ცაზე ვარსკვლავი კიაფობს...
ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, თეთრად მნათობი ლამაზად, იქნებ სამოთხე ღიაა იქნებ სასრული არა აქვს.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, თეთრად ანათებს,ბრჭყვიალებს, ცრემლად იღვრება ვარსკვლავი და ჩვენც ვიფიქრებთ სურვილებს.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს და ამოუცნობს გვპირდება, იმედი მხოლოდ იმედი იღვრება, სანთლად ინთება.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, ნელ-ნელა მაღლა მიიწევს, სამოთხის გზაზე გვაყენებს და ცხრა კარიბჭეს გვახვედრებს.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, ლამაზად, თეთრად ანათებს, თითქოს რაღაცას გვპირდება, მაგრამ ბოლომდე არ გვიმხელს.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, თითქოსდა მოწყენილია, თითქმის ჩურჩულით გვიამბობს, მისი მოწყენის მიზეზებს.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, ცის ლაჟვარდებში გვამგზავრებს, ვუყურებთ, ვყვებით ვენდობით და ვუზიარებთ სურვილებს.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, სურს დაამარცხოს სიბნელე, მაგრამ ბოლოსღა ნებდება და ტოვებს მხოლოდ იმედებს... ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, მის მოლოდინში ღამდება, სიბნელით მოცულ ქვეყანას, ბოლო იმედიც უკვდება.. თუმცაღა ტყვილად დაკარგეს, თეთრად მნათობი იმედი, ერთი ვარსკვლავი შემორჩა, უკვდავი, სახე მცინარი... ცაზე ვარსკვლავი კიაფობს, ჩვენც ვუბრუნდებით სამოთხეს, ამჯერად არვინ არ გვხვდება და მონუსხული შევჰყურებთ.. ცაზე ვარსკვლავი კიაფობს ყველამ იპოვა ადგილი, და ბნელით მოცულ სამყაროს, კვლავ უბრუნდება იმედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.