ღმერთი მოკვდა
- ღმერთი მოკვდა - დავიჩურჩულე და ჭექა-ქუხილის მოლოდინში თვალები დავხუჭე. არაფერი არ მოხდა. ზეცა თურმე არ ჩქარობდა ჩემს დასჯას. - ღმერთი მოკვდა! - უკვე დარწმუნებულად წარმოვთქვი - ჰა, აი ნამდვილი მტკიცება! მაღლა ავიხედე და დავიყვირე: - ღმერთი მოკვდა! ცაზე მცირე ღრუბელიც კი არ გამოჩნდა და მეც თავდაჯერება კიდევ უფრო მომემატა: - ღმერთი მოკვდა! - დავიყვირე მე მთელი ძალით. - რა გაყვირებს ძაღლის შვილო?! ენა ჩაიგდე! - შემომესმა ხმა ზეციდან. - უი... მაპატიეთ. შეშინებულმა უცბად დავხარე თავი და როცა ისევ გავბედა მაღლა ახედვა, ცაში მოფარფატე, გრძელი ხმლით შეიარაღებული ანგელოზი დავინახე: - გაპატიო? - გამიღიმა ანგელოზმა - ჯანდაბას გპატიობ. მან ხმალი ქარქაშში დააბრუნა და დამაკვირდა: - რა გაყვირებდა ჭიაყელავ? - ვამტკიცებდი რომ ღმერთი მოკვდა. - მოკვდა? არა არ მომკვდარა, სძინავს. - რა საშინელებაა! სძინავს? ანუ სიზმრებს ხედავს, სიზმრებში კი კოშმარებს ხედავს, რომლებიც დედამიწაზე ცოცხლდებიან როგორც ღმერთის აზრები! სასწრაფოდ უნდა გავაღვიძოთ სანამ რამე კიდევ უფრო უარესი არ ნახა! - გავაღვიძოთ? ჰმ, ერთი პატარა პრობლემის გამო ვერ გავაღვიძებ. - რა პრობლემის? - გავიკვირვე მე. - ადამიანებიც მისი კოშმარების ნაყოფი ხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.