შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ


11-07-2018, 12:17
ნანახია 2 639

შენი ღიმილი საოცრად მაგიჟებს,სისხლსაც კი მიდუღებს და თან მატირებს.შენი თვალები მზესავით კაშკაშებს,შემოხედვისას გულიც კი კანკალებს.შენი თითები ლერწმის ტანს წააგავს უფუნჯოდ,უფანქროდ სიყვარულს დახატავს.შენი სურნელი ჩემს გულში ტრიალებს,ამოსუნთქვისას ფილტვები ღრიალებს.სადაც შენ წახვალ,მეც იქ ვიქნები.სიზმარში ზღაპრებად მოგევლინები.სადაც იტირებ მეც იქ მოვკვდები,ზეცაში,უფსკრულში შენთან მოვხვდები,ღმერთივით მაღლიდან შენზე ვიზრუნებ.ყველაფერს მიიღებ რასაც შენ ისურვებ,დაგხატავ ფერებში როგორც სიყვარულს თავს აგარიდებ სიბრალულს,სინანულს.წაგიყვან ჩემთან გაჩვენებ სამოთხეს,ისე შორს წაგიყვან რომ ღმერთი გამოჩნდეს.გაგათბობ გაყინულს,უჩემოდ დარჩენილს გაჩუქებ ყვავილებს ქვეყნიდან განდევნილს.სამოთხის კარიბჭეს მხოლოდ შენ დაგითმობ,ცივ სხეულს უკვდავი ტუჩებით გაგითბობ.ილუზიებით არა ვარ დამთვრალი,არც რეალობაში არა ვარ გამქრალი,უბრალოდ გრძნობებში ვყოფილვარ დამდნარი,სიყვარულისგან გიჟი ვარ გამხდარი.მიყვარხარ-ვამბობ და სიტყვებით ვერ ავღწერ,ამ გრძნობას ფურცლით და კალმებით ვერ დავწერ.მიყვარხარ-რას ნიშნავს თვითონაც არვიცი,ამ გრძნობას უგულო მომკვდარიც განვიცდი.სიზმარშიც შენს სახელს ხმამაღლა ვყვირივარ,არ გეგონოს რომ უბრალოდ გიჟი ვარ.რომ მეკითხები გაკოცო? ვინა ხარ? მაკოცე სულელო,მე შენ მიყვარხარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent