შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამების ქალაქი..


18-06-2018, 21:24
ავტორი რუთენა
ნანახია 1 298

მამების ქალაქი
არსებობს მამების ქალაქი, მითხრა ერთხელ მეგობარმა და დავიჯერე, რომ შენთვის დაწერილი თუ დაუწერელი წერილი შენამდე მოდის! დროის მანქანა, რომ არსებობდეს დავბრუნდებოდი იმ დღეში, როცა უკანასკნელად ვიგრძენი შენი სითბო... როცა უკანასკნელად შევიგრძენი შენი ჩახუტება... ღიმილი....
ბავშობაში მეგონა, თუ ცას ვარსკვლავი მოწყდებოდა და 5წამში სურვილის ჩაფიქრებას მოვასწრებდი აუცილებლად ამისრულდებოდა, მეც თვალის გაფაციცებით შევცქეროდი ყოველ ღამე ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას იმედით, რომ ვარსკვლავი ჩამოვარდებოდააა... და იცით ვარსკვლავები ცვიოდა, იშვიათად მაგრამ მაინც ცვიოდა....და ჩემს სურვილებს ფრთები ესხმოდა!.. მამაჩემი იყო ჩემი ბავშობის საწყისი და დასასრული.. ის იყო ადამიანი, რომელიც დაუსრულებელ ბედნიერებას მჩუქნიდა... ადამიანი, რომელმაც მასწავლა სიყვარული!.. ყველა ამბავს აქვს დასასრული, და არც ჩვენი ამბავი იყო გამონაკლისი... მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ყველაზე საანუკვარ ოცნებებამდე ძალიან ცოტა დრო მაშორებდა დადგა დღე,რომელმაც ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა... სახლში მისულს მითხრეს, რომ ჩემი ბავშობა დამთავრდა და რომ ვიღაცის დაუდევრობის გამო, ვეღარასდროს ვნახავდი მამაჩემის საოცნებო ღიმილს.....
იმ დღიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა.. ოთხი წლით გავიზარდე... სასწაულების აღარ მწამს! აღარ მჯერა ვარსკვლავების ამბების, არ მჯერა ახალი წლის ღამის სასწაულის, ხვალინდელი დღის სასწაულის.... ყველაზე რთული გამოდგა რეალობის გააზრება! იმის გააზრება,რომ ახალ წელს ნაძვის ხეს აღარ მოგვიტანდა მამა სახლში, აღარავინ გვეტყოდა ,,ნათურები ჩემი საქმეა! თქვენ სათამაშოები დაკიდეთ“... აღარ გაგვაღვიძებდა ღამით მხოლოდ იმის სათქმელად რომ გათოვდაა, და ამის დასამტკიცებლად ფეხის გულებზე პატარა თოვლის გუნდას შეგვახებდა....
ადამიანებს ჩვევაში გვაქვს დაუფასებლობა... ეს თითქოს ტრადიციასავით თაობიდან თაობას გადაეცემა.... იმ დროს ვერ ვაფასებდი ამ ყველაფერს, იმ დროს უბრალო ყოველდღიურობა მეგონა, ჩვენს 16 წლიან თანაცხოვრებაში არასოდეს მითქვამს მისთვის ,რომ მსოფლიოში საუკეთესო იყო მამა იყო... მხოლოდ ახლა მივხდი,რომ სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ ....
ის იყო სასწაული ჩემს ცხოვრებაში, რომელიც აღარასდროს განმეორდება ......

P.S ჰაი, არვიცი საერთოდ წაიკითხავთ თუ არა ამ ნაჩხაპნს <3 მაგრამ, გამარჯობათ, მე ვარ რუთენა.... და მიხარია თქვენი გაცნობა.... ეს უბრალოდ მოთელვა იყო, მხოლოდ ამით ნუ შემაფასებთ, მომვალში განვითარდები , გპირდებით...  თქვენი შეფასებები კი ამ ყველაფერში დამეხმარება.



№1  offline წევრი izabella

მე მომეწონა ეს ჩანახატი და სულაც არ ვთვლი, რომ ნაჯღაპნია.

 


№2  offline წევრი რუთენა

izabella
მე მომეწონა ეს ჩანახატი და სულაც არ ვთვლი, რომ ნაჯღაპნია.

ძალიან დიდი მადლობა <3 ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის :) <3

ჰაიკო
ნაჯღაბნი არაა, კარგი რამეა. ვნახოთ რას შემოგვთავაზებ მომავალში

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 :)
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

გული ამიჩუყა ამ ჩანახატმა. ძალიან კარგად წერ. ახლა შენს ისტორიასაც წავიკითხავ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი თათია

შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ ❤️!!

 


№5  offline წევრი რუთენა

Chikochiko
გული ამიჩუყა ამ ჩანახატმა. ძალიან კარგად წერ. ახლა შენს ისტორიასაც წავიკითხავ❤

ძალიან დიდი მადლობა <3

სტუმარი თათია
შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ ❤️!!

<3 სიყვარულო <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№6  offline წევრი რუთენა

ჰაიკო
ადრეც წავიკითხე, მაგრამ.. ეხლა სხვანაირად წავიკითხე. არ ვიცი რა ჰითხრა, ეს ბევრს გამოგვიცდია, ძალიან მტკივნეულია! კარგად წერ, გრძნობით.

ჰო, სამწუხაროდ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ???? მადლობა დიდი ????❤
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№7 სტუმარი ლექსო.

მამები არ მიდიან, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent