შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯი


25-06-2018, 03:36
ავტორი naida
ნანახია 1 290

მყუდრო კაფეში ვისხედით.. მიუხედავად ხალხის სიმრავლისა, საოცარი სიწყნარე იყო და მშვიდი სიმღერის ხმა მშვენიერ იდილიას ქმნიდა.. წყნარად ვლაპარაკობდით და შიგადაშიგ ჩემი ხმამაღალი სიცილი ისმოდა, რასაც ბიჭის საოცარი ღიმილი მოყვებოდა.. მიყვარდა მის სახეზე ჩემით გამოწვეული ღიმილი, რაღაც სხვანაირი იყო, გულწრფელი და სიყვარულით სავსე.. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შეყვარებულები ვიყავით, სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობდა და ძალიან უნდოდა მისი მშობლები გამეცნო, თუმცა უარზე ვიყავი.. ამ თემის განხილვას ყოველთვის მოყვებოდა ცოტა კამათი, მაგრამ ჩემი ბავშვური ღიმილითა და თვალების ფახულით ყოველთვის ვულბობდი გულს და მნებდებოდა.. იმ საღამოს ზედმეტად გაჯიუტდა და მივხვდი მარტივად ვერ გამოვძვრებოდი.. აქ, იმას გეტყვით, რომ სანამ შეყვარებულები გავხდებოდით, ურთიერთობის ინიციატორი თავად ვიყავი, ბევრი ვიაქტიურე, რადგან უკვე ძალიან მიყვარდა და ერთ-ერთ მიზეზად, ოღონდ თავიდან მოვეშორებინე ისიც მითხრა, რომ ბიჭები მოსწონდა.. გამახსენდა ეს და იდეა მომივიდა
-მოდი ესე მოვიქცეთ, აი, ფანჯარასთან რომ ბიჭი ზის ხედავ? წიგნით ხელში.. შენ ხომ მაინც ბიჭები მოგწონს (სულ ვახსენებდი და ვკბენდი ამ წინადადებით, რასაც მისი გულიანი სიცილი მოყვებოდა ხოლმე), მიდი და თუ დაკერავ და ნომერს გამოართმევ, მაშინ გამოგყვები და გავიცნობ შენს მშობლებს..
-სულ გაგიჟდი ხო? ჯერ ერთი როდის უნდა დაივიწყო ეგ და მერე მეორეც, არ ვაპირებ იმ ბიჭთან მისვლას..
-ნება შენია, ჯერ არ მოგყვები_ვუთხარი ამაყად.. ვიცოდი დამთანხმდებოდა მაგრამ ისიც ვიცოდი იმ ბიჭთან არაფერი გამოუვიდოდა..
ავდექი და საპირფარეშოში გავედი.. უკან დაბრუნებულს ვაჩე იმ ბიჭის მაგიდასთან დამხვდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.. ცოტახანში ვხედავ როგორ იღებს ტელეფონს და ნომერს იწერს.. გაღიმებული დაუბრუნდა მაგიდას
-შეგვიძლია აქედან პირდაპირ ჩემს მშობლებთან წავიდეთ..
-მე რა ვიცი რომ მართლა დაკერე?
-კარგი რა მარიანა, ნუ ბავშვობ ძალიან გთხოვ.._იწყინა აშკარად
-აი გეკითხები, მე რა ვიცი რომ სიმართლე არ უთხარი და შველა არ თხოვე?_ვეუბნები შეკავებული სიცილით, თუმცა ვხვდები, რომ აზრი არ აქვს ახლა ჩემს სიჯიუტეს..
-მარიანა, გეფიცები, მართლა გეი აღმოჩნდა..
თვალები გამიფართოვდა, დავაკვირდი იმ ბიჭს და შევამჩნიე, რომ გვიყურებდა, თანაც ძალიან გაბრაზებული
-ვაჩე, მემგონი გაბრაზდა გოგოსთან რომ დაგინახა_ახლა უკვე ვეღარ ვიკავებდი სიცილის_რა უთხარი? ვაიმე ვაჩე, მოდის..
სიტყვა დავასრულე თუ არა ბიჭი ჩვენს მაგიდასთან გაჩნდა
-ეს არის გეი ვარო? ამ
გოგოს ისეთი სიყვარულით უყურებ, გამორიცხულია სიმართლე იყოს რაც მე მითხარი.._საკმაოდ მაღალი ხმით საუბრობდა, რის გამოც იქ მყოფების ყურადღება დავიმსახურეთ.. ძალიან შემრცხვა, მაგრამ ერთი გემრიელად გაცინება ყველაფრად მიღირდა.. მიკვირს თავი როგორ შევიკავე_რატო მომატყუე რომ გეი ხარ? რატო გამომართვი ნომერი?_აგრძელებდა ის ბიჭი.. ახლა კი სიცილს ნამდვილად ვერ ვიკავებდი და ვაჩეშიც არ შემპარვია ეჭვი..
ვაჩემ მშვიდად და წყნარად აუხსნა სიტუაცია, ბიჭი დაწყნარდა.. წასვლას აპირებდა, რომ მოტრიალდა და ვაჩეს ეუბნება
-მე კარგი, გაგიგე მაგრამ არ გეცოდება შენი თავი ამ ალქაჯის გვერდით?_გატრიალდა და წავიდა, ღიმილი შემაშრა სახეზე.. ბოლომდე რომ გავიაზრე რაც მოხდა ვაჩე უკვე სიცილისგან ჩაკეცილიყო.. დარბაზს თვალი მოვავლე და ყველა ჩვენ გვიყურებდა
-ვაჩე, ადექი, მივდივართ_ჩანთას ხელი დავავლე და არც დაველოდე ისე გამოვედი გარეთ
-პირდაპირ ჩემს მშობლებთან_თქვა და მანქანის კარი გამიღო.. ბუზღუნით ჩავჯექი.. უკან დასახევი გზაც აღარ მქონდა.. ყურადღებას არ აქცევდა ჩემს წუწუნს და ტელეფონზე ნომერს კრეფდა.._დედა, მე და მარიანა მოვდივართ, ხო სახლში ხართ?
-ვაჩეე_ტელეფონი გათიშა და გადმომხედა.. როდესაც ჩემს საფირმო სახეს გადააწყდა არ გაგივაო მითხრა და გზას გახედა.. მალევე მივედით, ისეთივე ბუზღუნით გადმოვედი მანქანიდან როგორც ჩავჯექი.. ცოტახანში კი ვაჩეს მშობლების წინ ვიდექი და ორივე გულთბილად მეხვეოდა.. მომენტალურად გამიქრა შიში და დაძაბულობა, თავი ძალიან კარგად ვიგრძენი.. ბევრი ვილაპარაკეთ, საოცარი ხალხი იყო.. იქედან ისეთი ემოციებით წამოვედი, ვიცოდი კარგა ხანს არ დამეძინებოდა..
-აუ ვაჩე, როგორი საყვარლები არიან_ვერაფრით ვმალავდი ემოციებს
-შენ კიდე არ გინდოდა მათი გაცნობა_ამ დროს შეტყობინებაც მოუვიდა ვაჩეს, გახსნა და შევამჩნიე ბედნიერებისგან როგორ ჩაეღიმა_მარიანა, ძალიან მიყვარხარ
-ვინ მოგწერა?
-მამამ
-რაო?_ვერ დავმალე ინტერესი
-თვითონ ნახე_ტელეფონი გამომიწონდა.. ”kochag, dzalian kargi gogoa”_როდესაც გავიაზრე, რომ ვაჩეს მშობლებს მოვეწონე, სიხარულისგან ცას ვეწიე.. გადავიწიე და ვაჩეს გემრიელად ვაკოცე ლოყაზე..
-მეც მიყვარხარ, ვაჩე..
-ახლა ქორწილზე რამდენ ხანს უნდა მახვეწო?
-არც იოცნებო_ვუთხარი სიცილით და მანაც დანებების ნიშნად ხელები ასწია.. მე მგონი ყველაზე არანორმალური წყვილი ვიყავით და ზუსტად ეს მიყვარდა ჩვენში..
-მარიანა, რაღაც უნდა გითხრა_მომიბრუნდა ცოტახანში
-რახდება?_შიში შემეპარა ხმაში, ვერასდროს ვიტანდი ამ სიტყვებს..
-კაფის ინციდენტი_ცოტახანს გაჩერდა_დადგმული იყო
-ვერ გავიგე
-იმ ბიჭთან რომ მივედი ავუხსენი რა მდგომარეობაშიც გყავდი, ერთი გულიანად გაიცინა და დამთანხმდა_მეუბნება ისეთი საცოდავი სახით ვერ ვხვდები როგორ უნდა გავუბრაზდე, არადა ნამდვილად მაქ გასაბრაზებელი მიზეზი
-ანუ, გეი არ იყო?
-არა
-ვაჩე მოგკლავ, არასდროს გაპატიებ იცოდე_მეწყინა კიდეც, მაგრამ უცებ სიცილი ამივარდა
-რა გაცინებს მარიანა?
-ახლა გასაგებია ალქაჯი რატო მიწოდა_ორივემ გულიანად ვიცინეთ, გაბრაზებაც დამავიწყდა და იმ უცნობის დამსახურებით ახალი სახელიც შემერქვა-ალქაჯი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent