შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთგული მოღალატენი


26-04-2018, 18:13
ავტორი Dead girl
ნანახია 1 581

იმდენად რთული იყო სიტყვებით გადმოცემა იმის,რასაც იმ წამს ვგრძნობდი,რომ დავდუმდი.მუშტები მოვკუმე და ვეცადე აცრემლებული თვალები ჩემი მეტოქეებისგან დამემალა.მწარე იყო იმის გააზრება,რომ მიღალატეს ისე,თითქოს არც უღალატიათ.სიტუაცია უზომოდ ჰგავდა სტეფან ცვაიგის ნოველას “ერთგული მოღალატენი”. ვიდექი ისე,ჩემთვის,ხელებჩამოშვებული,სისხლგაყინული,ნატანჯი,განადგურებული და მაინც ვინარჩუნებდი ბედნიერ ღიმილს.
ძალიან სამწუხაროა,ჩვენ,ადამიანუ ერთმანეთის სულში შეღწევას,რომ არ ვცდილობთ, ან - ვცდილობთ და არ გამოგვდის.
ცხოვრებაში ყველას ჰქონია მომენტი,როცა გგონია შენს გარშემო ყველაფერი ჩერდება,უფრო სწორედ შენ ქვავდები,ხოლო სამყარო შენგარეშე აგეძელებს ცხოვრებას.გგონია ცრემლები ყელში გებჯინება,გგონია მინასავით გამჭვირვალე ხარ და ყველას თავისუფლად შეუძლია შენს სულში დაუფარავად აფათუროს ხელები.
ბოლო,უკანასკნე,ძლივსშემორჩენილ ძალებს ვიკრებ და ისევ რეალობას ვეჯახები.
რეალობას,რომელიც იმაზე საშინელია,ვიდრე ოდესმე.

ერთ მხარეს :
გადაჭდობილი ხელები;
სიხარულით ანთებული თვალები;
ღიმილი,ოღონდ ნამდვილი.

მეორე მხარეს:
ნატკენი გული,
ჩამქრალი თვალები
და
ღიმილი,
აი ზუსტად ისეთი ადამიანს გარეგნულად კი არა,შინაგანად,რომ შლის.

და ვიდექი მარტოსული,ნაღალატები,შერცხვენილი,თითქოს მთელი სამყარო მე დამყურებდა და ფარულად დამცინოდა.
მარტოსული...
ნაღალატები...

დრო,რომ გაივლის მიხვდები,რომ რეალურად არაფერი ყოფილა ისეთი,რომ გული ასე გტკენოდა,მაგრამ არის ხალხი,რომლისგანაც კონკრეტულ დროს და კონკრეტულ მომენტში რაღაც ძალიან გწყინს,რადგან არასდროს გეგონა,რომ იმას გაგიკეთებდნენ,რაც გაგიკეთეს.
ყველაზე მწარე ის იმედგაცრუებაა,რომელსაც თან ღალატი ახლავს.
და ვიდექი მარტოსული,იმედგაცრუებული,ნაღალატები და შერცხვენილი,თითქოს მთელი სამყარო მე დამყურებდა და ფარულად დამცინოდა



№1  offline წევრი Lindemann

სათაური ქულ
დანარჩენი უფრო დდდ
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent