შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანური კარიკატურები


12-01-2017, 23:47
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 511

-ყოველთვის ცდილობ იყო ის,ვინც ხარ?! თუ უბრალოდ ხშირად გიწევს თამაში?!
-ყოველთვის ვერ იქნები ის, რაც ხარ, ეს შეუძლებელია!
-კი,მაგრამ,რატომ? არ ჯობს,ყოველთვის იყო ის, ვინც ხარ,ის,რაც ხარ და რასაც წარმოადგენ?
რა საჭიროა თამაში,სცენა და სპექტაკლები?


-ალბათ ეს უფრო ადვილია, ვიდრე იყო ის,რაც ხარ!
ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ყველა სხვადასახვაგვარად ცდილობს მისგან თავის დაცვასა და თავის ადგილის დამკვიდრებას რეალურ ცხოვრებაში. ამისთვის კი ყოველთვის ის ვერ იქნები,რასაც რეალურად წარმოადგენ.ეს მეთოდი ყველგან აღარ მოქმედებს.
თავის გატანა თუ გინდა,ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო,სამყარო იცვლება და მასთან ერთად ჩვენც-ადამიანები. ეს ყველაფერი ხომ ბუნებრივი და რეალურია.
ფიქრობ, რომ ის, რაც შენ ირგვლივაა,რეალურია?
-არა! რეალური ის არის,რაც უცვლელი და მარადიულია,ხოლო ჩვენ ირგვლივ ყველაფერი აბსტრაქტული და არარეალურია. ისევე, როგორც ჩვენი სიცოცხლე, ერთ წუთს ხარ,მეორე წუთს-არა.
ადამიანის ხასიათიც ხომ ყოველთვის ცვალებადი და არამყარია?
-ადამიანის ხასიათის ცვალებადობა მხოლოდ ზედაპირული და ტრაფარეტულია,შიგნით კი ყოველივე რეალური, მყარი და არსებული. მას არ ახასიათებს არც ცვალებადობა და არც ზედაპირულობა.
სიმართლე გაინტერესებს? ადამიანი ცხოველია, მის შიგნით არაფერია, ბუნებრივი ინსტინქტებისა და მოთხოვნილებების გარდა!
-ადამიანი ცხოველია, მაგრამ პიროვნება! იგი სწორედ თავისი პიროვნული თვისებებით ფარავს ცხოველურ მიდრეკილებებსა და ინსტინქტებს, სვამს ჩარჩოში და უწესებს საზღვრებს. ყოველივე ამას კი მორალი და ზნეობა ჰქვია.
შენ ფიქრობ,რომ რადგან ადამიანი ცხოველია,ამიტომ ცდილობს,ყოველთვის დაფაროს ის,ვინც არის, ანუ ცდილობს დაიმორჩილოს და აკონტროლოს თავისი ცხოველური ინსტინქტები.
-სწორად მიმიხვდი. ალბათ სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ადამიანს არ ძალუძს იყოს ის, ვინც არის,რადგან ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.მას არ შეუძლია,იყოს სრულიად თავისუფალი და ლაღი, ამას თავისივე მორალი და ზნეობა უკრძალავს.თუკი რა თქმა უნდა გრძნობს მას. ხოლო საპირისპიროდ მოქმედება იგივეა,რაც ბუნების კანონების წიააღმდეგ უგუნური სვლა თავის საზიანოდ, რაც ყოველთვის ფატალური შედეგით მთავრდება ყველასთვის.
-ფაქტია,რომ ადამიანი ცხოველია,მაგრამ პიროვნებაც,
იგი თავისუფალია,მაგრამ ჩარჩოში ზის.
იგი ძლიერია,მაგრამ ბუნების ძალის ქვეშ უსუსური.
იგი ყველაფერია,მაგრამ ამავე დროს არაფერი.
-ადამიანი ყოველთვის ის არის,ვინც ინდა იყოს და არა ის,ვინც სინამდვილეშია.
-ესე იგი,შენ ამტკიცებ რომ იგი გაორებულია?
-შენ თქვი,რომ ადამიანი ცხოველია,მაგრამ პიროვნება,ესე იგი,ყოველთვის გაორებულია.
-მაშინ ვინ არის საბოლოოდ იგი?
-ყველაფერი,მაგრამ ამავე დროს-არაფერი!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent