შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს მინანია...


24-04-2018, 04:02
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 757

არასდროს მინანია ჩვენი პირველი შეხვედრა.ეს იყო მომენტი,როცა ჩემში რაღაც შეიცვალა.იმ დღიდან შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და დღემდე ვერ დამილაგებია.არასდროს დამავიწყდება დიდი წვალების შემდეგ როგორ შემამჩნიე,შენი პირველი მზერა,თითქოს ცდილობდი ჩემი აზრები წაგეკითხა.შემდეგ ვხედავდი,როგორ გეღიმებოდა ჩემს დანახვაზე,რა ვიცოდი,თუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო...არასდროს მინანია ის გრძნობა,რასაც შენ მიმართ ვგრძნობდი:ხელების კანკალი,გაწითლება,გულის აჩქარება,დაბნევა,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და ვცდილობდი ჩუმად შემომეხედა,თუმცა ჩემზე კარგად შენ იცოდი როგორ მიყვარდი.თუ მკითხეს,როდესმე თუ ყოფილხარ ბედნიერიო,ის წლები გამახსენდება და შეიძლება ცრემლიც მომადგეს,რადგან ვიცი,ეს აღარ განმეორდება.როგორ შეიძლება ვინანო შენი არსებობა,შენ ხარ მიზეზი იმისა,ვის გამოც ვცოცხლობ.არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ხარ თუ არა,ჩემს გულში შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს.როგორ ვინანო ის ბედნიერი დღეები,რომელიც შენ მომანიჭე,დღეს ხომ ამ მოგონებებით ვცხოვრობ.ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნები.განაკუთრებული რომ არ იყო,არ ვიფიქრებდი დილის 5 საათზე შენზე და სიზმრებშიც არ გნახავდი.ვიცი,ერთად ვეღარ ვიქნებით,აი ეს შეიცვალა.ადრე შენზე ვოცნებობდი,ჩვენზე ვფიქრობდი,დღეს კი ჩვენზე ვდარდობ,რადგან "ჩვენ" აღარასდროს იქნება.მაგრამ მაინც,არასდროს მინანიხარ,მიუხედავად ამ ტკივილისა.შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში.შენ ვარსკვლავი ხარ,ღამით ცაზე რო აინთება იმედის სახით... შენ ის ცისარტყელა ხარ,წვიმის მერე რომ გამოჩნდება ხოლმე... შენ ჩემთვის სავსე მთვარესავით ხარ,ღამით დაბნეულ ადამიანს გზას რომ გაუკვალავს... შენ ხარ ადამიანი,რომელსაც შემიძლია მთელი ცხოვრება ველოდო და ესეც არ ვინანო...❤️❤️❤️



№1 სტუმარი nini

<3 <3 <3

 


№2  offline წევრი sweetgirl

nini
<3 <3 <3

❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent