შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

the one who searches will always find - ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს.


3-05-2018, 16:47
ავტორი Annie.m.c
ნანახია 1 559

როდესაც შენი სახელი გავიგე ყველა მეგონა შენს გარდა.
მითხრეს, რომ აღარ გვყავდი.

მითხრეს, რომ აღარ გვყავდი.

სხვები ისეთები არიან, როგორიც გაცნობისას იყვნენ.

შენ, ჩემს თვალში შეიცვალე.
ბავშვი
ბიჭი
კაცი

პირველი რაც გავიფიქრე: თითქოს "საკმარისად დიდები ვართ იმისთვის რომ მოვკვდეთ"
და შემეშინდა რომ ყველას დავკარგავდი. ასაკი ვერავის აზღვევდა.

გავაცნობიერე, რომ პირველი შენ წახვედი, ასე დაუნანებლად.
ნეტავ ის ადამიანი ვყოფილიყავი ვისი სიცოდილიც ს გადაგაფიქრებინებდა.

ჩემს თავზე გავბრაზდი. რამდენი ბიჭისთვის მითქვამს რომ მიყვარდა და არა იმისთვის ვინც იმსახურებდა. შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემს სიტყვებს რა შეუძლიათ. ცხოვრებას შეგაყვარებდი, ოღონდ წამით მაინც მეფიქრა, რომ გჭირდებოდა. ნეტა შემემჩნია.

მეგონა ყველაზე უარესი გრძნობა ეს იყო. რომ ზრუნვა და ყურადღება მოგაკელი. ვგიჟდებოდი. შენთან გატარებულ დროს ვიგონებდი. უკვე იმის გარჩევაც არ შემიძლია რა მოხდა რეალურად და რა გამოვიგონე მე.



გულზე ის ყვავილები მადევს, რაც მკვდარს შენ გედო. ვერ ვბედავდი შენთან შეხებას. თვალებზე ვაკოცო? რომ ჩაუვარდეს?
იქნებ შუბლზე ვაკოცო? რომ ჩაუშავდეს?

ბოლოს მხოლოდ შენ ცივ ხელებზე შეხებას ვბედავდი და ახლაც ახსოვს ჩემებს მისი სიცივე.

როგორც ვახსენე მეგონა ყველაზე რთული გადასატანი მოგონებების სიმცირე იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც წარმოსახვაში მეც ისევე ვეკიდე ხეზე, როგორც შენ. მეც ისე დამტიროდა დედაჩემი, როგორც შენ.. ერთ რამეს მივხვდი. თითქოს ბოლოჯერ უნდა ჩამესუნთქა, რომ ვიფიქრე სიცოცხლე მინდოდა.

და გული უფრო დამძიმდა.

როდესაც რკინის მარწუხები კისერში გიჭერდნენ. ხმელეთიდან 3 მეტრში. როდესაც ბოლოჯერ გაიბრძოლა გულმა, ვიცი სიცოცხლე შენც გინდოდა.

დაგენანა, მაგრამ უკან ვერ მობრუნდი.

ნეტავ ერთი ღრმად ჩაგესუნთქა. იქნებ ჰაერთან ერთად სიცოცხლის სურვილიც ჩაგყოლოდა.

ნეტავ იმ მარწუხების გაკეთებისას, მთელი 20 წუთი, ერთხელ მაინც შეგშინებოდა.

სხვისთვის რომ მოკვდი, ჩემთვის გეცოცხლა.

შენმა სიკვდილმა ყველაფერი ამომაცალა, და სიცარიელე ასეთი მძიმე სატარებელი ჯერ არ ყოფილა.



უფრო ხშირად დამესიზმრე. და შენთვის უფრო მეტს გავაკეთებ.

ჯოჯოხეთში ვერ იქნება ის ადამიანი, რომელზეც სულ ლოცულობენ. ღმერთი აქამდე მიტოვვებულს ისევ არ მიატოვებს, და თუ მაინც... ჩემს ღმერთს უყვარხარ.



თავს არ მოვიკლავ. ამაზე აღარც ვიფიქრებ. სამოთხეში მოვხვდები და იქ თუ არ დამხვდი ჯოჯოხეთიდან ამოგიყვან.

ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს.

ანა.

"რაღა აზრი აქვს რა მოხდება დეკემბრის ბოლოს თუ ნოემბერში ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს"



№1  offline წევრი Lindemann

ოჰ, ფრიად აზრიანი ჩანახატია.
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent