კატოსთვის
-ასე შემიყვარდები-მეუბნება და საწოლიდან დგება. -ასე როგორ?-ვუღიმი. -აი, მაგ ღიმილით-თავადაც ეღიმება. -ცოლიან ბიჭებს არ უყვარდებათ სხვები-ვდგები და ვიცვამ. -ლამაზი ტანი გაქვს-ხელს მკერდიდან წვივამდე ასრიალებს. -მას? -რა მას?-უკვირს ჩემი კითხვა. -შენს ცოლს, როგორი ტანი აქვს- შარვალს ვიკრავ. ის არ მპასუხობს. -მაკოცე რა- ვკოცნი. -კარგი გოგო ხარ. -წადი რა- ისიც უხმოდ დგება და მიდის. *** დილის 8საათია. ხალათს ვიცვამ და მეორე ოთახში გავდივარ.სძინავს. შუბლზე ვკოცნი და ოთახს ვტოვებ.ყავას ვიკეთებ. აივანზე გავდივარ, ცარიელ ქალაქს სიგარეტით და ყავით ვხვდები. ტელეფონი რეკავს. -სად ხარ? -სახლში. -დღეს არ მუშაობ? -არა- ვპასუხობ და მრცხვენია. -მოვიდე? -სიგარეტი ამოიტანე-ტელეფონს ვთიშავ. კარის საკეტს ვაღებ და ისევ აივანზე გავდივარ. ყავა ცივია. *** -მოვედი-ზურგზე მეხუტება. -გცივა? ყავას გაგიკეთებ-მის ხელებს ვიშორებ. -რა გჭირს?-სკამზე ეშვება. -ისევ აქ არის- ვამბობ ჩუმად და ვიცი, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლება. -აქ რა უნდა?-ფერი ეკარგება და სკამიდან დგება. -დილით მოვიდა.-სამზარეულოში გავედი. -რაო? ვიჩხუბეთო არა? და მომენატრეო, კიდევ ერთი შანსი მომეციო და შენც იდიოტივით დაიჯერე არა? -ჩუ სძინავს. -ფეხზე .-ქურთუკს იცვამს და სახლიდან გადის. იმწამს აივანზე გავრბივარ. დაძახებას აზრი არ აქვს. არ მობრუნდება. იქამდე ვუყურე ვიდრე თვალს არ მოეფარა. ტელეფონი რეკავდა.. ჩემი არა... მისი... არ შევსულვარ ოთახში. სამაგიეროდ თვითონ გამოვიდა ცოტახანში, ტრუსის ამარა სამზარეულოში და შავი თვალები მომანათა. -ყავა მინდა.-ჩემი გავუწოდე, უკვე კარგად გაციებული იყო, მაგრამ არ შეიმჩნია, უხმოდ დალია. ასევე უხმოდ ჩაიცვა და წავიდა. არ გამკვირვებია. ყოველთვის ასე იქცევა. აბაზანაში შევედი. ალბათ ყველაზე რეალური იქნება ახლა აქაურობა ვენიდან წამოსული სისხლით შევღებო, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ ვიზამ. მე ხომ იმდენად მძულს ჩემი თავი, რომ ამ ბედნიერებისთვის თავს ვერ "გავიმეტებ." როგორ საშინლად მინდა ვკვდებოდე და როცა ის მოვა მივახალო, რომ მალე მოვკვდები. მერე ყველაფერს ვეტყოდი... ვეტყოდი, რომ მისი ბრალია, ვეტყოდი, რომ თავი დავკარგე მის გამო. კიდევ იმას ვეტყოდი, რომ მძულს, რომ თავი დამანებოს, რომ ყველა გზა რომელსაც ამ დროის განმავლობაში სიკეთისკენ მივყავდი ვუარყავი, რომ ყოველთვის არსებობდა სიტყვა "ნაგრამ" და ეს მაგრამ ის იყო. ტელეფონი რეკავს. ამჯერად ჩემი. ის არის... -ჰო. -ყავა ცივი იყო. -ჰო ვიცი... გიან გაიღვიძე და... -საღამოს მოვალ. -არა. -რა თქვი? -აღარ მოხვიდე საღამოს. -კარგი. სულ აღარ მოვიდე? -მერე დაგირეკავ.- ტელეფონს ვთიშავ და იმდენად ჩუმად ვლუღლუღებ, რომ მეც ძლივს მესმის. -არა, აღარ მოხვიდე. *** ღამის 12 საათია. 13 იანვარი. -გილოცავ.-ვამბობ და შამპანიურის ბოთლს ვხსნი. -გილოცავ.-ვიმეორებ. დღეს 13 იანვარია. კასი შენი ოცდამესამე დაბადებისდღე. მე არასოდეს ვტირი...არასოდეს... ვტირი... თვალებს ვხუჭავ და ღრმას ვსუნთქავ. *** უკვე 25 იანვარია. შენ აღარ მოსულხარ. იმ საღამოს, აღარც კი დაგირეკავს. არ იდარდო, მეც ეს მინდოდა. უბრალოდ თუ დარეკავდი მინდოდა მეთქვა, რომ გოგოა. გოგოა და როგორ არ მინდა... როგორ საშინლად არ მინდა, რომ გოგოა. არა! არა! იმიტომ არა, რომ შენ ყოველთვის ბიჭი გონდოდა. იმიტომ არ მინდა, რომ შენნაირი ბევრია და მეშინია რომ ვერ დავიცავ. *** დღეს 25 აპრილია. ისევ არ დაგირეკავს. მერე რა! დღეს ჩემმა შვილმა პირველი მოძრაობით მაგრძნობინა არსებობა. იცი რას მივხვდი? უბედური ხარ ამას, რომ ვერ ხედავ. ცოლს დაშორდაო გავიგე. მერე რა! *** დღეს 1 ოქტომბერია. ჩ(ვ)ემ(ნ)ი შვილი დაიბადა. *** სასაცილოა რამდენი დრო გავიდა... დღეს უკვე მეცამეტე პირველი ოქტომბერი დადგა. ჩ(ვ)ემ(ნ)ი შვილისთვის. მან იცის რომ იდეალური მამა ყავდა. ჰო... ნეტავ ის უფრო გიკვირს "იდეალური" რომ ხარ თუ იმან უფრო გაგაკვირვა, რატომ "ყავდა." იმიტომ, რომ ჩემი შვილი იმსახურებს იდეალურ მამას შენ კი, უბრალოდ მამაც არ ხარ... აი, სწორედ ამიტომ ყავდა. ფიქრი არასოდეს გიყვარდა, თუმცა იქნებ ახლა მაინც დაფიქრდე იმაზე რომ შვილი გყავს. 13 წლის კატო. კიდევ იმაზე იფიქრე, რომ ღმერთს ძალიან უყვარხარ რადგან ეს გაიგე. ეს ჩემი დღიურია. სულ შენ გატან. მოგონებებთან ერთად. ხო, კინაღამ დამავიწყდა. მე დღეს გზა მაქვს სიკეთისკენ წასასვლელი და კიდევ, კაცი რომელმაც შენი შვილი თავისივით შეიყვარა და კაცი, რომელიც არაერთხელ გამიშვია შენს გამო. გმადლობ, რომ ოდესღაც არსებობდი და ესეც მხოლოდ კატოს გამო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.