ნუ ცდილობ
ყველაფერი რასაც ხედავ,რასაც გრძნობ,რასაც ფიქრობ,რაც შენს თავს ხდება,რაც შენში ხდება თითქოს არც გეხება.თითქოს ყველაფერი ის რაც გადაგხდა,თითქოს შენ არ გადაგხდენია.რასაც შენზე საუბრობენ,ის შენ არ ხარ.ვისაც შენ უყვარხარ,რეალურად მათ საკუთარი თავი უყვართან შენთან და არა შენ.მათ არ იციან სინამდვილეში,როგორი ხარ რას ფიქრობ,რას განიცდი.მათ უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებ და ამიტომ ,,უყვარხარ’’. ერთი დღე გახდი ისეთი,როგორიც ხარ.თქვი ის,რასაც ფიქრობ,რაც არ უნდა არალოგიკური იყოს.გააკეთე ის რაც გინდა,თუნდაც სიგიჟის პიკი იყოს. თქვი ის რასაც ფიქრობ და გააკეთე ის რაც გინდა. და ნახავ რა მოხდება. შენ მარტო დარჩები. ირგვლივ არავინ გეყოლება,რადგან ისინი შენ რეალურად,როგორიც ხარ არ მიგიღებენ.მათ აღარ ესაიმოვნებათ შენი მოსმენა,რადგან მსმენლის პოზიცია მუდამ შენ გეჭირა.მათ არ მოუნდებათ შენთან ერთად ყოფნა იმიტომ,რომ თავს კარგად აღარ იგრძნობენ. ისინი მიგატოვებენ უსინდისოდ და უსამართლოდ,რადგან შენ გახდი ის ვინც რეალურად ხარ! ერთი დღით მოეშვი წიგნებს,ფილმებს,სიმღერებს და ყველაზე უსარგებლოს,ადამიანებს. მოუსმინე შენს თავს. ნუ ცდილობ სამყაროს ხმაში ჩაკარგო ის. ნუ ცდილობ გახდე ის ვინც მათ უნდათ,რომ იყო. ნუ ცდილობ მხოლოდ იმიტომ გახდე კარგი,რომ მათ მოეწონო. შენ იყავი ის ვინც ხარ და გახდი საუკეთესო იმიტომ,რომ შენს თავს მოეწონო. მაგრამ არ გჭირდება ეს,რადგან შენ უკვე საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის. ნუ,ნუ... ნუ ცდილობ გთხოვ,გთხოვ ნუ ცდილობ იყო ის ვინც არ ხარ. მაშინ აირევი.ყველაფერი აგერევა თავში. ცუდს კარგისგან ვეღარ გაარჩევ.ვეღარ დაალაგებ ქაოსს შენში. ნუ გინდა იყო მათნაირი. შენ საოცრება ხარ! შენ არამქვეყნიური ხარ! შენი თვისებებით ბრბოს ნაწილი აღარ ხარ. დააკვირდი მათ. დააკვირდი და მიხვდები,რომ საერთო ერთმანეთთან არაფერი გაქვთ. ეს კი უნდა გაბედნიერებდეს,რადგან სამყარო ნაგავითაა სავსე. ნუ ეცდები შენც მათი ნაწილი გახდე. იყავი ის ვინც ხარ,თუნდაც სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე დარჩე მარტო ამის გამო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.