შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოდმყოფობა


7-07-2018, 01:46
ავტორი ფაკირი
ნანახია 1 178

რა უფრო გაშინებს? მოულოდნელად მოვარდნილი ქარიანი წვიმა თუ მარტოობა?
ვიღაც აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის სკვერში მიდიხარ საღამოს,
ჯდები სკამზე და ელოდები, არც იცი რას.
გადასწვრიმ მდგომი ხუთ სართულიანი ბინის ყველა მცხოვრებს აკვირდები.
მესამე სართულზე მოხუცი წყვილი ცხოვრობს,
ხან ფიქრობ , რომ ტელევოზირში ხმამაღლა ჩართული რომელიღაც თურქული სერიალი მარტოობას მათ სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს.
შენ კი, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე ერთი კვირაა უღალატოდ დადიხარ ამ სკვერში მაინც ვერავინ გამჩნევს.
მხოლოდ მარტოობა გიზის გვერდით.
იძირები ფიქრებში და ვერც ამჩნევ, როგორ იწვება შენ ხელში ის სიგარეტი, რომელიც ტუჩებთანაც კი არ მიგიტანია.
ბოლოს , მაშინ როცა ჩამწვარი სიგარეტის სითბო საჩვენებელ და შუა თითს მოუახლოვდება, ადგები, აუყვები კიბეებს და გაგეცინება, როცა მიხვდები რომ ყველა ასვლაზე სხვადასხვა რაოდენობის საფეხურს ითვლი.
შენი აღმართი.
უფრო სწორედ ნუცუბიძის პირველი აღმართი.
კიბეები,
ეზოში მჯდომი მეზობლები
და სახლი
ავეჯით სავსე
ცარიელი სახლი.
შენ კიდევ ერთ ღამეს ათევ.
კიდევ ერთხელ გეხმაურება , ვიღაცის ხმისჩამხლეცავი ხველება.
ამ დროს გრძნობ რომ
არ ხარ მარტო!
ეჭიდები რკინის მოაჯირს,
ხუჭავ თვალებს და ღიღინებ.
ღიღინებ და ცდილობ მარტოობის ყველა კვალი გააქრო.
ზემოდან ვიღაც გეხმიანება...
იცი რომ გისმენენ,
იცი
და გინდა
მკერდზე საბურველად დადებული კანი გადაიძრო,
გაიხსნა,
ყველას ის გრძნობა გამოუშვა ,რომელსაც სიმშვიდის უკან მალავ.
ისე წვიმს,
ისევ გინდა გამოაღო შენი ბინის კარი,
აირბინო კიბეები,
დააკაკუნო,
ლოდინისას ნერვიულად იცინო,
ტუჩები დაიკბინო,
ფრჩხილები დაიჭამო
და საბოლოოდ თქვა,
რომ გჭირდება,
რომ დაბრუნდი იქიდან, სადაც არც არასდროს წასულხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent