შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მას...


2-06-2018, 03:37
ავტორი მარიამ ს.28.08
ნანახია 1 326

ზაფხული იყო.
ზუსტათ არ მახსოვს რა დღე იყო... თუმცა მახსოვს მარგალიტივით მბრწყინავი თვალები და სიყვარულით აჩქარებული გული.
დილა იყო, დაახლოებით 9 საათი
ამ დროს ზოგადად არ ვიღვიძებ სიზმრებში ვარ ხოლმე...მაგრამ როცა ამბობენ ადამიანი წინასწარ გრძნობსო, მართალია.
რაღაც უეცარმა შეგრძნებამ გამაღვიძა, თვალები გავახილე თუ არა პირდაპირ ტელეფონს შევხედე... ჯერ კიდევ მეხუჭებოდა თვალები და მხოლოდ ოდნავ ვახელდი... მეძინებოდა
ძალიან მეძინებოდა
შიშველ ფეხებზე რომლებზეც ბევრჯერ მიტირია როცა წავქცეულვარ ბავშვობაში, ახლა თეთრი ფარდა, რომელსაც ზაფხულის თბილი ქარი აწვება ჩემს ფეხებზე უპოვიათ ადგილი და სრიალებდნენ..
გარეთ ჭიკჭიკის ხმა ისმოდა, ჩიტებსაც კი უხაროდათ ის დღე.
მაგრამ ჭიკჭიკს სიმღერა ფარავდა... სიმღერა რომელიც ამ
ისტორიის შესავალს დაერთი (Coldplay- Humn for the weekend)
ვხედავდი ფანჯარას, და მის მიღმა ამოფარებულ ხეებს და ხეების უკან ზღვას... ცისფერ ზღვას...
თვალების ფერ ზღვას...
ეს ყველაფრის დასაწყისი იყო... ამ ისტორიის დასაწყისი...
მე მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

მისი თვალები... თვალები ცისფერი, რომელიც ყვითელ ფერში გადადიოდა. თვალები... რომლებსაც შეეძლო ბოლო ხმაზე ეყვირა.. ეყვირა თუ რამდენი ტკივილი ჰქონდა დაგროვებული რომელსაც არასდროს გათქვამდა.
თმა... ოქროსფერი როგორც მზისგან გაფერადებული სურათები... რომლებსაც ბავშვები ქმნიან...
ხმის ტემბრი, რაღაც არაამქვეყნიური ხმა, რომელიც ღამით გათენებისას ჩამესმოდა მძინარეს და დილით დაღამებისას...
ხმას, რომელსაც შეეძლო ყველა და ყველაფერი შეეცვალა... ხმა რომელსაც შეეძლო მკვდარიც კი გავეცოცხლებინე და ახალი სიცოცხლე მოეცა...ჩემთვის...
ჩემთვის სადაც მხოლოდ მე და ის ვიქნებოდით.
ერთხელ ხუმრობით წამომაძახა, რომ ჩვენს ქორწილში... შენ პრინცესა იქნებიო, პრინცესა, რომელიც ყველას და ყველაფერს დაჩრდილავსო... მე კი შავი პიჯაკი და შარვალი უნდა ჩავიცვაო, მე გამიკვირდა, კი მაგრამ, რატომ მეთქი
მან კი მიპასუხა ... შენნაირი გველი მომყავს ცოლად და უნდა მივეჩვიო ჯოჯოხეთის ფერებსო.
ეს იყო სიყვარული- რომელსაც შეეძლო წვიმაში გაეყვანე და აეყვირებინე... იმაზე თუ როგორ გტკივა
იმაზე, რომ ასე ძალიან გტკივა...
იმაზე, რომ მთელი არსებით შეგიყვარდა...
ეს სიყვარული იყო ლამაზი დასაწყისით და ულამაზესი დასასრულით...
ეს სიყვარული იყო... სიცოცხლიდან სიკვდილამდე ერთად ყოფნის...
ეს იყო სიყვარული... ენით აუღწერელი გრძნობებით...
მე ვფიქრობდი მასზე და ვცდილობდი, რომ დამევიწყებინა.. ვივიწყებდი, მაგრამ ის მაინც მახსოვდა.
მე ვდუმდი, მიუხედავად იმისა,
რომ სათქმელი ბევრი რამ მქონდა.
მე ხელს ვკრავდი, როცა მინდოდა, რომ ჩავხუტებოდი.
მე ვუყურებდი მის სურათებს,
მაგრამ მისი დანახვა არ მინდოდა.
მე ვატყუებდი მას, როცა მან სიმართლე იცოდა.
მე გულს ვტკენდი მას, მაგრამ
ამ დროს მეთვითონ მტკიოდა გული.
მე მინდოდა, რომ ის სამუდამოდ ჩემთან ყოფილიყო და ამავდროულად მეთვითონ ვაგდებდი მას.
და როცა ის წავიდა, ჩემთვის უფრო ახლო გახდა.
რადგან ის ჩემს გულშია, ჩემს გონებაში, ჩემს სულშია.
ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ...
ერთმანეთისგან მივდიოდით... უკან ვბრუნდებოდით...
ამ ისტორიას შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია...
იყო წინააღმდეგობებიც...
რომლის დამარცხებაც მინდოდა, მაგრამ თან არ მინდოდა...
ახლაც შემიძლია
თავს დავდებ, რომ შემიძლია
სულ სხვა გზით... ბოროტული გზით დავაბრუნო ჩემამდე... მაგრამ არა.
მე ის მიყვარს
მართალია მიყვარს...
და სწორედ ამიტომ არ გავაკეთებ არჩევანს იმ გზაზე, რადგან ბედნიერება ყველაფერია... სიყვარული კი მთელი ცხოვრებაა... მას კი სიყვარულს ვერ წავართმევ...
მაგრამ დროა ისტორია დაიწეროს ისე, როგორც ბედისწერა მოგვითხრობს... ის მოვა ვიცი...
მოვა...
და მე ..
მე მესმის მილიონობით ადამიანის ხმა...
ოთხი ენა და ერთი გულისცემა...
შენ... ჩემო!
ისევ რთულად ხარ ჩემთვის...
მაგრამ მარტივად ჩანხარ!
კვლავ უშენობას ვებრძვი... და მაიმც ჩემთან მყავხარ...

ასევე აქვემინდა მოგიყვეთ ამბავზე, რომელიც ამ ისტორიის ნაწილი უნდა ყოფილიყო...
ილუზია ყველაფერია
ისაა რაც გინდა, რომ იყოს ზუსტათ იქ... იმ პერიოდში და იმ ადგილას ხდება...
მინდორი... მწვანე მინდორი... სადაც ფუსფუსია... იცინიან... ბედნიერები არიან... რაღაცას გამალებით ელოდებიან...
ხელები კი მზად ყოფნაშია ტაშის დასაკრავად...
და ამდროს უეცრად სიჩუმე ვარდება... დიდი კარებუ რომელიც სახლის პატარა ულამაზეს ჭიშკარს გავს იღება...
ხალხი ქაოსშია... ბევრი ღიმილი...
ბევრი ტაში...
ბევრი ბედნიერი ადამიანი...
ბევრი ბედნიერების ცრემლს ვხედავდი...
ვხედავდი ადამიანს... რომელიც აცრემლებული მელოდებოდა ჩემს მოპირდაპირე მხარეს...
რომელიც სიყვარულის თვალებით მიყურებდა...
რომლის გულშიც მე ვფეთქავდი...
მასთან მივედი მახსოვს... ხელი მოვკიდე და ვიცოდი, რომ
ამ
ხელის გაშვება ძალიან ძნელი იქნებოდა... და არ ვაპირებდი გამეშვა...
ამის შემდეგ კი მივდიოდით... მივდიოდით და წინ პატარა ბავშვები... ბავშვები რომლებიც დარბოდნენ ჩვენს გარშემო კალათიდან ფურცლებს... უფრო ვარდების ფურცლებს ყრიდნენ...
ყველას თვალები ჩვენსკენ იყო მიპყრობილი,..
შემდეგ უცებ სხვაგან გადავვარდი და ვხედავ...
მე და მას ერთად მანქანაში
ის საჭესთან, მე მის გვერდით,
ის მისიცისფერი თვალებით, ჩემს ცისფერ თვალებს უმზერს და მიღიმის
ერთმანეთს ვუღიმით და ამ
ღიმილში ერთი დიდი სიყვარული, იმ
წლების სიყვარული, ის ბედნიერება იმალება...
თვალები, რომლებიც ბრწყინავენ...
ცისფერი ცა, მზის უჩვეულო, ლამაზი და შესანიშნავი სხივები ჰაერში გაფანტული.
რომელსაც თან მოსდევს Coldplayს მუსიკას...
ჩვენს უკან ხმაური...
გამოიცანით რახდება,
ბავშვები... ჰო ბავშვები...
იცი რა ბედნიერები?
ბავშვები რომლებიც ერთი დედას გავს... მეორე კი მამას...
ცისფერი თვალებით და შეუდარებელი თმებით...
უსასრულო გზა, სადაც მე და ის ყოველთვის ერთად ვართ.
მიმართულება სადაც ეს ყველაფერი დაიწყო, ის სიყვარული, ის პირველი ჩახუტება და ა.შ.
ბედნიერი ოჯახი რომელიც მთაში მიდის, ზღვასთან ახლოს, და ისეთი ბედნიერები როგორც არავინ არასდროს...
მანქანიდან გადმოსვლის ეპიზოდი
ღმერთო ჩემო!!!
ბავშვები კარებს აღებენ და გადმორბიან ბაბუასთან და ბებიასთან...
ის ჩემსკენაა მომართული ხელს მკიდებს, მიღიმის და ფრთხილად მეხმარება
რადგან...
რადგან მუცლით კიდევ მის შვილს ვატარებ...
იცით რა ბედნიერები ვართ?
ძალიან... ბედნიერები
დაე შევიშალოთ სიყვარულისგან
დაე გვიწოდონ გიჟები, რომლებსაც სამუდამოდ უყვარდათ ერთმანეთი...
და უცებ თვალებს ვახელ და ვხედავ ცას... სადაც ვარსკვლავებიც კი აღარ ჩანან
ალბათ წვიმას აპირებდა...

ეს ძალიან ძნელია...
გეფიცებით ძალიან ძნელია...
ნეტავ მცოდნოდა
რომ
ეს ასეთი მტკივნეულია...
მე ის სიგიჟემდე შემიყვარდა
არ გყვარებია, თუ დაკარგვის შიში არ გქონია...
არ გყვარებია, თუ ეჭვის ჭიას ძველბამდე არ შეუჭამიხარ... არ გყვარებია თუ უმიზეზოდ არ გიტირია... არ გყვარებია თუ ბავშვივით ბოლო ხმაზე არ გიცინია...
არ გყვარებია თუ არაადეკვატური არ ყოფილხარ.
არ გყვარებია თუ სტიგმები, სტერეოტიპები, საზღვრები არ დაგიმსხვრებია...
არ გყვარებია, თუ ყველა ,, არ შეიძლებას" წინააღმდეგ არ წასულხარ.
არ გყვარებია თუ ფრთების გარეშე არ გიფრენია...
თუ მის თვალებში ღმერთი არ გინახავს...

ამდენი ხნის განმავლობაში კი მხოლოდ ის ვისწავლე, რომ
გაუფრთხილდით ერთმანეთს... დააფასეთ ერთმანეთი... დრო გავა და არ გექნებათ შანსი ერთმანეთის ნახვის... და ინანებთ რადგან არ გამოიყენეთ შანსი...
ზოგჯერ ბედნიერებისთვის უნდა ებრძოლო
სხვას არა... შენს თავს!
მაპატიე... რომ ვერ გწერ...
ვერც გნახულობ...
ყველაზე მეტად ის მაპატიე...
რომ ვერ გივიწყებ....
მიყვარხარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent