შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის ალერსი


14-07-2018, 17:58
ავტორი Mathilda666
ნანახია 1 336

სუსხიანი დილაა,უხეში ნიავი კანზე მიფათურებს ხელებს ჩემდა დაუკითხავად.ღრუბელი მიწაზეა ჩამოსული და ცდილობს ბურუსში გაგვახვიოს.
    მე და შენ ვწევართ საწოლში და ყველა ფანჯარა ღია გვაქვს.ეს სუსხი თითქოს სიამოვნებაა, არა?!დღეს გარეთ არ გავსულვართ.გადავწყვიტეთ, გავრიყულიყავით ამ სამყაროს ერთ პატარა ოთახში და აქედან გვეყურებინა ყველაფრისათვის.შენ თბილი სიყვარული იცი.მკლავებში რომ მომიმწყვდევ, ყველაფერი ლღვება და ვიძირები საამო სითბოში, ჟრუანტელი მივლის და თავს დაცულად ვგრძნობ.მთლიანად შესისხლხორცებული მყავხარ და ასევე შენ- მე!
     წვიმის წვეთების ხმა გვესმის!იცი როგორია?!სახურავს ნელა და თანმიმდევრობით მიჰყვება.საამო მელოდიას ქმნის და ქრება მთლიანი ქაოსი.
მე და შენ ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მტკივნეულია თითქოს რაღაც წამები, მაგრამ ახლა, როდესაც ვსხედვართ ამ წვიმიან ამინდში,მოყუჟულ ოთახში,მე და შენ, ყველაფერი გამქრალია.უბრალოდ ქაოსი არ არსებობს იმიტომ,რომ ამ მთელ მსოფლიოში მხოლოდ მე და შენ ვართ.ვფიქრობთ,ვოცნებობთ, ვსუნთქავთ,რაც მთავარია, ერთმანეთით ვსუნთქავთ.სიმშვიდეა, მაგრამ არა-დაძაბულობა.ზოგჯერ ეს სიმშვიდე სასიამოვნოა.უნდა იჯდე უბრალოდ ჩუმად და იფიქრო.ფიქრში თანამოზიარე კი ბედნიერებაა.
შენ წამოდექი, ფრთები გაშალე,ღრმად ამოისუნთქე და სიგარეტს მოუკიდე.ძალიან მოგიხდა ამ ამინდში სიგარეტი, მაგრამ შენ თვითონ დაარღვიე სიჩუმე და მკითხე:-სწორია ასეთ ჰაერზე,რომ ვეწევი?!არაფერი გიპასუხე, რიტორიკული კითხვა იყო და უბრალოდ გაგიღიმე.ისევ გადავეშვი ფიქრების მორევში და ამ დროს წელზე ხელები ვიგრძენი.სიცივეში მაინც თბილი ხელები.ისევ ჩუმად ვიყავით ,შენ კი ხელებს დაასრიალებდი მთელ ჩემს სხეულზე.თითქოს იცოდნენ თავიანთი მიმართულება. მე ხმას არ ვიღებდი.კისერში ორი ტკბილი ბაგის ალერსი ვიგრძენი.ინსტიქტურად გვერდით გადავხარე და უფრო ძლიერად მაკოცე.სახე დაგიკოცნე:ლოყები,ყვრიმალები, ნიკაპი,ტუჩის კუთხეები,ტუჩები, თვალები,თვალის კუთხეები,შუბლი და ბოლოს თავი დაგადე მხარზე.შენ თვალები დახუჭული გქონდა და ისევ იმ მომენტზე ფიქრობდი სახე,როცა დაგიკოცნე.მერე მითხარი ,,მუცელში ჟრუანტელმა დამიარაო" და შუბლზე მაკოცე.ჩვენ ორს გარშემო ბრუნავდა ყველაფერი, თითოეული ადამიანი და საგანი.
გაისმა კითხვა:-მზად ხარ?!
და მიიღე პასუხი:-დიახ.
  
   



№1  offline წევრი Mathilda666

mirandaa31
მომწონს შენი ჩანახატები, კარგია.

ძალიან დიდი მადლობა ❤️

ელპინი
აუ, როგორი კარგი იყო. ♡

დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent