შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გელოდები


2-07-2018, 22:15
ავტორი candy_candy
ნანახია 1 392

ჩემო სიყვარულო, მენატრები... ვერ წარმომედგინა, თუ ასე ძალიან მიყვარდი, ასე ძალიან შემეძლო შენს გამო დარდი. სად ხარ? ყოველ დღე გელოდები, შენს ზარს ველოდები. მეექვსე დღეა არაფერი მსმენია შენგან. ღმერთს ვევედრები, რომ ცოცხალი იყო. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე. ახლა აზრები ერთმანეთში მერევა და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მიჭირს ფრაზებით გადმოვცე ის, რასაც ახლა ვგრძნობ. ძალიან მეშინია, რომ შენ აღარ მოხვალ, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით, ყველაზე საშინელი აზრები მომდის თავში, მეშინია გაგიჟების. მხოლოდ უფლის იმედი მაქვს, მხოლოდ მისი მჯერა. ვცდილობ მიზეზები მოვძებნო, რათა დავმშვიდდე. როდის მოვა ის წუთი, როცა შენს ხმას გავიგებ, ამას ველოდები და ამით ვცოცხლობ. დღეებს, საათებს და წუთებს ვითვლი. ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი გრძნობა ლოდინია, ლოდინი და გაურკვევლობაში ყოფნა. სად ხარ, რა გიჭირს, რატომ არავის გვირეკავ? რა ჩაიდინე ასეთი... თუ ცოცხალი ხარ, ნუთუ არ ფიქრობ ჩემზე? არ ფიქრობ იმაზე, რომ მე ვნერვიულობ? არ გეცოდები? ხომ დამპირდი, რომ უკანასკნელი იქნებოდა და ასე აღარასოდეს მანერვიულებდი. ვინც ამ წერილს წაიკითხავს, არ ვიცი რას იფიქრებს. შეიძლება ბევრმა ვერც კი გაიაზროს რას განვიცდი ახლა.

ყველა ის ადგილი მიყვარს, სადაც ფეხი ერთად დაგვიდგამს, ყველა ჩვენს საერთო სურათზე ვგიჟდები. გუშინ ძველ შეტყიბინებებს ვკითხულობდი, მინდოდა ოდნავ მაინც დავწყნარებულიყავი, მაგრამ ძალიან რთულია სიმშვიდე შევინარჩუნო. ჩვენი ერთად ყოფნის ყველა წამი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ყველა ის ადგილი, სადაც კი ერთად ვყოფილვართ. ჩვენს საერთო მოგონებებს გულში და სულში ვინახავ და არავის ვუმხელ. ის მხოლოდ ჩვენია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია. არაფერს ვაჭარბებ, უშენოდ ყველაფერი მტკივა. უფლის იმედი მაქვს, ის დაგვეხმარება. ვიცი, რომ შენ ცოცხალი ხარ, უფალი არ დაუშვებდა რამე მოგსვლოდა, ის ჩვენს სიყვარულს იცავს. ვერავის შევიყვარებ შენს გარდა, არავინ მითხრას, რომ ვცდები. რომ დრო გავა და აუცილებლად გამოჩნდება სხვა, შენზე უკეთესი, ვის შეყვარებასაც შევძლებ. ეს სისულელეა, არავინ გაბედოს ამის თქმა. რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ბევრად მეტია, ვიდრე სიყვარული. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, ისიც კი გავიფიქრე, რომ თუ გავიგებ, რომ ამ ქვეყნად აღარ ხარ, მეც არ ვიცოცხლებ. ვიცი, რომ ამის გაფიქრებაც კი დიდი ცოდვაა, მაგრამ ძალიან მეშინია უშენოდ მომავლის. ეს ჯოჯოხეთი იქნება, უბრალოდ არ შემიძლია. გაფიქრებაც კი არ მინდა, არა ეს არ მოხდება, შენ ცოცხალი ხარ და მალე გამოჩნდები. ვიცი, ვიცი, ღმერთი მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არანაირი დამამშვიდებელი არ მშველის, სული მეხუთება. თითქოს სადღაც დახურულ სივრცეში ვარ... ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ ძალიან უშვიათად გამომდის. ვიცი, რომ შენ მოხვალ და ჩვენ ისევ გავისეირნებთ ერთად... არ მინდა იმის დაჯერება, რომ შეიძლება ის ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. მახსოვს მიწა ტალახიანი იყო და შენ მითხარი ხელში აგიყვანო... შენ გამოჩნდები, ვიცი, იმ წამს ველოდები, ვიცი, რომ ახლოვდება... ხშირად ტელეფონში ზარს ვრთავ, მინდა იმის ილუზია შემექმნას, თითქოს შენ რეკავ. დღეს უცხო ნომერმა დამირეკა, დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ იყავი, მაგრამ ვიღაც სხვაგან მოხვდა. საკუთარი თავი მეცოდება... მე შენ მიყვარხარ, აბსოლუტურად ყველა შენი უამრავი უარყოფითი თვისებით. მხოლოდ შენთან ვარ ბედნიერი, არავისთან ურთიერთობა არ მინდა შენს გარდა... ყოველ წამს გელოდები, ჩემო სიყვარულო!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent