შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე მხარეს ელოდებიან


16-06-2018, 10:56
ავტორი iname123
ნანახია 1 078

ისეთი პატარა და უსუსური იყო მოგინდებოდათ მისულიყავით,ხელში აგეყვანათ და ძალიან ძალიან დიდხანს ჩახუტებოდით.
გზაჯარედინზე იდგა.
ორი პატარა ხელი საცოდავად ჰქონდა ჩამოშვებული და ძალიან მაგრად უჭერდა ოფლიან ხელისგულებს 50 თეთრიანს.
ნერვიულობდა და ლამაზ ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა.აქამდე მარტო არასდროს უცდია გადასასვლელზე გადასვლა.
აქამდე სულ დედა ან მამა მიჰყვებოდა.
მათთან ერთად ამაყად და უშიშრად იყო.ზუსტად იცოდა რაც არ უნდა გაეკეთებინა დედა და მამა მუდამ დაიცავდნენ.
ეს მუდამ იცოდა.
მაშინაც იცოდა,როდესაც ეზოში მუხლი საშინლად იტკინა და ტკივილი ცდილობდა მის პატარა სხეულში დასახლებას,მაგრამ ტკივილს ამის უფლება დედამ და მამამ არ მისცეს.
ისინი მოვიდნენ სწორედ იმ დროეს,როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათი დახმარება.მამამ ხელი მოჰხვია და აიყვანა,დედა კი ნატკენ მუხლზე ნაზად ჰკოცნიდა.
მაშინ მიხვდა,როგორ უნდა გამკლავებოდა ადამიანი ტკივილს.ნატკენმა მუხლმა გაუარა და სულში სასიამოვნო გრძნობამ დაიდო ბინა.
მერე რა,რომ სულ 6 წლის წლის იყო იმ დროს,ეს სულაც არ უშლიდა ხელს იმის გააზრებაში,რომ დედა და მამა ნებისმიერ უსიამოვნო გრძნობას გააქრობდნენ მისი გულიდან და გონებიდან.
ახლა კი...
ახლა კი მარტო უწევს შეჯახება ცხოვრებასთან.
-არც ისე ადვილი ყოფილა დამოუკიდებლობა-ფიქრობდა მის უსაყვარლეს გონებაში და ისე ამოიოხრა გეგონებოდათ გულს ამოაყოლებსო.
თვალებს ისე აცეცებდა იფიქრებდით ვინმეს ეძებსო.და შეიძლება ასეც ყოფილიყო ის დედას და მამას ეძებდა.
უცდიდა მისი გადავსვლის დრო,როდის მოვიდოდა წამები კი ურცხვად იწელებოდნენ.
აი კაცუნა მწვანედ განათდა.
ნეტავ დედა და მამა აქ იყვნენ,როგორ ამაყად გადაივლიდა ამ ცხოვრებისეულ დაბრკოლებას,მაგრამ ისინი სახლში არ არიან.ისინი მუშაობენ,რომ მან კარგად იცხოვროს.
არ უნდა კარგად ცხოვრება,არ უნდა სათამაშოები,უბრალოდ უნდა,რომ დედა და მამა ახლა აქ იყვნენ,რადგან სურს ცხოვრებას გაუმკალვდეს და გადასეროს ეს თეთრი ზოლი.
ამის გარეშეც ისინი მოენატრა,თანაც ძალიან.ცდილობს დაუცადოს მათ და არ დაიძინოს,მაგრამ ქუთუთოები უძალიანდებიან და ბოლოს ამარცხებენ.რა ქნას ღამის სამ საათამდე ვერ ძლებს,მაგრამ დღეიდან ყველაფერს იზამს,რომ არ დაეძინოს.
აი ამ ფიქრებში კაცუნა წითლად განათდა.
დამახსოვრებული ჰქონდა.
მამამ-უთხრა წითელზე არ გადახვიდე,თორემ ბებიაშენი დაიწყებს ყვირილსო და მწვანეზე გადადი დედა გემრიელ ნუგბარს დაგახვედრებსო.
აი ჰო ზუსტად იცოდა.
ცოტაც უნდა დაელოდოს და ორ კურდღელს დაიჭერს.
დედა გემრიელ ნუგბარს დაახვედრებს და ცხოვრებისეულ დაბრკოლებასაც გადალახავს.
აი კაცუნა მწვანედ განათდა.
ღრმად ჩაისუნთქა.
ოფლიანი ხელისგულები უფრო მოუჭირა 50 თეთრიანს,თავი მაღლა ასწია და ცხოვრებასთან ბრძოლაში გადაეშვა.
ერთ ზებრას გადაახტა,მამამ ასწავლა,აი მეორესაც,ცოტაც და მესამე ზებრასაც გადაახტება.
გადაახტა და აი მეოთხეც მოსჩანს,ცოტაც და...
ასწია ფუმფულა ფეხი,რათა გადაახტეს მეოთხე ზებრას და გადალახოს ცხოვრებისეული დაბრკოლება,ბონუსად კი ნუგბარს მიიღებს.
უნდა დადგას ფეხი,რომ უცბად დიდი აურზაურით მანქანა გამოვარდა მოსახვევიდან.
ეს არ უნდა მომხდარიყო.
შეუძლებელი იყო მსგავსი რამ.
ზუსტად იცოდა მწვანედ განათებული კაცუნა მისთვის იყო...
და უცბად პატარა სხეული მანქანის კაპოტზე ავარდა და საოცრად მძიმედ მეოთხე ზებრაზე დაეცა.იმ ზებრაზე,რომელსაც უნდა გადახტომოდა,მაგრამ არ აცადეს.
ოფლიანი ხელისგულები გაშლილი ჰქონდა და 50 თეთრიანი კანზე ჰქონდა მიხატულივით იმდენად უჭერდა ხელს.
არა თვალებს არ დახუჭავს.
როგორც მაშინ,როდესაც დედას და მამას ელოდება სამსახურიდან,მაგრამ რომ ეძინება?
მემგონი უნდა დაიძინოს,რადგან მეოთხე ზებრას ვერ გადაახტა ე.ი. ვერც ცხოვრებისეული დაბრკოლება გადალახა და ვერც ნუგბარს მიიღებს,მაშინ უნდა დაიძინოს.
ჰოჰოოჰო...
აი დაიძინებს..
და დაიძინა...

***************

კივილი.....
სასწრაფოს გაბმული სირენა.
და შეშლილი გამომეტყველების მძღოლი და მგზავრები,რომლებიც მანქანაში ისხდნენ.
იცოდნენ,რომ მათ რაღაც საშინელი ჩაიდინეს,რომელსაც ვერ გამოასწორებდნენ.
იცოდნენ,რომ მათი ,,გასწორების’’ გამო,რაღაც ძალიან კარგი მოკლეს,სიცოცხლხე მოკლეს,რომელსაც უნდა ედინა და უნდა აყვავებულიყო.
მაგრამ მათ ერთი რამ არ იცოდნენ.
მათ არ იცოდნენ,რომ ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იქნებოდა.
ეს ფაქტი კი აშინებდა მოპირდაპირე მხარეს მდგომ ახალგაზრდას,რომელიც შიშით აცეცებდა თვალებს.ეშინოდა,რომ შემდეგი ან თვითონ იქნებოდა ან მისი პატარა დედმამიშვილი.
ეს კი საშინელება იყო.
სრული ტრაგედია,რომლის გამოსწორებასაც არავინ ეცდებოდა.
იმ პატარა ბავშვსაც,რომლის სხეული უგონოდ იდო მიწაზე და იმ გოგონასაც,რომელსაც ეშინოდა შემდეგი თვითონ არ ყოფილიყო,ყველას ყველას ელოდებოდა გადასასვლელის მეორე მხარეს მშობლები,რომლებსაც გული წინასწარ უგრძნობდა ცუდს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent