაზეში, ნგრევაში, ომში, ცრემლებში, სიზმრებში, მუსიკაში, ყვირილში, სტროფებში, წიგნებში, წყალში, ჰაერში, უჰაერობაში, კალათბურთში, კალათში, ბურთშიც, ჭადრაკშიც შენ ხარ, პაიკშიც, მხედარშიც ლაზიერში, ოპონენტშიც, თითქოს ყველგან შენხარ როგორც პოეზია, მაგრამ ამავე დროს არსად არ ხარ, როგორც გმერთი არაა არსად.
იცი? ფურცელზე მე სულ სხვა სამოსელით ვხეტიალობ, და ვერასოდეს ვერ აომიცნობ, ვერ მიხვდები სად გამაცინა ან ამატირა დრო, რადგან ვერ ხვდები რომ ჩემში სულს კი არა უყვარს არაყი, უყვარს არაყს სული, ვერ მიხვდები, რომ ფეხებზე სად ხარ და რა არის შენში, უბრალოდ ვთამაშობ, რომ მარტოობით არ გავგიჯდე, მარტოობით ანუ უშენობით, უშენობით ანუ უსიცოცხლობით, და ასე უსიცოცხლოდ ვცოცხლობ, ამ გამოგონილ ფურცლის კოშკებს კი შავი მელნის ტალღა ღებავს და ჩემი სისხლის ფერ ნათითურებს ტოვებს, იმ გამოგონილი ქალაქის ქუჩებში, სადაც რეალურ წყვილებს გაუვლიათ.
იცი? ის შენ ხარ, დაღალული ცა, დაღალული რადგან ამდენი ბრწყინვალება გაკვრია სხეულზე, ამდენი მხურვალე ვარსკვლავი და მაინც ცივი ხარ, და მაინც სითბოს ნეხვის ფასი აქვს, სხვის სითბოს მეთქი, აი ჩემი ცინიზმით აი შენი კიდევ ერთი სახება ოთახის წყვდში, სადაც თვალი ცდილობს გაკვალოს სხივი და მაინვ მდუმარე სიბნელე მჭრის თვალს, ის შენ ხარ გესმის? შენ ხარ ? ის რაც ჩემში ძგერს ის შენ ხარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent