შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი, შეშლილი, შეშლილი


26-04-2018, 14:32
ავტორი pepi432
ნანახია 1 358

ნოემბერია.. ცივი, ფერადი, წვიმიანი და სვდიანი... ფანჯრიდან გავყურებ ქუჩის პირას ეულად მდგარ ჭადარს... წვიმს და ძალიან ცივა.. ქარიც ზუზუნით პარავს ეულად მდგარ ჭადარს გახუნებულ ფოთლებს... მე კი ვუყურებ პლედში გახვეული ცხელი ჩაით ხელში და გალაქტიონზე ვფიქრობ... შეუძლებელია ნოემბერი გალაქტიონის გარეშე. ოქტომბერიც, სექტემბერიც.. პოეზიამ ისევ გამიტაცაა.. ისევ აცრემლებული თვალებით ვკითხულობ ხმამაღლა გალაქტიონს, გრანელს და სხვას.
ეხლა გვიანია, ჰოო ძალიან გვიანი.. 02:46სთ შეშლილივით ვუსმენ იო-იო მას და არ მყოფნის. მაკლიხარ!! ხოო შენ მაკლიხარ, ყოველ ამოსუნთქვაზე.....ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ გინდა იცოდე, რომ სადღაც ვიღაცას უყვარხარ.. ისეთი შეშლილი როგორიც ხარ. ვაცნობიერებ და ვხვდები, რომ ჩემი შეყვარება არა თუ ადვილი, არამედ შეუძლებელია.მე შეშლილი ვარ. ოღონდ არაა „მოდურად“.მიყვარს მარტოობა, შემოდგომა, სექტემბერი, წვიმა, თოვლი, სიცივეე, წიგნებიი და ა.შ.
ეხლა როგორც არასდროს ისე მჭირდები დღიურო!. ვზივარ ფანჯრის რაფაზე და გავყურებ ლამპიონებს, რომლებიც ვეღარ ანათებენ გრძელ ქუჩებს. უცნაური საღამოა, რაღაცნაირი.. წელს ნოემბერი ძალიან მკაცრია. გარეთ საშინლად ცივა.. მე კიდევ ფანჯრის რაფაზე ვზივარ პლედში გახვეული და ასე, უბრალოდ გული მიჩერდება.. ვგრძნობ როგორ იმატებს პულსი. ქუჩის ბოლოში შენს გამოჩენას ველიი..
ხანდახან უბრალოდ მინდა ვიღაცამ გააჩეროს ეს დედამიწა ჩემთვის... როგორც ჩანს ცხოვრება/არსებობა არ ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე, პირიქით ის აქილევსის ქუსლი უფროა. ყოველ წამს ვფიქრობ როგორ გავექცე რეალობას და გამოსავალს იცი რაში ვხედავ? კითხვაშიი... ხმამაღლა ჩართულ მუსიკაში და ცეკვაში, მაშინ როდესაც არავინ მიყურებს ან მგონია რომ არავინ მიყურებს.. ვცეკვავ როცა მიჭირს. ჩემებურად ანუ სულ... ვცხოვრობ ჩემს მეგობართან, გარფილდთან ერთად. ის მართლა გარფილდია, ღორმუცელა და ძალიან პუტკუნა.. მგონი სკლეროზი აქვს ყოველთვის ავიწყდება, რომ ჭამა და სულ შია.. თბილი, სასახილო და ძალიან საყვარელია. მგონი ვუყვარვარ არასდროს მტოვებს მარტო და სულ ჩემთანაა.. სახლში მოსულს ჩემი დანახვა ისე უხარია რომ აცრემლებული, დიახ დიახ, აცრემლებლი თვალებით ვეხუტები და ვფიქრობ რომ ერთადერთი არსებაა ვისაც ნამდვილად ვუყარვარ და უხარია ჩემი დანახვა.. მერე კი ვუშვებ, რომ მე უბრალოდ პიროვნება ვარ ვინც ყველანაირ კომფორტს უქმნის. გარფილდი სულ პაწაწინა კნუტი იყო როდესაც ქუჩაში ძალიან ცივ, წვიმიან ამინდში კედელთან მიყუჟული დავინახე.. შეშინებული, ადამიანისგან შეშინებული.. უცბად ავიყვანე ჩავიხუტე და იმის მერე.... იმის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ეხლა ახალ მეგობარს ვეძებთ. ძაღლს, რომელიც ჩვენს უბრალო ცხოვრებას გაალამაზებს.
როგორც ხედავ „მარტოხელა“, 20 წლის შეშლილი, გეოგრაფი გოგო ვარ, რომელსაც კითხვა და კროსვორდები უყვარს....
გარეთ საშინლად წვიმს.. ქარი ზუის მე კიდევ ძალიან მეშინია. არაა , არ უნდა მეშინოდეს მე ხომ გარფილდი მყავს და ის დამიცავს. დიახ დიახ.. თუმცა მაინც მეშინია და რა ვქნა.. მითუმეტეს რომ გარფილს ძინავს თბილად.. და გარეთ კიდევ ქარი საშინლად ზუზუნებს.. და მაინც რა უცნაურია არა ადამიანი, ასეთ ამინდშიც კი ფიქრობ, რომ მოვა... მაგრამ ის არ ჩანს... ლამპიონების მბჟუტავ შუქზე არავინ მოსჩანს.... არადა ამბობენ წვიმიდან მოსულ ადამიანს ბედნიერება მოაქვსოო... აბა ბედნიერება?... რა არის?....
ერთი წამი ცვლის ჩვენს ცხოვრებას.. ერთ წამს შეუძლია გვაფიქრებინოს, რომ ცხოვრება დამთავრდა ან პირიქით.. ერთი წუთი ანგრევს იმ კედელს, რომელსაც დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშენებდი... ერთ წამს შეუძლია ეს კედელი ისე დაანგრიოს, რომ მისი აშენება ვეღარ შეძლო.. ერთი წამი გვცვლის... შეიძლება ძლიერ პირონებად, შეიძლება სუსტად! მე მე კი იმ ერთმა წუთმა მშიშარაა, უსუსურ არსებად მაქცია, რომელიც ხშირად პანიკაში ვარდება.. მე მახრჩობს ეს ჟანგბადით გატენილი ჰაერი გესმის! ჩემი ფილტვები ვეღარ უძლებს....ტკივილს და ტანჯვას! ამაო მცდელობას და იმედგაცრუებას!
გარეთ ისევ კოკისპირულად წვიმს.. გესმის? წვიმის წვეთების ხმა? რომელიც ჩემს ფანჯარას ეხეთქება და და....... მოკლედ ისევ ძლიერად წვიმს.... სადა ხარ?
**** *********** ***** ************** ****** *************** ********** *********************** ********** ****** ***
შემოდგომის არაჩვეულებრივი ოქროსფერი საღამო იყო. მე როგორც ყოველთვის სასეირნოდ ვიყავი გასული, დიდის ამბით დავაბიჯებდი წითელ-ყვითელ-ოქროსფერ ფოთლებში და მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ეს მე ვიყავი თინათი, შემოდგომის ნაწილი... შემოდგომა ჩემი სულის სარკეა, ჩემი ანარეკლი... მოკლედ არაჩვეულებრივი საღამო იყო.. გრძელი სკამის მარჯვენა კიდეში დავჯექი და დავიწყე ჩემი დღიურის წერა.. ისე ვწერდი თითქოს რამე მნიშვნელოვანი ყოფილიყოს, ვწერდი გაუჩერებლად.. ყველაფერს.... ჩემებურად...ანაზდად ვიღაც ვიგრძენი ჩემს მარცხენა ლოყასთან .. ის ისე ახლოს იყოო, რომ ძალიან შემეშინდა...
-უკაცრავად, თქვენ ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმართ ჩემს წილ ჟანგადს! შეგიძლიათ ცოტა ჩაიწიოთ?
-დიახ, დიახ.. უკაცრავად (თან მიცინის)
შეშინებული და ცოტა გაკვირვებული ვარ. სად გაგონილა მსგავსი სითავხედე. ეს-ეს არის უნდა დავწრო დღიურში ამ თავხედი პიროვნების შესახებ, რომ:
-მე დაჩი
და ხელი გამომიწოდა.
-უკაცრავად?
-მეეჭვება ეს თქვენი სახელი იყოს?
-(გავიღიმე) თინათინი..
-სასიამოვნოა.
-სამწუხაროა, მაგრამ ჩემთვის არაა! ძალიან გთხოვთ შემეშვით!
-ოხ დიახ, დიახ. ძალიან გთხოვთ განაგრძეთ წერა?
საოცარი სითავხედე... სითავხედის პიკიც კიი.. ისევ ვიმარჯვებ კალამს და ვაპირებ ეს ადამიანი გავლანძღო რომ:
-თქვენ მწერალი ბრძანდებით?
-არა.
-მაშ რატომ წერთ?
-იმისთვის, რომ წერო განა მწერლობაა საჭირო?
-არა, სულაც არა.მაპატიეთ. ხელს გიშლით.
-დიახ, მიშლით.
უაზროდ მიყურებს და მიცინის. მოკლედ ეს ჩემზე შეშლილია. ისევ ვცდილობ რაღაცის დაწერას...
-მაშ ვინ ხართ?
-უკვე მოგახსენეთ, თინათინი (გაბრაზებული ხმით მივუგე)
-არა, პროფესით? ისევ ხელს გიშლით. კიდევ მაპატიეთ.
-დიახ მიშლით. შეგიძლიათ სხვასთან დაამყაროთ კონტაქტი. ნახეთ ჩვენს წინ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა ზის. ნახვამდის!
-კი მაგრამ ის არ წერს?
-მერე რაა? ამის გამო თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს?
-მას არც თინათინი არ ქვია?
-მითუმეტეს! ე.ი. ბევრად საინტერესო ადამიანი იქნება.
-თქვენ რა იცით?
-იცით, შერლოკ ჰოლმსი მიყვარს ძალიან და ხანდახან დედუქციის მეთოდის გამოყენებას ვცდილობ რეალურ ცხოვრებაში.
-თქ....
-ნახვამდის! გავაწყვეტინე საუბარი.. უეცრად კვლავ ვიგრძენი მისი სიახლოვე და ძალიან გაბრაზებულმა მივუგე
-შეგიძლიათ შემეშვათ? თავი ძალიან მომაბეზ... (პ.ს. მგონი სიმპატიური მანიაკი ჩანს.. ან იქნებ არც არის მანიაკი? ან არის! ან არა! ...........)
-შეგიძლიათ მითხრათ ჩემზე რა დაწერეთ?
-უკაცრავად?
-ეჭვი მაქვს, რომ გამლანძღეთ.
-ნუთუ? მხოლოდ ეჭვი? (მისი თვალები... მისი ხმააა......)
რაღაცის თქმას აპირებს მაგრამ არ ვაცდიი ვიღებ ჩემს ბარგს და მივდივარ სხვა სკამისკენ... არაჩვეულებრივი ამინდიაა.. შემოდგომის თბილი, ფერადი და რაღაცნაირი...აი ისეთი მოგონებებში რომ ილექება და გაზაფხულსა და ზაფხულში რომ განატრებს თავს.... კვლავ ვშლი ჩემს დღიურს რომ უცებ ვიღაც თავხედი ისევ განაგრძობს ჩემი წილი ჟანგბადის მოპარვას... ისევ...
-ღვთის გულისთვის რა გნებავთ?
-თქვენ ყოველთვის ესეთი სიტყვაძუნწი და უჟმური ხართ?
-დიახ!
-საინტერესოა.
-არა, მერწმუნეთ ცდებით?
-არა მე თქვენს უხასიათობას, სიტყვაძუნწობასა და უჟმურობას არ ვგულისხმობ თქვენი წიგნია საინტერესო....
-გმადლობთ.
-მაინც რა დაწერეთ ჩემზე?
-ის რომ თავხედი ბრძანდებით?
-უკაცრავად?
-უსაფუძვლოა ჩემი ეჭვები? თან იქნებ მანიაკიც ხართ?
-რაა?
-ნუთუ ვცდები?
- უთუოდ! თქვენ არ გახსოვართ?
-უნდა მახსოვდეთ?
-ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს.
მე ვუყურებ და ჩემს წინ ვხედავ მას....მისი თვალები.....მის თვალებში მთელ გალაქტიკას და სამყაროს ვხედავ!..... მგონი როჩესტერია! ან რავიკი! ან დიკ ფორესტი!
-წიგნის საღამოებზე.
-სამწუხაროდ არ მახსოვხართ. (ვცდილობ თვალი ავარიდო მის მწვანე და მრავლისმეტყველ თვალებს.. პიროვნება, რომელიც ჩემს გვერდით ზის ისეთი დაბნეული, თავაზიანი და საყვარელია რომ..... მისი ხმა ხომ საერთოდ...)
-აი, მე კი მახსოვხართ, თინათინ! და.....
-თქვენი სახელი გამიმეორეთ?
-დაჩი..
-კარგით დაჩი შევეცდები თქვენს დამახსოვრებას მაგრამ ვერ დაგპირდებით! ვდგები და წასვლას ვაპირებ რომ...
-მე გამირბიხართ?
-ცხადია არა?
-მაშ რატომ მიდიხართ?
-უბრალოდ........ გამოვბუნდი და ფოთლებით მოფენილ ტროტუარს მივუყვები.. იდიოტი ხარ! ვეჩხუბები საკუთარ თავს! ის ხომ......
-თუ დრო გაქვთ შეიძლება ჩაიზე ან ყავაზე დაგპატიჟოთ?
-რატომ?
-დედუქციას რომ მიმართოთ?
-მე ვუღიმი.... და ვდუმარ.. შემოდგომის თბილი ნიავი თმებს სახეზე მაყრის.. ის კი მიყურებს, ელოდება პასუხს. იმ პასუხს, რომელიც უკვე იცის..
ქუჩის კუთხეში არსებულ კაფეში შევედით. მიყვარს აქაურობა! სიძველის იერი, ბევრი წიგნები და მაგიდაზე ლარნაკში ვარდი.. არაჩვეულებრივი ინტერიერი, რომელიც მყუდრო გარემოს ქმნის.. ჩვენ ერთმანეთის პირდაპირ ვზივართ... ჩვენს შორის უხერხულად დგას მაგიდა..... ვციდლობ მის თვალებს თვალი ავარიდო.. გარეთ საოცარი ამინდია... უკვე ბინდდება და ცაზე მთვარე მოჩანს.... ვცდილობ უხერხული დუმილი დავარღვიო.. მაგრამ ... თავს ვხრი და „საერთოდ არ უნდა წამოვყოლოდი და საერთოდ არ უნდა გამოვსულიყავი სახლიდან!!!“ ჩუმად ვბურტყუნებ..
-ჩაი თუ ყავა?
-ჩაი! თავდახრილი ვეუბნები..
-და შაქარიი?
-უშაქრო...
-ლიმონი?
-დიახ. გმადლობთ..
-იცით თქვენობით საუბარიი....
-კარგი.. კვლავ თავდახრილი ვპასუხობ..
კვლავ უხერხული დუმილიი... მხოლოდ ჩაის მორევის ხმა ისმის...
-არაჩვეულებრივი ამინდია.
-......
-თავს მარიდებ?
-ვიმალები..
-რატომ?
-არ ვიცი..
კვლავ უხერხული დუმილი.... ის სიგარეტს უკიდებს და ღრმად სუნთქავს... ვიხედები ქუჩაში.. კაფესთან ახლოს მდგარ ფოთოლცვივან ჭადარს ვუყურებ.... ვერ ვსუნთქავ.. გულის ცემა მატულობს და თავის თავად, ჩემდაუნებურად რაღაც იცვლება... ვეღარ ვსუნთქავ.. ის კიდევ მეორე ღერს უკიდებს... ხალხიი? არ ვიცი.. სად წავიდნენ.. თითქოს ყველა გაქრა.. აქ მხოლოდ ჩვენ ვართ.. მე და ის.. ჩვენს შორის უხერხულად დგას მაგიდა და ამ მაგიდაზე უხერხულად დევს ლარნაკი, რომელშიც ასევე უხერხულად დევს 3 ცალი წითელი ვარდი, რომელსაც ასევე უხერხულად ეცლება სისხლისფერი ფოთლები... ის განაგრძობს მოწევას და მე მიყურებს... უცბად გაისმის ჩემი საყვარელი სიმღერა “wish you were where”… ეხლა უკვე მე, ის, ლარნაკში ჩადებული სამი სისხლისფერი ვარდი, “wish you were where” და კაფესთან მდგარი ფოთოლმცვივანი ჭადარი არსებობს იმ სამყაროში სადაც ვეღარ ვსუნთქავ.....
-მე შენ მიყვარხარ!... ამბობს ხმადაბლა.. მესამე ღერს უკიდებს...
კვლავ უხერხული დუმილი... ოღონდ ეხლა თვალებშიი ვუყურებთ ერთმანეთს....
-არაფერს იტყვი?
-რატომ?
-რა?
-როგორ?
-შეშლილი ხარ...
-ვიცი...
-მე შენ ძალიან მიყვარხარ! და სიგარეტს აქრობს..
-გავიგე..
-სიგიჟემდე..
ისევ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.. უხმოდ გავიდა 10 წუთი, თუ 15 ან 20? ჯანდაბა ვის აინტერესებს დროო? იქნებ საერთოდ გაჩერდა? ან... ან... მეოთხე ღერს უკიდებს....
-wish you were here
-რა?
-ეს სიმღერა მიყვარს?
-მე კიდევ შენ!
-სად იყავი?
-რა?
-აქამდე სად იყავი? მე ხომ გელოდებოდი? ამდენ ხანს? მე ხომ გელოდებიი!! დიდი ხანია გელოდები! გელოდებოდი,ყოველ ღამით, ყოველ დღე! ყოველ ღამე ველოდი შენს გამოჩენას ლამპიონების მბჟუტავი შუქით განათებულ გრძელ ქუჩაზე... გელოდებოდი სად იყავიი? სად?
კვლავ უხერხული დუმილი... ცრემლები მოდმის თავს ვერ ვაკონტროლებ.. ის ის არის! ის არის! ყოველ ღამით რომ მიფრთხობს ძილს! ყოველ ღამით რომ ვნახულობ სიზმრად! ტკივილი ჩასუთქვისა და ტკივილი ამოსუნთქვისაა...ტკივილი უჰაერობისა... ტკივილი მარტოობისა..
-მაკლდი... ვდგები და კაფიდან გავდივარ!!!

მივრბივარ.. მთელი ძალით მივრბივარ... მე ისევ გავრბივარ! უცბად ის მაჩერებს და მეხუტებააა.. ძალიან მაგრად! შეწინააღმდეგებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის.. ის მაგრად მიჭერს და მთელი ძალით მიხუტებს!
-მიყვარხარ!
-ძალიან მაკლდიი! ვსლუკუნებ...
-სიგიჟემდე!.....
-მეც...........

უცბად ხმაური მესმის.. თითქოს მთელი სხეულით სადღაც დავვარდიი.. მთელი სხეული მტკივა... სად ვარ? რა მოხდა? დაჩი სად არის? ვიხედები აქეთ-იქით და ჩემს წინ მდგარი შეშინებული გარფილდის, იქვე დავარდნილი წიგნის და ჩაის ჭიქის მეტს ვერაფერს ვხედავ.... გარეთ ისევ თავსხმა წვიმაა... საშინლად ელავს და გრუხუნებს.......
გულდაწყვეტილი ვიხედები ფანჯრიდან და კვლავ ველოდები მის გამოჩენას.. საშინელი ამინდის მიუხედავად! ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო?... კიდევ ერთი.. მორიგი, ლამაზი სიზმარი.......

პ.ს. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. გთხოვთ კომეტარით დააფიქსიროთ <3 <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent