შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერე რა, რომ გოგო დავიბადე


10-06-2018, 16:49
ავტორი აფხაზი
ნანახია 1 652

„რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის. თუმცა ისიც კი არ ვიცი საიდან დავიწყო. რამდენჯერ მიფიქრია, როგორ მეკითხა შენთვის რატომ მიმატოვე-მეთქი. გონებაში ვალაგებდი აზრებს, როგორ ჯობდა, პირდაპირ მეკითხა თუ შეპარვით და მლიქვნელობით. როცა წარსულში ვიქექები, ვცდილობ ვიპოვო მოგონება, რომელიც შენთან დამაკავშირებს. თუმცა, ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ დავკარგეთ, როცა მე გავჩნდი.

ელოდები შენი გვარის გამგრძელებელი როდის აღმოჩნდება შენ გვერდით, როდის ითამაშებდი მასთან ერთად ფეხბურთს, როდის ასწავლიდი სადღეგრძელოების თქმას ან ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამის გაკეთება გსურდა, მასთან ერთად. დ ა ვ ი ბ ა დ ე...

„ექიმო, ბიჭია?“ - სახე გაბრწყინებული მიხვედი სამშობიაროდან გამოსულ ექიმთან, ჰკითხე დიდი მოწიწებით, მაგრამ...

„გილოცავთ, გოგო შეგეძინათ!“

ფეხქვეშ მიწა გამოგეცალა... გაშრი... ღიმილი სახეზე შეგახმა, ჩემო საყვარელო მამა. შამპანიურის ბოთლი იატაკზე გაგივარდა და შენი ოცნებები წამის მეასედში დაიმსხვრა. როგორც წუთის წინ ის შამპანიურის ბოთლი...

ხელი ჩაიქნიე და სამშობიაროდან გახვედი. იქ მიმატოვე... ყოველთვის შორიდან გითვალთვალებდი. ვერ ვახერხებდი შენთან ახლოს მოსვლას. არადა, როგორ მინდოდა ჩაგხუტებოდი, მა. მინდოდა შენი წვერის ჩხვლეტა მეგრძნო ლოყაზე. ერთად გვეთამაშა, თუნდაც ფეხბურთი ან უბრალოდ, ორივე ჩუმად ვმსხდარიყავით და გვესმინა, როგორ სუნთქავდა ზღვა. მხოლოდ სიცივე, ბრაზი, თითქოს სიძულვილის გრძნობა მოდიოდა შენგან.

მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ, ნუთუ გგონია იმის გაკეთება არ შემეძლო, რასაც ალექსანდრე გააკეთებდა შენთვის?! ნუთუ გგონია, რომ სიყვარულს მამები მხოლოდ ვაჟების მიმართ გრძნობენ. ერთხელ, ერთხელ რომ მაინც დაგეწნა ჩემთვის თმა, თუნდაც ერთხელ გეკითხა: „რა ქენი, მა, დღეს სკოლაში?“ ალბათ... ალბათ, კიარა შენთვის მთებს გადავდგამდი. გავიზარდე შენ გარეშე. ყოველი ტკივილი ჩემში ჩავმარხე. არც ის მითქვამს პირველად რომ მაკოცა ბიჭმა, რას ვგრძნობდი. არც ჩემი წარმატებების შესახებ მომიყოლია რამე. შენ ერთ ბნელ ოთახში ჩაიკეტე, სულ არაფრის გამო. იცი, როგორი სუსტი და უსუსური მეჩვენებოდი? მინდოდა, იმ ოთახიდან გამომეყვანე და მე გამეწია შენთვის მამობაც, დედობაც და საერთოდ ყველაფერი. ნუთუ, ადამიანები იმდენად სულელები ვართ ჩვენი ცხოვრება მსხვერპლად, რომ შევწიროთ დაუკმაყოფილებელ სურვილებს.

მტკივა. მარტო ვარ. თუმცა გაპატიე. ყოველი ზიზღით სავსე გამოხედვა გაპატიე, მა. მაგრამ დაფიქრდი, რამდენად დავიგვიანეთ. იმდენად გვიანია, რომ ახლა შენს საფლავთან ვდგავარ და ერთი ცრემლიც კი არ მადგება თვალზე. შამპანიური მოგიტანე, მა. მოდი, ახლა მაინც ავღნიშნოთ ჩემი დაბადება. მერე რა, რომ გოგო დავიბადე.“



№1  offline წევრი აფხაზი

iname123
ძალიან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე.თითქოს გული ჩამწყდა.ალბათ იმიტომ,რომ მამაჩემთან სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს და ის რომ არ მყოლოდა ძალიან გამიჭირდებოდა....

დღმდეე მიჭირს უმამობა!

 


№2  offline წევრი Lu Miki

5 წლის ვიყავი მამაჩემი როცა მოკლეს. თუმცა რაღაც კადრები მახსოვს მხოლოდ თბილი ღიმილი და ხელები. ლამაზი და ღრმა თვალები. არ მახსოვს არც ჩხუბი და არც სხვა რაიმე.. ჩვენდაუნებურად დავშორდით დაგვაშორეს ერთმანეთს მაგრამ ვიცი რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო ჩემი არსებობით. და მეც უბედნიერესი ვარ მისით მერე რა რომ არ მახსოვს ! რაც მახსოვს ისიც საკმარისია ისიც მყოფნის გავიგო როგორ ვუყვარდი. და ის რომ ჩემი ძმის დაბადებით ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა. მადლობა მამა ყოველი წამისთვის რაც მახსოვს და რაც არ მახსოვს. ვგრძნობ რომ საუკეთესო იქნებოდი სამყაროში. ის დაწყევლილი დღე რომ არ გათენებულიყო ♡ მიყვარხარ სამუდამოდ!
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent