ჩანახატი
ჩანახატი მამა-შვილი პარკში სეირნობს. ეს პატარა გოგონა ისე ეკვრის მამას, გეგონებათ ვინმე მის წართმევას ცდილობსო. -მამიკო შენ ხომ არ წახვალ არსად? -შენს გარეშე არა საყვარელო. -და დედიკოს როდის ვნახავთ? -მალე ჩემო პატარა. კაცმა ცრემლები ვეღარ შეიკავა.თან 4 წლის გოგონას მთელი გრძნობით იხუტებდა გულში. -მამიკო დედა გვხედავს ეხლა? -კი ჩემო პატარა გვხედავს. -მარტო ხო არ გამიშვებ მა. -არა მა, მეც თქვენთან ერთად ვიქნები. ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში მივიდნენ. გოგონა პალატაში შეიყვანეს. მამა კი ექიმმა შეიყვანა კაბინეტში. -ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ... -რა მაგრამ ექიმო -ჩვენ მეტი არაფერი აღარ შეგვიძლია. სიმსიმნე უკვე ბოლო სტადიაზეა. -იქნებ წავიყვანო საზღვარ გარეთ, ოღონდ მაგას ნუ მეუბნებით ძალიან გთხოვთ. -ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა შეეგუოთ. ხმის ამოუღებლად დატოვა ექიმის კაბინეტი და თავის გოგონასთან შევიდა. ყველაზე მეტად ის ანადგურებდა, რომ იცოდა ვერაფრით უშველიდა. ერთი ადამიანი უკვე დაკარგად უმოქმედობის გამო და ახლა მეორეს კარგავს. -მამიკო... ბავშვის ხმა ესმის და ფიქრებიდან გამოერკვია. -გისმენ ჩემო პატარა -ჩემი დათუნია მინდა მა -სახლში წავალთ და იქ დაგვხვდება პატარავ -კარგი ბავშვს ჩაეძინა და თვითონ ექიმის კაბინეტისკენ წავიდა. -სახლში მინდა, რომ წავიყვანო -თქვენი გადასწყვეტია -რამდენი... რამდენი დარჩა ძლივს წარმოსთქვა. -მაქსიმუმ ორი კვირა. -კარგით ერთი კვირა გავიდა. ისევ იმ პარკში სეირნობდნენ. -მამიკო დედა გველოდება ხო -ხო ჩემო პატარა გველოდება -მალე წავიდეთ რა მომენატრა -მეც მომენატრა ჩემო პრინცესა -დედა ანგელოზია ხო მა -ხო ჩემო პატარა დედიკო ანგელოზია -მეც მინდა, რომ ანგელოზი ვიყო -იქნები მა, შენც იქნები თან გულში იხუტებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. -რატო ტირი მა -არ ვტირი მა -წავიდეთ რა დედიკოსთან ავიდეთ -წამო მა -ყვავილებიც ვუყიდოთ ხო -ვუყიდოთ მა ახლა საფლავზე სხედან. გოგონა დედის სურათს ეხუტება და თან კოცნის. -დედიკო მამიკოს მალე წავალთო... მალე მოვალთ დე კაცს უარესი ტირილი აუტყდა ამაზე. გულში იკრავდა თავის პატარა გოგონას და თან ჩუმად ტიროდა. ორი კვირა გავიდა თითქმის. გოგონას ოთახში იწვნენ ორივენი. -მა მცივა -მალე გათბები მა -როდის -დედიკო გაგათბობს მა იქ -ჩამეხუტება? -კი მა ჩაგეხუტება -შენც წამოხვალ ხო მა -კი მა მეც მალე მოვალ -მა მიყვარხარ ეს იყო ბოლო სიტყვები და გოგონამ თვალები დახუჭა. კაცი იხუტებს გოგონას ჯერ კიდევ თბილ, მაგრამ უსიცოცხლო სხეულს და მთელ ხმაზე ყვიროდა. არ შეეძლო ვერ უშვებდა. ორი თვე გავიდა უკვე. მთელ დღეებს საფლავზე ატარებს. მხოლოდ ყვავილების საყიდლად თუ გავა ხოლმე. დანარჩენი დრო მათთან ატარებს. მტკვარმა მამაკაცის გვამი გამორიყა. თან გულში პატარა გოგონას დათუნია ჰყავდა ჩახუტებული და თითქოს მისი გაშვება არ უნდოდა. მანაც გადაინაცვლა თავის ოჯახთან. იქ სადაც, ყველაფერი სამუდამოდ გრძელდება. იქ სადაც, ისინი ბედნიერები იქნებიან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.