შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ წაიკითხო


13-05-2018, 19:58
ავტორი iname123
ნანახია 1 226

ის მსგავსს ყველგან ეძებ?
არა?
აი მე კი მქონია.
არ ვიცი ამ პიროვნებამ,როდის დაიდო ბინა ჩემს ქვეცნობიერში,მაგრამ მყარად,რომ მოიკიდა ფეხი ეგ ვიცი.
იქნებ სიგიჟეა?
იქნებ უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?
ფანტაზიის ნაყოფია თითოეული ჩემი შექმნილი პერსონაჟი ჩემს ნაწერებში,მაგრამ მერწმუნეთ მათთან არ ვარ ისე,როგორც ამასთან.
იქნებ უბრალოდ სადმე შემხვდა და გონებაში ჩამებეჭდა?
ანდა სულაც,რომელიმე წიგნის პერსონაჟს მივასგავსე,ასევე ჩემი ფანტაზიით შექმნილს.
ან სულაც ეს საოცრებაა და როგორც ამბობენ,რა ჰქვია იმას? ჰო ჩემი მეორე ნახევარია?
არამგონია.
იქნებ ამასაც კითხულობს და გულში რაღაცნაირი გრძნობა ებადება.
რაღაცნაირად ახალი,რომელიც მთელს მის გულს ათბობს.
იქნებ შენც გყავარ მე გონებაში და მეძებ ყველგან.
მეც გეძებ ხოლმე.
იცი არ მყოლია შეყვარებული.
არც მქონია მომენტები,როდესაც ,,იმის'' წერილს ველოდები.
რაღაცნაირად ვფიქრობ,რომ უაზრობააა.
ვიცი,რომ ბოლოს მაინც შენამდე მოვალ და რა საჭიროა მოვტყუო თავი?რა საჭიროა დავაკარგინო დრო სხვა ადამიანს ჩემზე,რომელსაც ჰგონია,რომ მიპოვა.
უბრალოდ გზა,რომელიც შენამდე მომიყვანს შეიძლება იყოს დიდი,რთული ან სულაც ადვილი.
მაგრამ,თუ გიპოვე,არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გექნება იმ მომენტში,თუ გიპოვე ვიტყვი,რომ ვიცხოვრე და რაღაც გავაკეთე ამ ცხოვრებაში.
იქნებ სულაც მამა იყო,ან შეყვარებულლისთვის მიგქონდეს ყვავილები?
არუშავს.მე ჩუმად გამოგყვები და ბედნიერი ვიქნები,რომ უბრალოდ არსებობ.
მერე რა მოხდა,თუ ჩემთვის არ არსებობს,მთავარია არსებობ და ეს ყველაფერი რაც ჩემს გონებაში ხდება უაზრობა არ ყოფილა.
მაინც,როგორი ეგოისტები ვართ ადამიანები არა?
მინდა,რომ არსებობდე.და დიახ! მინდა,რომ ჩემთვის არსებობდე.
იქნებ ამას ახლა კითხულობ და გეღიმება უაზრო ჩანახატზე?
იქნებ რაღაც ისეთი იგრძენი რაც დაგიმტკიცებდა ჩემს არსებობას.
იქნებ სულაც რამოდენიმე მეტრში ხარ ჩემგან?
შეიძლება ვნახეთ ერთმანეთი,მაგრამ ერთმანეთის ძებნამ არ მოგვცა საშუალება შეგვემჩნია ერთმანეთი.
არ ვიცი,როდის მივალთ ერთმანეთამდე,მაგრამ ოდესმე ხომ მივალთ.
მანამდე კი...
მანამდე კი უამრავი ოცნება მაქვს.უამრავი რამის გაკეთება მინდა.
არ დაგივიწყებ,რადგან უკვე წლებია ჩემში ცხოვრობ.
თან სასაცილო ისაა,რომ ბოლომდე ვერ ვიდგენ შენს სახეს გოონებაში.
ვიცი შენი ღიმილი და შენი გამოხედვა,მაგრამ თვალებამდე ვერ მოდის შენი გონება.
იქნებ შავი ან ცისფერი თვალები გაქვს?ფერს რა მნიშვნელობა აქვს.
ზუსტად ვიცი,რომ შევხედავ მათში ჩავიძირები.
და მაინც ამას,რომ კითხულობდე ვერ დავიჯერებ,რომ ვერაფერს იგრძნობ.
შეხვედრამდე.



№1 სტუმარი სტუმარი Ucxo

Agcere aba vis carmoidgen

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent