შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასე ძალიან რომ გვიყვარს....


24-03-2018, 02:38
ავტორი Enene
ნანახია 1 621

დილა მიყვარს,ხალხი რომ გაუჩერებლად ფუსფუსებს,ხალხი რომ ტრანსპორტს ელოდება,ხალხი რომ ერთმანეთში ირევა.ხალხი,ხალხი რომ,ხალხი.სამყარო დაუსრულებელი წრეა რომლის გარშემოც ჩვენ ხალხი დავდივართ.თუმცა ღამე უფრო მიყვარს,მთვარიანი ღამე და კიდევ წვიმიანი,ახლა როგორიც არის ზუსტად ეგეთი.გარეთ ვარ,ქუჩებში დავდივარ ნაცნობ და უცნობ ქუჩებში.წვიმის წვეთი ჩემს სახეს ნაზად ეხეთქება,ჯერ შუბლზე მეცემა,შემდეგ კი ქუთუთოებზე ჩამოდის,ჩემს ქუთუთოებზე,ჩემს წამწამებზე,აი ლოყამდეც ჩამოვიდა,ტუჩებს მიუახლოვდა,ჩემს ტუჩებს,უფრო და უფრო ნელა მოდის,ბაგესთან ჩერდება.ალბათ ყელამდე ჩასვლის ეშინია.ყველაფერი მიკანკალებს,ყველაფერს ვეჯახები,არაფერს ვაკვირდები მაგრამ ყველაფერს ვხედავ,ბუნდოვნად,ბუნდოვნად ვხედავ,მეჩვენება,მეჩვენება თითქოს შენ დგახარ ჩემს წინ ხეზე მიყრდნობილი,არ იღიმი,არც სევდიანი ხარ,ამოუცნობი ხარ.მეჩვენება,მეჩვენება თითქოს ჩემკენ მოდიხარ,ხელს არაფერი გიშლის,ნელი ნაბიჯებით მიახლოვდები,არ ჩქარობ,მე ვდგავარ,უძრავად ვდგავარ თითქოს დრო გაიყინა.მეჩვენება,ისევ მეჩვენება.ჩვენს შორის მანძილი უფრო და უფრო მცირდება,მოხვედი,აქ ხარ,ჩემს წინ დგახარ.მეჩვენება,მეჩვენება,არ ვიცი,არა,არ ვიცი,აქ ხარ? მეშინია,იყავი,არ წახვიდე,იყავი.მიჯერებ,არ მიდიხარ,მიყურებ,დიდხანს მიყურებ,ჩემს თითოეულ ნაკვთს აკვირდები,სიჩუმით ვლაპარაკობთ,თვალებით ვლაპარაკობთ,სახეს ჩემსკენ სწევ,შენი თბილი ჰაერი სახეზე მელამუნება,ტანში ჟრუანტელ დამდის,სუნთქვა მიხშირდება,შენი წვერი სახეზე მეღატუნება,ჩემს სხელუში ცისარტყელაა,ფერადი ცისარტყელა,ჩვენი ცისარტყელა,ჩემი და შენი ცისარტყელა,შენს ტუჩებს ვგრძნობ,შენს წითელ ტუჩებს,ჩემს ბაგეებს ეხები,მსიამოვნებს,ვიმახსოვრებ,ვიცი ბოლოა,გემოს ვიმახსორებ,გაშვება არ მინდა, ვიმახსოვრებ,სუნს ვიმახსოვრებ,შენს სუნს ქარს რომ მუდამ ჩემთან მოჰქონდა და მუდამ თავბროს მახვევდა. რას აკეთებ?მიშვებ?მიდიხარ?მტოვებ?სად მიდიხარ?დარჩი,არ წახვიდე,დარჩი,ამჯერად აღარ მიჯერებ,მიდიხარ,უკან არც კი იხედები,მშვიდად მიდიხარ ყოველგვარი მღელვარების გარეშე,ადგილს ვერ ვპოულობ,გიჟი ვარ,ჩვენს შორის მანძილი უფრო და ურო იზრდება,თვალს ეფარები,ვერ ვიჯერებ რომ ასე დამტოვე,ტროტუარზე ვჯდები,ხელებს მუხლებს ვახვევ და აი პირველი ცრემლიც მმვარდება შენი წასვლის შემდეგ,ცრემლი მმვარდება,ის ცრემლი ასე ძალიან რომ ჰგავს წვიმის წვეთს,იმ წვიმის წვეთს ყელამდე ჩასვლის რომ ეშინია,ისეთივე უსუსური და უძლურია.მცივა,თუმცა არა ყინვის გამო,შენს გამო მცივა,ვდგები,ცრემლებს ვიწმენდ და გავრბივარ,თუმცა არ ვიცი სად, ალბათ უსასრულობაში,მივრბივარ,ჩემს ფილტვებს ცივი ჰაერი ავსებს,ყველგან შენ გეძებ თუმცა არსად ჩანხარ,კიდევ ერთხელ მინდა შენი შეხება,მივრბივარ,ფეხები აღარ მემორჩილება,მუხლები მეკვეთება და პირქვე ვეცემი,ვერ ვსუნთქავ,სად ხარ,ჩემი გულის ცემა მესმის,თვალებს ვახელ და ცას ვხედავ,ცას,რომელიც მე და შენ ასე ძალიან გვიყვარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent