შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა...


31-05-2018, 16:11
ავტორი someone lazy
ნანახია 2 208

წვიმა.... დამაფიქრებელი ამინდი.... განსაკუთრებით ზაფხულში... და თან სოფელში... ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი უფიქრდები ყველაფერს... ხელში ყავის ფინჯანი, გარეთ წვიმა და ფიქრები, უამრავი ფიქრები, რომლებიც მთელს სამყაროს შემოივლის, მაგრამ მაინც ერთ კონკრეტულ ადგილას ან.... ან კონკრეტულ ადამიანთან მიდის....
...და მაინც, რატომაა ასე სასიამოვნო წვიმაში ფიქრი?.. ხომ შეიძლება, რომ მზიან, თბილ ამინდში უფიქრდებოდე ცხოვრებისეულ მოვლენებს და არა წვიმაში?.. განა ამინდს რაიმე მნიშვნელობა აქვს?... როგორც ჩანს, კი...
...სიმწვანე... სიმშვიდე... ჩიტების ჭიკჭიკი და მდინარის ხმაური... ბუნება... მთა... გარშემო ტყე და ულევი ფიქრი... ბუნების შემყურე უნდება ადამიანს ხატვა, წერა, ფიქრი... ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები ადამიანის ფიქრებზე?... ალბათ კი...
ფანჯრის რაფაზე, ხელში წიგნითა და წინ ყავით ხელში... გარეთ წვიმა... ოღონდ არა მოღრუბლური ამინდი, არამედ მზე... კაშკაშა მზე მაგრამ თან წვიმა.... მზეც პირს იბანს? თუ მზეც ტირის?... ერთ ხელში „გროსმაისტერი“, მეორეში კი ყავის ფინჯანი... გარეთ წვიმა... ნუთუ მზეც სოსოს სიკვდილს დასტირის? ნუთუ ისიც განიცდის მატაბელისავეთ გრძნობებს, დახშულ გრძნობებს სოფოკოსადმი? ნუთუ მასაც ნენესავეთ უყვარს ირაკლი?... არ ვიცი, ალბათ რაღაც განსხვავებულს გრძნობს ის გარემოს მიმართ... ალბათ მზესაც ტკივა დღევანდელი საქართველო... ალბათ იმიტომ ტირის, რომ ეშინია... ეშინია იმ ტკივილის რომელსაც დანაწევრებული საქართველო განიცდის... და მაინც, რატომაა წვიმაში ფიქრი სასიამოვნო?...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent