შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი


27-03-2018, 00:03
ავტორი ნინი ნინა
ნანახია 1 527

ანი და გიორგი ქუჩაში სეირნობენ. უკვე სამი წელია რაც შეყვარებულები არიან.
-აუ წამო რა სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ, თორე თავბრუ მესხმის(ანი)
-წამო აქვე ახლოს ძაან მაგარი კაფეა(გიორგი)
-წამო(ანი) ვეღარ ითმენდა ისე შიოდა.
ათ წუთში უკვე კაფის წინ იყვნენ. უნდა შესულიყვნენ, რომ ანიმ გიორგის წაავლო ხელი და ჩაიკეცა.
-ანი.. ანი გაახილე თვალები..
ოც წუთში უკვე პალატაში ჰყავდათ შეყვანილი და ანალიზებს უკეთებდნენ.

-როგორ არის?(გიორგი)
-ვერაფერს გეტყვით ჯერ ანალიზების პასუხებს დაველოდოთ. მანამდე შეგიძლია ნახოთ.(ექიმი)
-კარგით(გიორგი)

-ჩემო პატარა... როგორ ხარ?(გიორგი) მივიდა და შუბლზე აკოცა.
-კარგად გიო ნუ გეშინია, არ მიჭამია და მაგის ბრალი იქნება(ანი) გიორგის კი აწყნარებდა, მაგრამ გრძნობდა რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო.

ერთი საათის შემდეგ პასუხებიც მზად იყო. ექიმი საშინელი სახით შევიდა პალატაში.
-თქვენი ანალიზების პასუხები მზად არის.(ექიმი)
-რა მჭირს(ანი) ზუსტად იცოდა რომ საშინელი პასუხები იყო.
-ჯერ ზუსტად არ ვიცით.. ტომოგრაფია უნდა გადაგიღოთ...ექთანი მოგამზადებთ და გაგიყვანთ(ექიმი)

ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ კიდევ უფრო უარესი პასუხებია.
-ტვინის სიმსიმნე 4 სტადია.. ვწუხვარ მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვიძლია(ექიმი) დანანებით ჩაილაპარაკა.
-არა, არა მასე ნუ ამბობთ... საზღვარგარეთ წავიყვან, ის ისევ კარგად იქნება... არ დავუშვებ მას რაიმე მოუვიდეს(გიორგი)
-ვწუხვარ, მაგრამ უნდა შეეგუოთ(ექიმი)
-რამდენი დამრჩა(ანი) ცრემლიანი თვალებით კითხა
-ყველაზე ბევრი ერთი თვე(ექიმი) პალატიდან გავიდა.
ანი ამ მომენტში მხოლოდ გიორგიზე ფიქრობდა. იცოდა, რომ ის მის გარეშე სიცოცხლეს არ გააგრძელებდა. იცოდა, რომ ისიც დანებდებოდა.
გიორგი? გიორგი უბრალოდ მოკვდა. ექიმის სიტყვებმა თითქოს გული ამოგლიჯეს, თითქოს სული ამოაცალეს და ეხლა მხოლოდ უსიცოცხლო სხეულიღა დარჩა.
-ნუ გეშინია გესმის? არ დავნებდებით, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ.. ამ დაბრკოლებასაც გადავლახავთ, როგორც დანარჩენებს... ეს დაავადება ჩვენს სიყვარულს ვერ დაამარცხებს(გიორგი) პირველად ტიროდა. დიახ ცხოვრებაში პირველად ტიროდა. ტიროდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშის გამო. პირველად შეეშინდა ცხოვრების განმავლობაში. შეეშინდა თავისი სულის ნაწილის დაკარგვის გამო.
-გიო გთხოვ.. აზრი არ აქვს.. უბრალოდ მინდა ეს ერთი თვე შენთან ერთად გავატარო... ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნება.(ანი) არ ეშინოდა სიკვდილი. ერთადერთი გიოს დატოვების ეშინოდა.

დრო გადიოდა. ანი ნელ-ნელა უფრო და უფრო სუსტდებოდა.
სამი კვირის შემდეგ.
-ანი წამო რა გავისეირნოთ ცოტაცანს(გიო) სევდიანი თვალებით გახედა.
-კარგი ოღონდ შორს არ წავიდეთ(ანი)
-კაი ჩემო პრინცესა(გიო)
ეკლესიის ეზოში შევიდნენ. მამაო უკვე მათ ელოდებოდათ ჯვრისწერის დასაწყებად.
-არა გიო არა.. შენ ცხოვრება უნდა გააგრძელო.. გააგრძელო ჩემს გარეშე(ანი) თქვენ არ იცით როგორ უჭირდა ამ სიტყვების თქმა
-ჩემი ცხოვრება ხარ შენ, ჩემი მომავალიც... ამიტომ შევალთ ეხლა ეკლესიაში და ჯვარს დავიწერთ და ხელსაც აქვე ეკლესიის ეზოში მოვაწერთ(გიო)
ჯვარისწერის შემდეგ ხელი მოაწერეს და წავიდნენ. წავიდნენ ერთ პატარა ტბასთან, სადაც მათი სიყვარული დაიწყო. გიო დაბლა იჯდა და ანის მის კალთაში ედო თავი.
-გიო(ანი)
-გისმენ(გიო)
-დამპირდი, რომ ცხოვრებას გააგრძელებ(ანი)
-არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი(გიო)
-იცი? პირველად, რომ გაგიცანი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძალიან დიდი ხანი იყო რაც გიცნობდი. პირველად, რომ ჩაგეხუტე თითქოს თავიდან დავიბადე. აი აქ რომ ამიხსენი სიყვარული, თითქოს ჩემი სული გაანათე....
უკვე უჭირდა ლაპარაკი. მისი წასვლის დრო იყო
-გიო მიყვარხარ.... ესღა თქვა და თვალები დახუჭა.

გიო იხუტებდა ანის უსიცოცხლო სხეულს. რამდენიმე საათი იჯდა ასე და უბრალოდ ეხუტებოდა, მანამ სანამ ბოლომდე არ გაიყინა. ხელში აყვანილი ჩამოიყვანა სახლამდე. იმ სახლამდე, სადაც ერთად უნდა ეცხოვრათ. შეხედა და იქვე კედელთან ჩაიკეცა.

მას შემდეგ უკვე ათი თვე გავიდა. ყოველ დღე მიდიოდა სასაფლაოზე და საათობით ესაუბრებოდა. მხოლოდ სასაფლაოზე თუ ნახავდით და ისიც თვალებ აწყლიანებულს.

პოლიციამ გოგონას საფლავზე გარდაცვლილი ბიჭის გვამი იპოვა. სწორედ ანის დაბადების დღეს წავიდა გიო მასთან. იქ გრძელდება მათი სიყვარული. შეუძლებელი იყო დედამიწას ეს დიდი გრძნობა დაეტია. გიორგი მართალი იყო. მათი სიყვარული ამ დაავადებამ ვერ დაამარცხა. ის ახლა გრძელდება იქ, სადაც სამუდამოდ გასტანს.



№1  offline წევრი Melancholic

უჰჰჰ გული დამეწვა :(

 


№2  offline წევრი ნინი ნინა

Melancholic
უჰჰჰ გული დამეწვა :(

❤❤❤
--------------------
ნ.ჯიძე

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი ნინა

ძლიერია სიყვარული

 


№4 სტუმარი სტუმარი საშა

გული დამეწბა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent