წერილები
გაუბედავად წაიღო ხელი საწერი კალმისკენ,ფრთხილად შეეხო,თითქოს ეშინოდა რამე არ ეტკინა იმ მეგობრისთვის,რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა. თაბახის ფურცელს მზერა გაუსწორა და წამით ჩაფიქრდა,ვინ მოსთვლის მერამდენე ღამეს ათენებდა მისი განცდების ფურცელზე გადმოსატანად,ეს ერთი უბრალო თეთრი გვერდი,სულ მალე მისი ცხოვრების კიდევ ერთ დღეს დაიტევდა და უბრალოდან ,მნიშვნელოვნად გადაიქცეოდა,როგორც ადამიანები. "გამარჯობა,უკვე ჩვევაა მოსალმება ყოველ საღამოს,არადა არსად მივდივარ ისევ აქ ვარ და ერთ ადგილს ვტკეპნი,როგორი ადვილია შენთან საუბარი, სულში რომ არ მიძვრები,შენიშვნებს არ მაძლევ და არ მაკრიტიკებ,დაგღალე ხო?მეც დავიღალე და გამოვიფიტე,ცოტაც კარგი? სულ ცოტა და დაგასვენებ,აბა თუ გახსოვს დღეს რა დღეა? თხუთმეტი აპრილია,ჩვენ რომ გავიცანით ერთმანეთი,გინდა საათი გითხრა?გგონია შენსავით დამავიწყდა და არ მახსოვს?სამს აკლდა ათი წუთი პირველად რომ დაგინახე,ხო ისიც მახსოვს რა გეცვა და როგორ იღიმოდი,ან როგორ შეიძლება ეგ დამავიწყდეს? უფლება რომ მქონდეს მაგ ტვინში ჩაგიძვრებოდი და გაიძულებდი ყველაფრის გახსენებას,მერე?მერე მიგატოვებდი იმ ტკივილის გამო,რისთვისაც გამიმეტე,ოდესმე ალბათ გამიხსენებ,ის უბედური შემთხვევაც წარსულს ჩაბარდება და მე უაზროდ ბედნიერი ვიქნები შენი ამბით,ოღონდ არ ვიცი მაგ დროს რა იქნება,მე ილუზიას ვებრძვი,არარსებულ შენს თავს ვყვარობ და ველი,რომ წაიკითხო ალბათ იფიქრებ,რომ გიჟის ნაბოდვარია,მართალი ხარ ამ გიჟს სიცოცხლეს ურჩევნიხარ,ნეტა შემეძლოს იმ განცდის ზუსტად აღწერა,რასაც ეხლა ვგრძნობ,წვიმს იცი?წვეთების ხმა მესმის და ისევ ძველ დროში მითრევს,ამ ამბავსაც გაგახსენებ,გვიყვარდა წვიმაში სეირნობა სულ ვსველდებოდით და მაინც უაზროდ ბედნიერები ვიდექით,თურმე როგორი ძვირფასი იყო ის დრო და მე ვერ დავაფასე,ვერ დავიჭირე და მხოლოდ მოგონებებში გამოვკეტე,იმ მოგონებებში ჩვენიდან,მხოლოდ ჩემი რომ გახდა,როცა გამიხსენებ ალბათ გაბრაზდები ჩემს სილაჩრეზე,რადგან შენ მასწავლიდი, რომ არასდროს დამეხია უკან,რომ ყოველთვის ზურგს გამიმაგრებდი და მე ვიქნებოდი ძლიერი, ისევ შენით,მაგრამ არ დგახარ უკან ზურგს არ მიმაგრებ,დაგავიწყდი მეც და შენი პირობებიც,უფ გამიგრძელდა წერა,ალბათ იმიტომ რომ ბოლო წერილია,მიყვარდი მაშინ,მიყვარხარ ეხლა და მეყვარები მთელი ცხოვრება,ხომ იცი ნამდვილი სიყვარული არ მთავრდება,არც უფერულდება და მითუმეტეს არც ქრება" კალამი ისევ ფრთხილად დადო მაგიდაზე და ცრემლები შეიმშრალა,ნელა წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა. -გაიღვიძე?გაუღიმა ბიჭს. -ვინ ხარ?ალმაცერად აათვალიერა ინვალიდის ეტლში მჯდომმა. -ძველი ნაცნობი,ხმის კანკალი დააიგნორა და მის წინ ჩამოჯდა,დიდი ხანია გელოდები. -გიცნობ? -ძალიან კარგად,რაღაც მინდა მოგცე,ოდესმე წაიკითხე კარგი? -უცნაური ადამინი ხარ,ალბათ ყოველდღე თავიდან გიცნობ ხო? -კი ამბობენ,ჩაეცინა ცალყბად. -სანამ ეს დამემართებოდა,მიცნობდი? -კი,ამოიჩურჩულა და ვერ შეძლო წამოსული ცრემლის შეკავება. -შენ რა ტირი?გაიოცა ბიჭმა. -არაფერია გამივლის,მე მივდივარ და აქ აღარ მოვალ,ზოგჯერ არის მომენტები,როდესაც ზედმეტი ხარ და უნდა წახვიდე,ხოდა მეც უნდა დაგემშვიდობო. -გაწყენინა ვინმემ?რამეს გაურბიხარ? -კი მაწყენინა,ცხოვრებამ თავისი უსამართლობით და კიდევ ერთმა ადამიანმა,იმედები გამიცრუა და ცხოვრეის ყველაზე მტავარ ბრძოლაში მარტო დამტოვა. -რა დაგიშავა? თითქოს ჯიბრზე არ წყვეტდა გოგოს წვალებას. -რომელმა?სიმწრით გაეცინა,ერთმაც დამივიწყა და მეორემაც,რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?ხვალ გათენდება და არც მე გემახსოვრები და არც ეს საუბარი. -მთხოვე. გოგომ გაუბედავად წაიღო ხელი და გაკვირვებულ ბიჭს სახეზე ჩამოუსვა. -რას აკეთებ? -ვცდილობ დაგიმახსოვრო,გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და შეტრიალდა,თეთრი კონვერტები იქვე მაგიდაზე დაალაგა და გასასვლელისკენ თითქმის გაიქცა. -მე ვარ ის ადამიანი?მე დაგივიწყე? კართან გააშეშა მისმა ხმამ,არ წახვიდე ასე არა,თავიდან ვისწავლი,ყოველდღე გაგიცნობ. -მაპატიე. უკან არ მოუხედავს ისე გავარდა გარეთ,კოკისპირულად წვიმდა და ქარი გლეჯდა ყველაფერს,მირბოდა ქუჩაში და ჯერ კიდევ ესმოდა მისი ხმა,რომელიც დარჩენას სთხოვდა. დილით მზის სხივებმა გააღვიძა,გაჭირვებით გადაჯდა ეტლში და მაგიდისკენ გაგორდა,გაკვირვებულმა დახედა მაგიდაზე დახვავებულ კონვერტევს. -ნეტა ვინ მოიტანა?ან ეს რა შარფია? მზერა სკამზე დარჩენილ მატერიაზე გადაიტანა,სწრაფად აიღო და ცხვირთან მიიტანა,საოცრად ეცნო სურნელი, თუმცა ვერ გაიხსენა,ვერც წინა საღამო,ვერც კონვერტები და ვერც ამ შარფის პატრონი.გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და კონვერტები ნაგვის ურნაში ჩაყარა,შარფიც მას მიაყოლა და ისევ ფანჯრისკენ გაგორდა,არავინ იცის ,მაგრამ ყოველ დილით გზას უყურებდა და ვიღაცას ან რაღაცას ელოდა,თუმცა უშედეგოდ... რთულია გაქცევა,მაგრამ არარსებულის ლოდინი უფრო რთულია,წაგებულ ომში ბრძოლა სისულელეა,ცხოვრებასთან კი ყველა აგებს" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.