შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს


20-12-2016, 12:46
ნანახია 1 682

მინდა გავიცნო ისეთი ქალი,
სიყვარულში რომ ჩემი ტოლია,
ყველა ის ქალი გადამავიწყოს,
ვინც კი აქამდე გულში მყოლია,

მინდა ვუყვარდე მინდა მეტრფოდეს,
ის ჩემი გულის იყოს წადილი,
და ის სიწმინდე თან სდევდეს მუდამ,
რაც დღეს გვაკლია ქალის მანდილი.

უერთმანეთოდ წუთსაც ვერ ვძლებდეთ,
და სიყვარულის გვქონდეს მანია,
დგეს ხომ ესეთი იშვიათია,
სადახარ გეძებ დასანანია.

გიპოვნი ალბათ სადმე შეგხვდები,
ჩემი ლექსების გახდები მუზა,
ზგვას გადმოვცურავ სწრაფი დინებით,
და შენს ფეხებთან დავუშვებ ღუზას.

გეტყვი მიყვარხარ თავგამეტებით,
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ გრძნობით,
და დავინახავ ისეთ სამყაროს,
რასაც ამდენი ველოდე წლობით.

მაგრამ სად არის ვის ველი განა,
ვისთვის გავლიე ამდენი წელი,
რისთვის ვადიდე ქალების მოდგმა,
და ბოლოს მაინც ყველამ მკრა ხელი.



№1 სტუმარი kaxeli gogo

საოცარი იყო გურამ <3 ყოჩაღ

 


№2 სტუმარი სტუმარი მირზა

ეს ჩემი ლექსი საიდან მოხვდა აქ? იმედია არ გაქვთ მითვისებული ბატონო გურამ☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent