დარწმუნებული იყავით, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მამაკაცი თქვენგან არასოდეს წავა!
ქალი ოცნებობს მამაკაცის ყურადღებაზე, სიყვარულზე. მამაკაცი კი ქალში თავისუფლებას, პატივისცემასა და სითბოს უნდა ხედავდეს. მშფოთვარე ქალში იგი "ზედმეტ ტვირთს" ხედავს, რომელიც სურს, ჩამოიფერთხოს, რათა უფრო ჰაეროვნად გაფრინდეს. მამაკაცისთვის სასურველი ქალი უნდა იყოს მშვიდი, სწრაფად და გააზრებულად იღებდეს გადაწყვეტილებებს. იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ქალი, რომელიც პრინცს ელოდება, რათა პრობლემები მოუგვაროს, მამაკაცს აფრთხობს. მამაკაცის თანდასწრებით ნუ მისტირით ყოფილ შეყვარებულს. ქალი ზოგჯერ მარტო უნდა დარჩეს, რათა გადახედოს თავის წარსულს, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და გააგრძელოს ცხოვრება. მხოლოდ დამოუკიდებელ, ჩამოყალიბებულ ქალს შეუძლია იცხოვროს თავის ცხოვრებით, მამაკაცებს კი თავისთავად მიიზიდავს. მამაკაცები აფასებენ და უფრო მეტიც, ეძებენ ასეთ ქალებს ცხოვრების მეგზურებად. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ ყოველივე ზემოთთქმული: თავდაპირველად, დაფიქრდით და ჩამოყალიბდით. გამოიკვლიეთ თქვენი შიშისა და შფოთის მიზეზი. აღივსეთ სიყვარულით საკუთარი თავის მიმართ. სიმშვიდის განსახიერება უნდა იყოთ, როგორც გარეგანად, ისე შინაგანად. გადით ხალხში. აკეთეთ ის, რაც გსურთ. იყავით დაკავებული თქვენთვის საინტერესო საქმიანობთ. გადაეცით თქვენს საყვარელ ადამიანს სიმშვიდის, სიამოვნების შეგრძენება. პატივი ეცით მის პიროვნებას. პატივი ეცით საკუთარ პიროვნებას, პირად ღირსებას. არ დაგავიწყდეთ, უნდა იყოთ მშვიდი და ქცევითაც და საქციელითაც. გაუშვით მამაკაცი იმოგზაუროს საკუთარი მიზნებისკენ. დროდადრო დატკბით მარტოობით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.