მანია
იმედია ისიამოვნებთ ________________________________________________________________________________ თვითმკვლელობიდან 2 დღეში მისი საყვარელი პოულობს წერილს მის კაბინეტში „ჰეი ბეიბ! იცი რა მინდა ახლა ყველაზე მეტად. ღამე. მე. შენ. ჩვენ. ერთად ვიწვეთ. მე შენს წვრილ წელზე ხელი მქონდეს შემოხვეული და თმაზე გეფერებოდე. შენი თვალებით შემომცინებდე. იმ თვალებით რომელსაც ჩემი დაკარგვა ეშინია. რომელსაც არ უნდა რომ ავდგეე და ჩემს ცოლთან და შვილთან წავიდე. თვალებით რომელიც ბევრის მთქმელია მაგრამ ამ სათქმლის არსს მხოლოდ მე თუ დავინახავ. შემდეგ შენი ნაზი ხელი ჩამომისვა ოდნავ ეკლიან ყბაზე. ორივემ თვალები დავხუჭოთ და გავექცეთ ამ სამყაროს. სამყაროს სადაც ყველაფერი უსამართლოდ ხდება. სადაც მე და შენ ერთად ყოფნა არ გვიწერია. რამოდენიმე წუთი ასე ვიყოთ. შემდეგ გავახილოთ თვალები და ერთმანეთს მივაშტერდეთ. მინდა ბედნიერების მოლოდინში ასე ვიყოთ, მაგრამ ბოლოს მაინც დაბლა ხრი თვალებს უბედურებისკენ რადგან იცი რომ ეს ქვეყანა არ მოუშვებს ბედნიერებას ჩვენამდე და ლოდინი უკვე აუტანელი ხდება. შენი კამკამა ლურჯი თვალებიდან პატარა ვარსკვლავი წყდება და შენ ღაწვებზე ჩერდება. ასე ხდება დიდხანს. ერთ ვარსკვლას მეორე მოსდევს მეორეს მესამე და ასე შემდეგ. მე არაფერს არ ვაკეთებ რადგან ვიცი რომ ეს ახლა ყველაზე ზედმეტი იქნება. ძნელია დაამშვიდო სხვა როცა შენ მასზე მეტად გტკივა გული. მაგრამ უკვე აუტანელი ხდება ამდენი ვარსკვლავების ცვენა და ხელს ოდნავ ვხვევ შენ გაშლილ მხრებს რადგან შეიძლება ეს ჩვენი ბოლო ღამე იყოს. ორივეს გვეშინია. ჩემი ცოლის. ჩემი შვილის. რადგან ჩემი ცოლი მოვა და არაკაცს მიწოდებს შემდეგ სახეში მის ფითქინა ხელს მითავაზებს და ცრემლებად დაიღვრება. შემდეგ ჩემი შვილი მოვა. ჩემით შერცხვენილი სახე ექნება. ერთ მუშტს მითავაზებს სახეში და მამად აღარ ჩამთვლის. შემდეგ კარს მომიხურავენ და მათი ცხოვრებიდან წამშლიან. არა ცემის კი არ მეშინია, არამედ ჩემი შვილის და ჩემი ცოლის დაკარგვის რომელიც ჯერაც მიყვარს .მეშინია რომ მარტო დავრჩები. მეშინია რომ შენ წახვალ და თუ ისინიც გამომაგდებენ მე ვიქნები ქუჩაში, როგორც მაწანწალა ძაღლი და მერე მე მოვკვდები შენს გარეშე ჩემი შვილის და ცოლის გარეშე. მაგრამ ამ ყველაფრად ღირს შენთან გატარებული 1 წამიც კი, რადგან მე შენ მიყვარხარ.“ შემდეგ ზღვა ადიდება და მოდის გაშლილ ველზე. გაივლის მარწყვს და დაიკარგება. ამოიღებს იარაღს და..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.