შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო შენშია


22-03-2018, 23:58
ავტორი Ananok
ნანახია 1 440

ზოგადი განმარტებით სამყარო ყოველივე გარშემო არსებულის ერთობლიობაა,
მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანში არსებული სივრცეების ნაზავია ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ.(ლამაზი ხედი ყვავილების სურნელით, მახინჯი სულის მქონეს არავის გაგახსენებთ.) ჩვენ ვქმით ყველაფერ ღირებულს თუ უსარგებლოს ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. მათი არსებობა სხეულში გვიქვავდება და რეალურ, ქაოსურ მოძრაობებს ვეღარ ვამჩნევთ. ხშრად იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც უმნიშვნელოა და მთავარი სადღაც წარსულში გვრჩება.იმ წიგნის პერსონაჟივით გვემართება ვარსკვლავების თვარიელებაში მთვარეს რომ კარგავს.
რეალურად ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, რაც თავისთავად იწვევს ბედნიერებას. ბედნიერება კი ის სიტყვაა, რომელიც სრულიად ჩვეულებრივად წარმოითქმის, მაგრამ უმთავრესს:იდეალურ სულიერ და ემოციურ მდგომარეობას გულისხმობს.
სიცოცხლის არსი ერთი შეხედვით ბედნიერების მუდმივ ძიებაშია, მაგრამ ის იმდენადვე საშიშია, რამდენადაც ტკბილი. ასე რომ უსაზღვრო და მუდმივი ბედნიერება არ არსებობს.(ალბათ ისევე როგორც არაფერი სხვა)
სამყარო ჩვენშია, მაგრამ თუ კი ეს სიმართლეა, სად არის ღმერთი?
იქნებ მოკვდა. არამგონია ციდან დაჰყურებდეს ჩვენს ცოდვილ სხეულებს და ისე განგვსჯიდეს. ის თითოეულ ადამიანშია და ყველაფერს ბევრად უფრო ახლოდან ხედავს, ვიდრე ჩვენ გვგონია. სწორედ მას ვუწოდებთ:სიყვარულს,სიხარულს,სიწმინდეს,სითბოს. და მგონი ღმერთი მართლაც სიკვდილის პირასაა, ადამიანები ხომ ამ გრძნობებს ნელ-ნელა ივიწყებენ.ივიწყებენ საკუთარ თავებს და სოციუმისთვის მოსაწონ მარიონეტებად იქცევიან. ასეთი ადამიანები უღმერთოები და უფერულები
არიან,რადგან მათ სამყარო არ გააჩნიათ,ის კი როგროც წესი მრავალფეროვანია.
ჩემი აზრით, გარეგან ცხოვრებას აქვს რეალური აზრი, მხოლოდ მაშინ როცდესაც ჩვენ ვასაზრდოებთ შინაგანს. მაშინ, როდესაც ვკვებავთ და ვუფრთხილდებით არა მარტო ჩვენსას, არამედ ერთმანეთის სამყაროებს. მაშინ, როდესაც ვცდილობთ გდავეხმაროთ ერთმანეთს. მაშინ, როდესაც არ გვინდა ბოროტი სამყაროს ძალამ ჩვენს ძალებს აჯობოს...მაშინ, როდესაც უპირობოდ სიყვარულს ვსწავლობთ და მაშინ, როდესაც არა მარტო საკუთარ თავებზე, არამედ იმაზე ფიქრს ვიწყებთ -რა სჭირდებათ სხვებს ბედნიერებისთვის?
ადამიანები ვფიქრობთ, რომ ყოველთვის გვექნება იმისთვის დრო, რისი გაკეთებაც აქამდე ვერ შევძელით. გვგონია ოდესღაც რაღაც იმდენად ღირებულს შევქმნით, რომ ჩვენით ყველა იამაყებს.. გვგონია ცხოვრება ახლა თუ არა ოდესმე მაინც იქნება ჩვენზე ბოლომდე მორგებული.მაგრამ ის იმდენად ცბიერი და ხანმოკლეა, რომ ხშირად ვერ ვასწრებთ მივაღწიოთ საწადელს, მხოლოდ იმიტომ, რომ უმოძრაობა თავისთან მიგვიტყუებს და გვაფიქრებინებს, რომ-ჯერ, კიდევ ბევრი დრო გვაქვს.
განვმეორდები: ჩვენ ვქმით ყველაფერ ღირებულს თუ უსარგებლოს. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა გამოვასწოროთ ის რაც შეგვეშალა, ისევ და ისევ ერთმანეთის შინაგანი სამყაროების შეცვლით თუ გამოკვებით. რადგან სამყარო ადამიანების შინაგანი სივრცისგანაა შემდგარი და არ პირიქით!
მოდი , ჩამკიდე ხელი, ვინ იცის, იქნებ ამ საღამოს ბოლოჯერ ვსუნთქავთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent