მოვალ
მოვალ მოგიტან იანვრის სიცივეს მე კი ვიქნები შენთვის ზაფხული მე ვერ ჩაგაცმევ შენ ამ სიცივეს როგორ მიყვარხარ შენ ხომ იცი ეს! მე შენ გაჩუქებ ცრემლიან ვარდებს რომელსაც ჩემი თვალები ასველებს მინდა შენს გულში ეს გრძნობა ჩანდეს უშენოდ ამ ქვეყნად რა დამასვენებს! ყოველთვის დაწერს შენზე კალამი შენი სახელი ჩემს გულში სუფევს როცა პირველად მითხარი სალამი მაშინ შეუყვარდი ამ გულს სულელს! იცი ამ ქვეყნად სამოთხეს მიგავხარ და ამ გრძნობით გიწოდე ჩემი ედემი მე შენ ხომ ამ ქვეყნად ძლიერ მიყვარხარ იმ ქვეყნადაც კი ვერ დაგნებდები! უშენოდ იცი შიშით დუმს გული და ცხოვრებასაც აზრი არაქვს შენთვის შემიძლია დავთმო სული ეს სიყვარული მე გულით დამაქვს! უშენოდ ცხოვრების სურვილი არმაქვს ყველას მირჩევნიხარ მინდა ეს იცოდე მე შენს გარეშე თავი ვერ გამაქვს ამას მირჩევნია ჯოჯოხეთში ვიწვოდე! და შენ თუ მაინც ადგები წახვალ შენ ჩემში რჩები სიცოცხლის ბოლომდე ფიზიკურად თუ ჩემთან არ იქნები ჩემი გულიდან ვერასდროს გახვალ! და თუ ყველაფერი დათმე და დანებდი მე ამ სიყვარულს ვერ გავიქრობ გულიდან იცი ამ გრძნობით უკვე დავბერდი და თავს ვეღარ დავიხსნი ამ სიყვარულიდან. შენ თუ მიდიხარ და მემშვიდობები მე ამ თამაშიდან არასდროს გავალ მე ვერასდროს ვერ დაგემშვიდობები უბრალოდ გაგიღიმებ და გეტყვი კარგად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.