შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაჭერობანა


30-06-2018, 20:43
ავტორი რუთენა
ნანახია 1 156

-დე, ნახე, უკვე გულამდე გწვდები, დიდი გოგო ვარ! ძალიან მინდა, რომ მალე გავიზარდო!
დე ხომ მალე გავიზრდები ?
-ჩემო პატარავ, ჩემო ციცქნა ქალბატონო! რატომ გინდა, რომ მალე გაიზარდო ?
-დიდები ხომ ნაყინს მაშინ ჭამენ, როცა მოუნდებათ! მეც მინდა, რომ ნაყინები ვჭამო!
-ესეიგი საქმე ნაყინებშია ? მაშინ წავიდეთ და ძალიან ძალიან ბევრი ნაყინი ვჭამოთ ჩემო ქალბატონო !
-მამასაც ვაჭამოთ!
-აბა რა, ყველანი შევჭამთ!
ნეტავ მალე გავიზარდო !
-გამარჯობათ ბავშვებო!
-გამარჯობა ლია მას!
-აბა, თქვენი სახეები კარგად დამანახეთ, ,მმმმმ ვიღაცეებს გუშინ უზარმაციათ და გაკვეთილები მზად არ აქვს !
-ლილუ!
-დიახ მას !
-მოყვები გაკვეთილს ?
-დიახ! ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიციყო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარინაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდაცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობითა დამეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ. ......
-ყოჩაღ!აბა ბავშვებო,ვინ გააგრძელებს ?
-მე! მე ! მე!
-აბა, ლუკა გისმენთ!
-.... ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი....
-გითხარით, რომ ძალიან საყვარელი და გონიერი ბავშვები ხართ ?
-დიახ მას ! აბა ჰე! ხვალ შევხდებით ...
-ნახვამდის ლია მას !...
ნეტავ მალე გავიზარდო! .....
-დე, მოვედი, იცი დღღეს ქართულში ათიანი მივიღე..
-ყოჩაღ დე! ხო ხედავ მთავარია მოინდომო და ყველაფერი გამოგივა
-დე
-რა იყო პატარავ ?!
-როცა დიდი გავიზრდები, შენსავით ლამაზი ვიქნები ?
-რა თქმა უნდა ჩემო პატარავ ! მაგრამ, მაინც რატომ გინდა ასე ძალიან დიდად ყოფნა ? გპირდები ბევრ ნაყინს გიყიდი! მაგრამ, ძალიან გთხოვ მალე არ გაიზარდო!
-იცი, ნაყინები მართლა ძალიან მიყვარს , მაგრამ მარტო მაგიტომ არ მინდა გაზრდა!
-მაშ რატომ გინდა ?
იმ დღეს დედასთვის არაფერი მითქვამს, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ზუსტად არვიცოდი, რატომ მინდოდა ასე ძალიან გავზრილიყავი.. შეიძლება ეს უბრალოდ ბავშობის აკვიატება, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ თითქმის ყველა ბავშვს სურს ... უბრალოდ სურთ და მორჩა! წერტილი!
-ლილუ,
- ხო დე ?!
-მამას დაურეკე და უთხარი, ილია ბაღიდან გამოიყვანოს და სასუსნვებიც წამოგვიღოს! შემდეგ ჩემთან მოდი და ვახშმის მომზადებაში დამეხმარე
-დე, როგორი ბავშვი იყავი ?
-საყვარელი და ფუმფულა (იცინის)
-აჰაამ, და რაზე ოცნებობდი ?
-ათას რამეზე, თვიდან ბეეეევრ სათამაშოებზე ვოცნებობდი, მერე ცოტა გავიზარდე დაა კაბებზე დავიწყე ოცნება, მერე ცოტა კიდევ გავიზარდე და ვოცნებობდი , რომ ქიმიაში მასწავლებელს ჩათვლა დაეწერა ,
-ჰაჰაჰჰააა. მერე ? როცა კიდევ გაიზარდე ?
-მერე, მამა გავიცანი, შემიყვვარდა, უფრო სწორად ზუსტად არ ვიცოდი მიყვარდა თუ არა , მაგრამ როცა ის იღიმოდა , მეც ვბედნიერდებოდი... გაგიკვირდება და მერე კიდევ გავიზარდეთ და დავქორწინდით, შემდეგ ყველაზე დიდი სასწაული გაჩნდა ჩემი და მამას ცხოვრებაში ! და ახლა ის სასწაული ჩემს წინ ზის და ვახშმის მომზადებას არ მაცდის !
-კარგი, კარგი , ასე დავჭრა ?
ვიქნები ეგოისტი და ვიტყვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ოჯახი მყავს! ვიცი, რომ ბავშევბი თვითონ არ ირჩევენ მშობლებს, და ეს ყველაფერი სულ სღვა რაღააცეებზეა დამოკიდებული, მაგრამ არჩევანის საშუალება, რომ მქონდეს დაუფიქრებლად, წამის მეასედებში მივიღებდი გადაწყვეტილებას და ძალიან ძალიან მაგრადმ, ჩავეხუტებოდი მხოლოდ მათ, რადგან ისინი საუკეთესოები არიან, მთელ სამყაროში!
-დილამშვიდობისა ჩემო პრინცესა!
-მა! დღეს დიდი დღეა არა ? ემზადები ?
-მთელი ცხოვრება ველოდებოდი ჩემო სიყვარულო, დღეს შენი დღეა! ეს შენი გამოსაშვები საღამოა და მამას პატარა სიურპრიზი აქვს, მისი პატარა პრინცესასთვის!
-ოჰოო! და რა სიურპრიზია ?
-ნწნწ, ჯერ ვერ გეტყვი! ჩემო პატარავ, შეიძლება ითვას, რომ დღეს შენი ბავშობის ბოლო დღეა ! გახსოვს, როგორ გინდოდა გაზრდა ? ახლა უკვე ჩემი დიდი ქალბატონი ხარ! შენს გაცნობამდე, არვიცოდი რა იყო მამობა! შენ განმაცდევინე გრძნობებს, შორის ყველაზე დიდი გრძნობა მშობლობა! როცა, პირელად გაგიცანი, შემეშინდა, ცოტა დამკლდა, რომ არ გავქცეულიყავი, იცოდე ეს დედას არ უთხრა ! მერე, ხელში აგიყვანე და ყველაფერმა ფერი იცვალა! თითქოს სამყაროს ფერადი საღებავი გადაასხეს! ეს შენი დამსახურებაა! შენს ასაკში მეც მინდოდა მალე გავზრდილიყავი, ეს კარგია, რადგან ახლა ძალიან, ძალიან ბევრ ნაყინს ვჭამ! მაგრამ ზოგჯერ ნაყინი ყელს გვტკენს და ვამბობთ ნეტავ ამდენი ნაყინი არ მეჭამა! ... გილოცავ შენ დღეს ! შენ საუკეთესო ხარ, ჩემი საუკეთესო პატარა გოგო! აბა შენ იცი , დღეს შენი დღა გაერთე, ეს დღე აღარ განმეორდება! შენ უკვე დიდი ხარ !
-მაა! მიყვარხარ !
ადრე ვოცნებობდი , რომ დიდი ვყოფილიყავი! მაგრამ, შევცდი, ოცნება შემეშლაა ! ....
მინდა არასდროს გავიზარდო....



№1  offline წევრი რუთენა

ჰაიკო
რა მაგარი რამეა!!! ყოჩაღ!!!


მადლობა <3 მიხარია თუ მოგეწონა <3

mirandaa31
აუ რა კარგი რამე იყო ❤️

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№2 სტუმარი სტუმარი თათია

მეტირება ☺️ ძალიან მაგარია ❤️

 


№3  offline წევრი რუთენა

სტუმარი თათია
მეტირება ☺️ ძალიან მაგარია ❤️

????❤ შენ ძაან ემოციურო ???? მიყვარხარ ❤????
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent