შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საძულველი აპრილი


14-07-2018, 22:48
ავტორი Flash
ნანახია 1 005

ჩვეუებრივი სასიყვარულო ისტორია არ არის,ჩემზეა.არვიცი რატომ დავწერე აქ უბრალოდ თითქოს დავიცალე ყველაფრისგან,მადლობას გიხდით თუ წაიკითხავთ.

---------------
აპრილის 28, ერთდროს უმნიშვნელო თარიღი ახლა უკვე საძულველი გამიხდა. რატომ? ამ თვეში იძულებული გავხდი მიმეტოვებინა ყველაფერი და გადავსულიყავი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად რთულია მოსცილდე ყველადერს რაც გიყვარს. მოსცილდე ქვეყანას, სახლს, შენს ოთახს რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობდი თავს, ნათესავებს, მეგობრებს და დაქალს რომელიც ერთადერთი გყავდა. დამეთანხმებით ძნელია. ზოგი ფიქრობს რომ ჩემნაირი უემოციო ადამიანისთვის მარტივია რადგან არასდროს ვიმჩნევ რა მტკივა ან რა მიხარია, ყოველთვის ერთნაირი სახით დავდივარ. მაგრამ ჩემს დაქალთან და ნათესავებთან არ შემიძლია მოწყენილი ვიყო, პირიქით ყველაზე მხიარულად მე ვარ ჩემი სასაცილო რეპლიკებით(თავის ქება მიყვარს). მოდი მოგიყვებით რა ხდებოდა 2016 წლის გაზაფხულზე, მამამ უეცრად მახარა რომ ამერიკაში მივდიოდით, გამიხარდა მაგრამ მოსალოდნელ განშორებაზე რომ დავფიქრდი აზრი შემეცვალა. მთელი 1წლის განმავლობაში მშობლებს ვთხოვდი რომ საქართველოში დავეტოვებინე, ამ პერიოდში საბუთებს ვიკეთებდით. მე სასტიკ უარზე ვიყავი, არასდროს არ მიყვარდა ჩემი სახლისგან შორს წასვლა თუნდაც ბებიასთან ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ ვჩერდებოდი და ისევ ჩემს სახლში გავრბოდი.თან გახსნილი არ ვარ ყველასთან და მხოლოდ ერთი დაქალი მყავს რომელიც ქვეყანას მირჩევნია. ჩემს დაქალს არ დავემშვიდობე ისე წავედი მაგრამ რაც ამერიკაში ვიყავი შემიძლია დავიფიცო რომ დღე არ გასულა ერთმანეთისთვის არ მიგვეწერა. უბრალოდ არ შეგვეძლო ლაივში დამშვიდობება. ეს ორივემ კარგად ვიცოდით, წინა დღით სანამ წავიდიდი პირველად ვიტირე, ვიცი ხმამაღალი ნათქვამია პირველად მაგრამ სიმართლეა, ტელეფონზე ველაპარაკებოდი რომ ვუთხარი სახლი დაცალეს უკვე თქო, შემდეგ სიჩუმე იყო რასაც მისი სრუტუნი მოყვა და შემდეგ ტელეფონის გამაღიზიანებელი ხმა, გარეთ გავედი და ვსეირნობდი და თან ვტიროდი. აეროპორტში ყველა ჩემი ნათესავი იყო და ყველა ტიროდა მხოლოდ მე ვიღიმოდი, არა იმიტომ რომ ტირილს სისუსტედ ვთვლი ან იმიტომ რომ მე არ მტკიოდა, უბრალოდ მე არ შემეძლო უარესად დამემძინებინა სიტუცია. ჩემმა მეგობარმა ხუმრობით ისიც მითხრა უგულო ხარ შვილოო მაგრამ მანაც კარგად იცოდა სინამდვილეში რასაც ვგრძნობდი. მე და ჩემს დაქალს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, და არ ვაბუქებ! ჩვენი ლექსიკონი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი, არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს და რაც მთავარია ვენდობით ერთმანეთს და გაჭირვებაშიც და ლხინშიც ერთმანეთის გვერდით ვართ. ასეთი სიტუაციები ბევრი იყო და ჩემი საყრდენი მხოლოდ ის იყო, მე კი მისი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოც.ქსელებს, ისინი რომ არა არ ვიცი რა გვეშველებოდა ყველაფერი ერთად გადავიტანეთ ცალ-ცალკე მაგრამ მაინც ერთად, მისი გამოცდები თუ ჩემი, მისი ბანკეტი და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ამბები. ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის დროით ვცხოვრობდით და ეს სულაც არ გვაწუხებდა, მიიხედავად იმისა რომ დღე და ღამე არეული გვქონდა. ვცდილობდით ხშირად არ გველაპარაკა იმაზე როდის ვნახავდით ერთმანეთს. მომენატრესაც არ ვწერდით ხშირად იმიტომ რომ ისედაც ვიციდით, სიტყვები ჩვენთან ყოველთვის ზედმეტი იყო რადგან ერთმანეთის ისედაც გვესმოდა. ჩემი დაბრუნება ორივესთვის საყვარელ თარიღად დარჩა, ერთმანეთს ვერ ვშორდებიდით ძლიერად ვეხუტებოდით და არც გვინდოდა ერთმანეთის გაშვება. გიჟებივით ვიცინოდით, არავინ და არაფერი გვაინტერესებდა. არ ვიცი ამას რატომ გიყვებით თქვენ, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მადლობელი ვარ მისით და ბედნიერი რომ ისევ ვნახე ერთი წლის და ორი თვის შემდეგ უბრალოდ მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერება და გვერდით მისნაირი ადამიანი მაგრამ არა ის რადგან ძალიან ეჭვიანი ვარ და ისედაც მეყოფა ამ ერთი წლის და ორი თვის განმავლობაში რაც გადავიტანე ის მაინც ჩემთანაა და ის საოცარია მადლობა მას და თქვენ ჩემს ნაჯღაპნს რომ კითხულობთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent