წვიმასაც სჭირდები!
გაწვიმდა და მერე რა? რა უემოციო ხარ! გარეთ ვერ გახვალ რადგან წვიმს? რა უგრძნობი ხარ! ქოლგის გარეშე არ წახვალ რადგან დასველდები? ფიტული ხარ! წვიმის დროს თითქოს სამყარო ყირავდება,გიჟდება, ადამიანთა სულები ბორგავენ და თვალებიდან ნაპერწკლები სცვივათ. სხეულები წვიმისაკენ გარბიან. ისინი ონკანიდან წამოსული წყლის ჭავლის კი არა, ციდან წვეთწვეთად ჩამოღვენთილი წვიმის დასახვედრად მირბიან. თითქოს თითოეული წვიმის წვეთი შთანთქავს დახუთული ჰაერის მოლეკულებს, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს მომაკვდავი ბუნების გაცოცხლებას. ამ დროს ადამიანთა გრძნობები ერთმანეთში ითქვიფება და მძაფრდება. ისინი წყვილების ხელებს ეხვევიან,მათ შორის მიიკვლევენ გზას და სიყვარულის კვალს ტოვებენ,რომელსაც ყოველ ჯერზე აღრმავებენ და გულამდე აღწევენ. ვფიქრობ, წვიმა ერთადერთი წყალია,რომელიც სიყარულს კი არ აქრობს, არამედ აღვივებს. მიყვარს მომენტი,როდესაც თითოეული ადამიანი ერთი მიზნით,ერთი ტკივილით იბრძვის და ამ დროს ცაც ცრემლების ღვრას დაიწყებს დედამიწაზე. ამით თითქოს წვიმა ცდილობს დამალოს თითოეული ადამიანის ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლის ბურთულა და საკუთარ წვეთებთან შეაერთოს. ადამიანები ქოლგის მეშვეობით, სწრაფი ნაბიჯებით გაურბინ წვიმას,რომელიც მათ დასახმარებლად მისდევს მაგრამ მისკენ მიმართული ადამიანთა ზურგები გულს უცრუებენ. იგი ყოველ ჯერზე ცდილობს ადამიანებში სიყვარულის ცეცხლის გაღვივებას. კეკლუცი წვეთები მოხდენილად არხევენ ტანს ფანჯრების წინ და უამრავ ადამიანს ატკბობენ მათი ცეკვით. თითოეულის ხმა განსხვავებულია, ყველა ერთად კი იდეალურ ჰარმონიას ქმნიან გარემოში,რომელსაც ასე სჭირდება სიცოცხლე, რომელიც ასე დამძიმდა,მოხუცდა და სუნთქვაც უჭირს. იგი ერთადერთი წყალია,რომელიც ცეცხლში მოელვარე გრძნობებს ჩაქრობის მაგიერ უფრო აჩაღებს! წვიმაც ადამიანივითაა... ის ჩვენგან მხოლოდ სიყვარულს ითხოვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.