შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეირგე ის რაც გაქვს.....


11-07-2018, 16:08
ავტორი crazygirl27
ნანახია 1 285

სიტყვა ''ურთიერთობა''-ზე პირველად დავფიქრდი და ეს არის ''ერთობა'' ძირითადად ორი ადამიანის თუ ეს სასიყვარულოა ან მეგობრების, დაქალების, ძმაკაცების და ასე შემდეგ.. გააჩნია ვის რისი სჯერა...
აქამდე ვწერდი რჩევებს მაგრამ დავფიქრდი და ვხვდები რომ უკეთესი იქნებოდა გადმომეცა ის სიხარული და ის ეგოისტობა რაც მე გამაჩნია. ბევრი იქნებით ჩემხელა, 20 წლის ვხდები და ჯერ რა მაქვს გამოვლილი? მხოლოდ ბავშვობის რაღაც კადრები მახსოვს შემდეგ კი უცბად გავიზარდე, სიმართლე რომ გითხრათ წერას ყოველთვის ვერიდებოდი, გავურბდი დღიურებს ბავშვობიდან, რატომ? იმიტომ რომ არც მათ არ ვენდობოდი.. ერთხელ დავწერე ვიღაც ბიჭი რომ მომწონდა და დედაჩემმა წაიკითხა, რომ გადავშალე მისი ნაწერი ვნახე ბოლოში და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დღიურმა ''მიღალათა'', ''გამყიდა''.. ამის მერე არ მაქვს არანაირი სურვილი რამის წერის.. რაც შეეხება ჩემს დადებულ ისტორიებს დამეხმარა იმაში რომ სწორად მეფიქრა და ისეთი რაღაც გამეკეთებინა რაც აზრიანი იქნებოდა. ჰოდა ამ საიტის დახმარებით მინდა გითხრათ რომ დააფასეთ ის რაც გაქვთ, თვალს ვერ ვუსწორებდი იმ ფაქტს რომ ეგოისტი ვიყავი, სულ უკმაყოფილო ყველა-თი და ყველა-ფრით. ეს ძალიან მწარე აღმოჩნდა, ალბათ ჯერ არ მყავს დაკარგული ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ვიზეც ვწერდი ხოლმე რაღაცეებს და კიდევ კარგი დვხვდებოდი რომ ჩემი ბრალიც იყო რაღაც. ჩემი ბრალია ის ბავშვური და უაზრო აკვიატება რაც ახლა მჭირს! და ნეტა იცოდეთ როგორ მინდა უბრალოდ ჩამოვირეცხო ეს საზიზღარი აზრები და ვიყო ისეთი ბავშვური და ლაღი როგორიც რეალობაში ვარ. ეს სოციალური ქსელი მანადგურებს, აქ ვჩანვარ ისეთი როგორიც არ ვარ. იცოდეთ რომ არ დაკარგოთ საყვარელი ადამიანები, დათმეთ ის რაც ბედნიერს გაგხდით მასთან და იცოდეთ რომ თუ ერთხელ გამოჩნდა ადამიანი რომელიც აქამდე არ გყოლიათ ყველაფერი გააკეთეთ მის შესანარჩუნებლად. მე მყავს ასეთი და ვარ ბედნიერი, უბრალოდ მეშინია იმის რომ საკმარისად კარგი ვერ ვიქნები, ვერ დავანახებ მას იმას რაც გულში მაქვს და იმას რაც შინაგანად ვარ. მაგრამ ვფიქრობ დღემდე იმიტომაა ჩემთან რომ დაინახა როგორი ვარ და ამის გამო ვერ მთმობს. გიყვარდეთ ერთმანეთი და ეცადეთ თუ ოდესმე რამე უაზრო აზრი, ცუდი, ბილწი, ეჭვი, უხამსობა, აგეკვიატებათ არ მისცეთ უფლება ბოროტად და ქაჯად გადაიქცეს თქვენი ნაზი სული, ეს ყველაფერს დაანგრევს. მე მივედი ამ საზღვრამდე არაერთხელ და მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა, ახლა კი მივხვდი მადლობა ღმერთს რომ ახლა და ვეძებ იმ გზას სადაც ვერ მომერევა ბოროტი ფიქრები და აზრები.



№1 სტუმარი Allisabeth allisabeth

ძალიან მომეწონა, კარგად დაწერე ????

 


№2  offline წევრი crazygirl27

მადლობააა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent