შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავა დრო,და მოვუყვებით შვილებს..


29-03-2017, 10:32
ავტორი rainey
ნანახია 2 799

გავა დრო, და მოვუყვებით შვილებს
თუ ამ გრძნობამ რა უღმერთოდ გვძლია
რომ სიხარულს გული ვეღარ იტევს
რომ ამ გრძნობას სიყვარული ჰქვია..

გავა დრო, და მოვუყვებით შვილებს..
სიყვარულის, ტრფობის ანა-ბანას..
წამო,კიდევ ვეჩურჩულოთ ჩიტებს
ნახე, როგორ ევლებიან ყანას..

გავა დრო, და მოვუყვები შვილებს..
რომ არ გვქონდა მუდამ ერთი ბინა
რომ ვეღარ ვთვლი ჩამოწოლილ ნისლებს
გულებში რომ სამუდამოდ გმინავს..

გავა დრო, და მოუყვები შვილებს..
რომ ნაყოფი ვერ დატოვა გრძნობამ
რომ ცხოვრება მოგაგონებს ზღვისფერს
ჩემი მზერის გამოსროლილ ტრფობას..

გავა დრო.. და.. მომიყვები, მარტოს..
ამ ცხოვრებამ რატომ გალოდინა
რად დამტოვე ეკბატანას ვარდო?!
ჩემთან რატომ ვერ დაიდე ბინა..



№1 სტუმარი JoNiKo^^

ძალიან მაგარი ლექსიიააა ????????

 


№2  offline წევრი rainey

JoNiKo^^
ძალიან მაგარი ლექსიიააა ????????

მადლობა დიდიი ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent