გრძნობების უკვდავება
ორი დღის წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული ვნახე. ნეტავ რამდენი წელი გავიდა? ათი თუ უფრო მეტი? ნეტავ რამდნეი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩავხედე მზიან, ჭინკებმოცეკვავე თვალებში. როგორც ჩანს, დიდი დრო გავიდა, დიდი დრო. იმდენად დიდი დრო, რომ ახლა ის სხვისი ქმარია, სხვისი შვილის მამა. ორი დღის წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული ვნახე და ორი დღეა რაღაც არ მასვენებს. ის ემოცია არ მასვენებს რომელიც მისი დანახვისას ვიგრძენი. ორი დღის წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული ვნახე და ორი დღეა ფიქრებს ვერ ვიშორებ. არ მაქვს უფლება ვფიქრობდე კაცზე, ჰო უკვე კაცზე, რომელიც ჩემს ბავშვობაში ის ბიჭი იყო რომელიც მიყვარდა, ყველაზე სუფთა და გულწრფელი გრძნობით. არ მაქვს უფლება ვფიქრობდე კაცზე, რომელიც ახლა სხვისი ქმარია, სხვისი შვილის მამა, მზე გოგოს მამა, ნათელთვალებიანი გოგოს მამა. გოგოს მამა, რომელიც მისი ასლია. ათი წელი გავიდა, უფრო ცოტა თუ უფრო მეტი არ ვიცი მაგრამ, ვიცი ის რომ დრომ ორივეს დაგვატყო ხელი. ვნახე კაცი, რომელისგანაც თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი იმ ბიჭისგან მე რომ მიყვარდა. მხოლოდ თვალები, მზერა და გამოხედვა დარჩა უცვლელი. არ გამჭირვებია დამეჭირა მისი აღფრთოვანებული, სხვანირი მზერა ჩემი დანახვისას, მოულოდნელობით გახარებული მისი მზერა. ის ახლა სხვისი ქმარია, სხვას ხედავს მისი თვალები ყოველ დილას გაღვიძებისას, სხვას ეკუთვნის ყველა მისი ამოსუნთქვა, ყველა მისი კოცნა, ყველა მისი გრძნობა. ის ახლა კაცია, რომელიც იმ ბიჭისგან შეიქმნა მე რომ მიყვარდა. ორი დღის წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული ვნახე. ჩემი ბავშობის სიყვარული. ჩემი ბავშვობის. ჩემი. სიყვარული... ალბათ მასაც გაჰყვა ფიქრები ჩემზე, ჩვენზე. მასაც ამოუტივტივდა ყველა ის მოგონება, რომელსაც ჩვენი საერთო წარსული ინახავს. ორი დღის წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული ვნახე, რომელიც ჩემში არსებულ ბავშვს მასში არსებული ბიჭი დღესაც ზუსტად ისეთი ბავშვური და წრფელი გრძნობით უყვარს. ზუსტად ისეთი... და მე დავიჯერე, რომ შეუძლებელია გრძნობები გაქრეს. გრძნობები არ ქრება. გრძნობები არ კვდებიან, ისინი იძინებენ ღრმა ძილით, მაგრამ ყოველთვის ცოცხლობენ. ორი დღის წინ ჩემი ბავშვობის სიყვარული ვნახე და გრძნობების უკვდავების ვირწმუნე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.