ვაჟა მაისურაძე
სამსახურიდან დაღლილს კარში ხელებ გამოწვდილი მხვდება კითხვით თუ სალიკომ რა უყიდა?...მცირედის მიტანის შემდეგ ცხვირს მაღლა წევს,ცხვირში ნიღნიღებს და სასწაული ტკბილი,ოდნავ ბრაზიანი ტონით მიმეორებს ეს რა მიყიდე გოგო,ატო არა მომიტანე შკოლადები... შემდეგ გარბის და თავისი ბოცოცა ხელებით იწყებს ნახვას,თან მომღიმარი სახით მიყურებს და პერიოდულად მიმეორებს სალიკო ნაქეე,ნაქე სალიკო... მერე მოვა და მაკოცებს თავისი პატარა ტუჩებით რომლის შეხებაზეც გული გამალებით მიძგერს...თვალებში მიყურებს,მაშტერდება და მკაცრი ტონით მიმეორებს ჩემი ხარ გოგო? ჰა?ჩემი ხარ გოგო? არც მაცდის პასუხის გაცემას...დიახ დე შენი ვარ ვაჟი,შენი დე...მიყვარხარ სალიკო და ბედნიერი სახით აგრძელებს თამაშს... თუ გაუბრაზდები ტელეფონთან გარბის პატარა თითებს ეკრანს აჭერს და მამიკოს შესჩივის თუ როგორ გააბრაზა სალიკომ,თან ელოდება პასუხს,რომ გამიბრაზდეს ნიკა და მითხრას რატომ აბრაზებ ჩემ ბიჭს გოგო.. შემდეგ ბედნიერი სახით შემომხედავს კმაყოფილი და აი დააყოლებს. შემომხვევს თავის პატარა ხელებს და მეხუტება მიყურებ სალიკო? გიყურებ დე და არასდროს არ მომბეზრდება შენი ყურება შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ.ცხრა თვე რომ საუკუნედ გვექცა მე და მამოკოსა,დრო გაგვეწელა..შენ ის ბიჭი ხარ რომელიც გვილამაზებს ცხოვრებას ...შენ ჩვენი იმედი და ყველაზე დიდი სიყვარული ხარ,შენ ხარ ის რომელზეც ვოცნებობდით...ისე გამალებით მისმენს თავისი დაჭყეტილი თვალებით და პარტყუნა ყურებით..ეს ჩემი ვაჟია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.