გვირილებით მოვირბენ შენთან... (თ.ჯ)
მე გაზაფხულზე გვირილებით მოვირბენ შენთან, მოგიტან ვარდებს, ყოჩივარდებს მოგიტან ჩემო... მოვალ უმზეოთ, აპრილის თვეს მოგიყვან ჩიტებს, და დაგაჯერებ, რომ ბავშვები კვლავ მოჰყავს წეროს! მე გაზაფხულზე, აპრილის თვეს მოვიყვან შენთან, ამ გაზაფხულზე ვარდობის თვეს ვიქნები შენი... და გაგახარებ, ყოველ დილით გამთენიისას, თავს რომ შეგაწყენ ჯერ არ ნახულ ლექსების წერით! ამ გაზაფხულზე, მარტის თვე, რომ ენძელებს უხმობს, ამ გაზაფხულზე, აპრილი, რომ კვირტებს შლის ატმის, მე დაგარწმუნებ, რომ სიცოცხლე, სიცოცხლეს უხმობს, მე შენთან მოვალ გაზაფხულზე, აპრილში, ბარტყით... ამ გაზაფხულზე... გვირილებით მოვირბენ შენთან, მოგიტან ვარდებს, ყოჩივარდებს მოგიტან ჩემო... მოვალ უმზეოთ, აპრილის თვეს მოვყვები ჩიტებს, შენც დამაჯერებ, რომ ბავშვები არ მოჰყავს წეროს! თამარ ჯიშკარიანი 19.05.2016. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.