შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით ...


5-07-2018, 00:42
ავტორი Dead girl
ნანახია 1 725

“ჩემო,
იმდენი ხანი გავიდა,აღარც კი ვიცი,მაქვს უფლება ასე მოგმართო?! გამოფიტული,ამ წყეულ საწოლს მიჯაჭვული ძლივს ვახერხებ გწერო.
ხომ ხედავ,ძლივს,მაგრამ მაინც ვახერხებ. ეს თეთრი კედლები,უკვე
მაგიჟებს.
მათი სითეთრე ჭკუიდან მშლის. მხოლოდ შენი კანის და თმის ფერი მამშვიდებს.
იცი?!
შენთან მინდა.
უბრალოდ მინდა შენს მკლავს მივეხუტო და ასე ვიყო დარჩენილი ცხოვრება.
მენატრება ეს ყველაფერი,იმდენად მძაფრად,რომ თვალების დახუჭვისას ნათლად შემიძლია წარმოდგენა.
მენატრება შენი სურნელი,ყველასთვის ზედმეტად ტკბილი,ჩემთვის კი იდეალური,რომ იყო და ახლაც,რომ მძაფრად მახსოვს მისი არომატი.

წამიყვანე აქედან.
გთხოვ,წამიყვანე იქ,სადაც ჩვენი ადგილია. წამიყვანე ზღვის სანაპიროზე,რადგან ისევ ვუყუროთ ზღვის ჩასვლას,ოღონდ ამჯერად ზედმეტი ხალხის გარეშე. წამიყვანე ბულვარში,სადაც არავინ იქნება ჩვენგარდა და თავისუფლად მოვახერხებ შენით ტკბობას.
წამიყვანე,გთხოვ წამიყვანე იქ,სადაც ჩვენ გარდა არავინ იქნება,რადგან არ მინდა შენს სურნელს კიდევ ვინმესი შეერიოს.

გუშინ დამესიზმრე,დამესიზმრა,რომ ყაყაჩოების ბაღში ვიდექით.შენ ხუჭუჭა თმას აქეთ-იქით იქნევდი და იღიმოდი,მე კიდევ შენი ყურებით ვტკბებოდი (როგორც ყოველთვის) . მე ხომ ვაღმერთებ შენს კულულებს და დამერწმუნე,არასდროს მომბეზრდება მათი ყურება,ვარცხნა და მათთან თამაში.
მე შენ მიყვარხარ.
ამდენი ხნის შემდეგ.გთხოვ,წამიყვანე აქედან! თავი დამაღწევინე ამ თეთრი კედლებიდან.
აი,ამ წყეულ ოთახში ისევ შემოდის ექიმი. ისევ უხეშად ცდილობს კალამი ხელიდან წამართვას.
ჩემს ვენაში დაუკითხავად შეყავს წამალი,რომელიც მთიშავს,მადუნებს. მაპატიე,რომ ვეღარ ვაგრძელებ შენთან საუბარს.
სიყვარულით ... “



№1 სტუმარი Lizakeku

Mikvarxaaarlizaaaa

 


№2  offline წევრი Dead girl

Lizakeku
Mikvarxaaarlizaaaa

Mec spunsila

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent