სუნთქვაც კი დამღლელია ხანდახან...
ისევ ღამე... ისევ დეპრესია... სულში ვგრძნობ ორმხრივ ნიავს... ნიავს არა, უფრო ქარიშხალს.... ყველა ნაწილს სათითაოდ აქეთ-იქეთ რომ ფანტავს... მე ბრძოლის თავი არ მაქ და ველოდები როდის დაბრუნდება ყველაფერი თავის ადგილზე... ვუყურებ როგორ ვიცლები ემოციისგან...როგორ ვიფიტები... როგორ აღარ ვარ... ვუყურებ და არაფერს ვაკეთებ... გვერდიდან ყველაფერი ისეთი მარტივია... ჩემი თვალები და გონება ყველაფერს რთულად აღიქვამს... თვალებში ვერაფერს ამოიკითხავ... დიდი ხანია გაიყინა და მხოლოდ ცრემლებს იპოვი... უფრო სწორედ, დამდნარ ყინულებს... ვიბზარები და შიგნით ცეცხლიც აშკარად ჩანს... არაფერი აქრობს.. არც ბზარებს ამთელებს რამე... არც მე ვარ და ალბათ მერე არც შენ იქნები... ან მე ჩავთვლი რომ აღარ იქნები... სიმარტივისათვის... სუნთქვაც კი დამღლელია ხანდახან... არსებობაც... გულის ფეთქვა...როგორი სიტყვაა ფეთქვა... ფეთქავს მანამ სანამ შეუძლია ტკივილები დაიტიოს.... მერე... მერე იფეთქებს საბოლოოდ და ყველაფერი რამდენიმე წამში მთავრდება... მიზეზები დაუსრულებელია... არ მთავრდები არც შენ.... ჩემი პულსი შენი ნაბიჯების ხმას გავს... ყოველი შესუნთქვა-შენს სუნს.... ყოველი ამოსუნთქვა-ზურგის შექცევას... დეპრესიას ხანდახან წვიმის ხმა აქვს... იქნებ წვიმაც ვინმეს დეპრესიაა და სულ არაა წვიმა... იქნებ მეც და შენც უბრალოდ წარმოსახვა ვართ.... დეპრესია ისევ ჩამომიჯდა სასთუმალთან და ნაღვლიანი თვალებით უსასრულობაში იხედება... მეც ვცდილობ დავინახო რა არის ბოლოს... ...... სიცარიელე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.