რატომ გვაშორებენ?!
ჩვენ დაგვაშორებენ. ასე გამომიცხადეს, ნარკომანის შვილია და მომავალს გაგიფუჭებსო. კარგი და ბედნიერი ცხოვრება არ გინდაო? თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. სხვა გზა არ მქონდა. იმდენს იზავდნენ, ბოლოს მაინც ისე მოხდებოდა, როგორც თავად სურთ. ჯერ არ იცის ჩემმა სიყვარულმა. არ იცის, რომ ვშორდები. ვერ ვეუბნები. ვიმალები, რადგან არ მინდა მისთვის გულის ტკენა. ვერ ვიბრძვი. ვტირი. მაგრამ მაინც ცუდად ვარ. ვერ ვიცლები და ეს ყველაზე მეტად მაგიჟებს. ახლი წელი მოდის, მაგრამ არ მიხარია. რა აზრი აქვს ისეთ წელს, რომელშიც შენს საყვარელ ადამიანთან ერთად არ იქნები... პირველად მიყვარს. პირველად ვგრძნობ რაღაცას, აქ გულში... მაგრამ რა აზრი აქვს?! გვაშორებენ... ვერ ვიტან ამ ცხოვრებას. ღმერთო, როგორ მინდა, მეც ნარკომანის, მკვლელის ან ქურდის შვილი ვიყო. მამაჩემიც რაღაცაში იყოს დამნაშავე. მერე აღარ ექნებოდათ სათქმელი... ვეღარ დამიშლიდნენ ჩემს სიყვარულთან ურთიერთობას... ვეღარ დამაშორებდნენ. როგორ ვუთხრა? როგორ ვუთხრა, რომ ვშორდები? როგორ გავანაწყენო? როგორ ვატკინო გული? მაგრამ მე ხომ ყველაზე ძალიან მტკივა ახლა? მარტოს მიწევს ამ ყველაფრის გადატანა. სულ მარტო ვარ. ეულად. თითქოს ყველას ესმის ჩემი და ამ დროს საერთოდ არავის. ვერავინ ხვდება, თუ რა იმალება ჩემი ღიმილის უკან. ვერავინ ამჩნევს ჩემს დასიებულ თვალებს... ტირილისგან დასიებულს. ან ამჩნევენ და არ იმჩნევენ. ახლაც ვტირი. ახლაც მტკივა. ვიხსენებ. თითოეულ მომენტს ვიხსენებ და შიგნიდან რაღაც მეწვის. სიკვდილი მინდა... მინდა, მანქანამ გამიტანოს. ან რამე ისეთი მოხდეს, რაც შემიწირავს. ღმერთო, რატომ მიმეტებ ამ ტკივილისთვის? ან თუ მიმეტებ, ბოლომდე გამიმეტე. შენთან წამიყვანე. მომაშორე ამ სამყაროს. სხვაგან მაცხოვრე. აქ ვეღარ ვძლებ. აქ ადამიანები აღარ ცხოვრობენ. სიყვარული არ იციან... სიყვარულის არ სჯერათ. და როცა ადამიანს სიყვარული არ შეუძლია, ან მისი არ სჯერა, განა ის ადამიანია?! გთხოვ, გემუდარები... წამიყვანე. მომაშორე აქაურობას. აღარ მინდა. ვეღარ ვძლებ. სიმშვიდეში ყოფნა მინდა. ჩემი სიყვარული მინდა. ჩემი ერთადერთი მინდა, მაგრამ მაშორებენ... პირველი დღე მახსოვს. პირველი, და ბოლოც მახსოვს. ვიცინოდით, ბევრს ვხუმრობდით. რა ვიცოდი, რომ კვირის ბოლოს მასთან დაშორება მომიწევდა. ვერ შეველევი. თავს შევაკლავ და ვერ დავშორდები. ვერავის დავუჯერებ. მაგრამ ვის ვატყუებ? ვიცი, რომ უსუსური ვარ ამ სიტუაციაში. ვიცი, რომ იქითა კვირას, ზუსტად ამ დროს, ის ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნება. მაგრამ იქნებიან მოგონებები. მოგონებებით ვიცხოვრო? და რომ არ შემიძლია, რა გავაკეთო? დანაშაულიაო და აბა რა ვქნა? ასე ვიცხოვრო?! სამყაროში, სადაც ჩემი არავის ესმის. სამყაროში, სადაც ფული და კარგი ტანსაცმელია პირველ ადგილზე დაყენებული. სამყაროში, სადაც ფულიანი ხალხი ჰყავთ გაკერპებული. სამყაროში, სადაც ერთმანეთი სძულთ, მაგრამ მაინც ერთად ატარებენ დროს. სამყაროში, სადაც სიყვარული დაივიწყეს. სამყაროში, სადაც სხვისი ცუდად ყოფნა ჰქვრით ბედნიერებას. რა მინდა აქ? რატომ მიმეტებთ? წამიყვანე... მე არ ამირჩევია ასე ცხოვრება. მე არ მინდა აქ. არ მინდა სიყვარულის გარეშე ყოფნა. რატომ მაშორებენ?! ........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.