შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უეცრად წამოვლილი


7-06-2018, 01:58
ავტორი Ketiketi12
ნანახია 1 161

...ჩვენ ყველანი ისეთი ბანალურები ვართ, რომ ყველას საკუთარი თავი ძალიან ორიგინალური გვგონია , არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და გამაოცა იმდენი საერთო ვიპოვე სადღაც, მსოფლიოს დასალიარში , უგანდაში ან ადელაიდეში მცხოვრებ თინეიჯერ გოგოსთან. მაგრამ ალბათ მაინც არის რაღაც რის გამოც თავს განსაკუთრებულად მივიჩნევ და უფრო მეტად ვიყვარებ საკუთარ თავს ამის გამო, ჩემი აზრით საკმაოდ ნარცისი პიროვნების შთაბეჭდილებას ვტოვებ მაგრამ მე უფრო საკუთარი თავის სიყვარულს დავარქმევდი , რაც პირველია სულიერი სიმშვიდის მოპოვების გზაზე, ჩვენ ხომ ყველას ეს გვაწუხებს ,, სიმშვიდის არარსებობა , დაუკმაყოფილების შეგრძნება და შიში , რომ ცხოვრებაში რაღაცეები მოსასწრები დაგვრჩება, მაგრამ ალბათ ყველაზე ძალიან გვეშინია , რომ ვერ მოვასწროთ იმის შეგრძნება , რაზეც ასე დიდი ხანია ჩაგვჩურჩულებენ, იმის , რის გამოც ომები ხდებოდა , მეფეებაც კი თავგზა ებნეოდათ და მზე არ სუფევდა ცის კამარაზე. ალბათ ვინც მიცნობს , ვერ დაიჯერებს რომ მე სიყვარულზე შეიძლება ვფიქრობდე რადგან მუდამ ცხვირაბზუებული ვუყურებ "ბედნიერ " წყვილებს , სინამდვილეში სწორედაც რომ მათში სიყვარულის არარსებობა მაგიჟებს , მათი საქციელი იაფასიანი აფიორაა და ემსახურება გარანტიის მოპოვებას , რომ ცხოვრებაში მარტო არ იქნები და ამ სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლაში სასურველ ბიჭს "დაითრევ ",,, სასურველლს ანუ ნათესავები რომ გვიხსნიან ხოლმე, "ნარკომანი ეგ არ არის და ძველი ბიჭი" ,,, მოკლედ ან ასე იცხოვრებ , ან გამოიწვევ ცხოვრებას , ისე როგორც მე და მოითხოვ მაქსიმუმს, დაელოდები იმ ბიჭს/ გოგოს რომელსაც სიზმარში ნახულობ ხოლმე და დარწმუნებული ვარ ნახულობ !!!.დედაჩემი მეუბნება ხოლმე სიზმარში ემოციები განძაფრებულიაო, ხოდა ან ასეთ გამძაფრებულ ემოციას ვიპოვი ცხოვრებაში ან თქვენთვის დამითმია როსკიპ ქალზე ბინძური სიყვარული,,
ეს ჩემი პირველი ჩანახატია, რომელიც უცებ , ცხელ გულზე დავწერე და გაგიზიარეთ, ვინედოვნებ წერას დავუბრუნდები და უამარავ სათქმელს, რაც დამიგროვდა ფურცელზე გადმოვიტან,,აბა გულში აღარ ეტევა და,,,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent