ტკივილისთვის ნატრული სიყვარული
სიმართლე გითხრა არც ისე დიდი ხანი დამჭირდა ამ წერილის სათაურის მოფიქრებაში, პირიქით შემიძლია გითხრა რომ რამდენიმე წამი დაჭირდა ამ სათაურს იმისთვის რომ ჩემს გონებაში დაბადებულიყო. ტკივილი, მართლაცდა ლუკმა პურის მილოდინში სამათხოვროდ განწირული მონატრების ტკივილი, მართლაცდა სიკვდილის მოსურნე ნაწამები ადამიანის მონატრების ტკივილი, მართლაცდა საუკუნის მონატრების ტკივილი. დიახ! ზუსტადაც რომ საუკუნის! რადგან სათუთი სიყვარულისგან დამწვარი და შეპყრობილი ადამიანისთვის საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა თუნდაც ხუთიოდე წუთით მარტოდ ყოფნისა და მონატრების შეგრძნების ცეცხლის ალის მომტანია და ეს რაც შეეხება ხუთ წუთს, მაგრამ აი რა ვუწოდო უშენობით გატარებულ ოც და ორმოც წუთს? საათებსა და კვირეებს? თვეებსა და წლებს? მოვიფიქრე! მოვიფიქრე ჩემო სიყვარულო რა ვუწოდო ამ ყველაფერს, შენ ნუღარ დაღლი გონებას ფიქრით რადგან ვიმედოვნებ რომ მოვიფიქრე ის სახელწოდება რომელსაც შენც მომიწონებდი და დადებითი პასუხის ნიშნად ჩემს მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ჯერ გამიღიმებდი რის შედეგადაც ადგილზე გამაქვავებდი, შემდეგ კი შენთვის საყვარელ ჩემს ტუჩებზე შენი თბილი და ღია ვარდისფერი ტუჩების შეხებით მგრძნობიარე და ალერსიან კოცნას მომიძვნიდი რადგან მომიწონებდი სახელწოდებას და თვალების დახუჭვამდე კოცნისთვის მოახლოებული შენც ჩუმად გაიმეორებდი..ტკივილისთვის ნატრული სიყვარული. ერთმანეთთან ურთიერთობის შედეგად ერთმანეთი შეგვიყვარდა რასაც ერთიმეორეს ვერ ვუმხელდით საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ როგორც იქნა ერთმანეთს გული გადავუშალეთ და ცხადი გავხადეთ ჩვენი გრძნობა ერთმანეთისთვის. გახსნილი ურთიერთობის დაწყებიდან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ურთიერთობა შევწყვიტეთ, რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ კი ისევ განვაახლეთ, შემდეგ ისევ შევწყვიტეთ და ისევ განვაახლეთ, ახლა კი კარს მოგვდგომია ის ზაფხული რომლის აგვისტოს თვის დადგომაზეც ვოცნებობდით და არა მარტო ვოცნებობდით არამედ ერთმანეთთან საუბრისას განვლილი და გასავლელი დღეების რაოდენობას ვითვლიდით და აი საცაა დადგება ჩვენთვის ოცნებად ქცეული ზაფხული და შევაბიჯებთ ნატვრად ქცეულ აგვისტოში, მაგრამ ზაფხული და მისი მცხუნვარე აგვისტოც წლის ნებისმიერ დროსთან და თვესთან ერთად ფუჭია და არაფრის მომცემი თუ ჩვენ არ ვიქნებით ერთად და რას წარმოვიდგენდით იმას რომ ჩვენ ისევ არ ვიქნებოდით ერთად. გნატრულობ დღე და ღამ, ცხადად თუ სიზმრად ნანატრ სურნელს ვგრძნობ ამაოდ სხვისას ქუჩაში დაგეძებ ლანდებად, ჩრდილად მე შენ მიყვარხარ სიყვარულს ვფიცავ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.