მე, შენ და სხვისი განაჩენი
ყავით სავსე ფინჯნით გაღებული ფანჯრის რაფაზე ვჯდები, ფეხებს კომფორტულად ვათავსებ, ცხელ სითხეს ვწრუპავ და მილიონჯერ ნანახში ახალი შტრიხების პოვნას თუ ვერა, ყოველი წერტილ-განედით ნაცნობი გარემოს ახლად დანახვას მაინც ვახერხებ. პირველ რიგში, ცაზე ვაჩერებ მზერას, სავსე მთვარე კი არა, ნამგალამაც კი უქცეევია ზურგი, უმისობა კი თითქოს ყველაფერს დასტყობია. ქუჩაში მხოლოდ მანქანების ხმა ისმის, ისინი თითებზე ჩამოსათვლელი სიხშირით თუ გამოჩნდებიან. ალბათ არავის უნდა, შეგვიშალოს ხელი, მე და შენ, ანუ მე და ჩამოწოლილ სიბნელეს, რომელიც არეული ფიქრების დალაგებაში, შეჯგუფებასა და ერთ მთლიანობად ქცევაში მეხმარება. „ცხოვრება რა ლამაზია, არა ?“- მეკითხები, მე კი ზედაც აღარ გიყურებ, თითქოს შენდამი ნდობა ამ წამებმა ააორთქლა და რომელიმე ზღვისკენ წაქროლდა. ქვემოთ ახალი ხმებიც მესმის, რომლებიც მანქანებისას ნამდვილად არ ჰგავს, თითქოს მომენტალურად ენერგიით ვივსები. თეთრ ზედაში გამოწყობილი გოგონა მოდის და აგდებულად ვიღაცას ესაუბრება, უკან კი ბიჭი მოსდევს, რომელიც მარჯვენა მხარეს პერიოდულად იხრება და თან რაღაც ხმებს გამოსცემს. მალე მათ გვერდით ახალგაზრდა ქალი ჩნდება, რომელსაც ვარდისფერი ჟაკეტი შემოუხვევია, მთელი ენერგიით დგამს ნაბიჯებს და ყოველ მეორე წამს ტელეფონის ეკრანს დაჰყურებს, რათა გაიგოს რამდენი კალორია დახარჯა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი საღამოა. საათის ისარი ისევ უახლოვდება 9 -ს მოკლე ფრთით, გრძელით კი - 12-ს ; თუმცა რატომღაც განსაკუთრებულად მეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ არც იაპონიაში ვარც და არც ევროპის რომელიმე ბედნიერ ქვეყანაში, მეტიც, დღეს იმდენი ნეგატიური განვდევნე საკუთარი თავიდან, წესით, ენერგია სრულიად უნდა გამომცლოდა; საკუთარი ფიქრები ვინ იცის მერამდენედ მახსენებს თავს, ბედნიერი ხარ და ვერ ხედავო, მე კი ისევ გარემოში ვაგრძელებ მის ძიებას. ცოტა ხანში ჩემი ეზოს წინ მანქანა ჩერდება, ჯერ გოგონა გამოდის, შემდეგ ბიჭი მოყვება, რომელსაც სახეზე უცნაური გამომეტყველება აკვრია, ცალი ხელით გამობურცულ მუცელზე თეთრ პერანს იქაჩავს, მეორეს კი უქნევს ვიღაცას, რომელიც ამოსვლას სთხოვს, თუმცა ახალგაზრდა გადაჭრით პასუხობს, არ მცალიაო; პარასკევი საღამოს კვალობაზე, ბედნიერი არ ჩანს, ეტყობა, გასართობად არ უნდა მიდიოდეს. გოგონას ორ მეტრზე უფრო არ უახლოვდება. კარგი, თუ ჭეშმარიტი სიყვარული არაა, ვნება სად გაქრა მაინც - მეთქი, ვფიქრობ და გონებაში თავიდან ვიწყებ კადრების დაწყობას. ორიოდე წუთში გოგონა ბიჭს ორჯერ და კიდევ უფრო შორდება და ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ არსებულ აფთიაქში შედის. ჩემი იატაკი კი მის ჭერს იმდენადაა შეზრდილი, საუბრის გაგება არ მიჭირს. -ორსულობის ტესტი მინდა.. - არეულ განცდათა ენაზე მიმართავს , შემდეგ კი ორჯერ დაბალი ხმით ეუბნება - გამოყენების წესები ზუსტად დამიწერეთ, რა. -პირველკლასელმა ბავშვმაც კი იცის დღეს - სიცილს ვერ იკავებს აფთიაქარი. -წინაზეც მასე მითხრეს და აი, შედეგიც ! - უკმაყოფილოდ პასუხობს, ცოტა ხანში კი ხელდამშვენებული გამოდის და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით მიიწევს. -იყიდე ჩვენი განაჩენი ? -მამაკაცთა ენაზე ასე ეძახიან ? - მზერასაც ვერ უსწორებს გოგონა, სახეზე იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის ფერები უცვლიან ერთურთს ადგილს, ბიჭს კი ისევ ძველებური გამომეტყველება შეყინვია სახეზე. - მე უნდა წავსულიყავიი, რა... რას მოგყიდიდა ეგ ჩემისა .. ____ მომენატრეთ <3 თქვენთვის მაქვს კარგი ამბავიი... ისტორიას, რომელსაც ვდებდი "წიგნების მაღაზიაში" სახელით თავისი გაგრძელება - დასასრულლითურთ სულ მალე იხილავთ "საბაზე" შეცლილი სახელით ("ოცნებისა და რეალობის გზაჯვარედინზე" ) ელექტრნონულად და შეგეძლებათ გააგრძელოთ.. მართალია, პალიტრამ პირველ ტურამდეც არ მიიყვანა, თუმცა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ რომანისადმი არ შეცვლილა და დიდი იმედი მაქვს, თქვენც მოგეწონებათ <3 მიყვარხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.