შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა–იცხოვროს,და არა–იარსებოს


14-07-2018, 22:49
ავტორი Someone wandering
ნანახია 12 158

ცხოვრება,ბრძოლის ველი თუ სიკვდილთან მიმავალი გზა?დარწმუნებული ვარ პირველი. ცხოვრება, ბრძოლა თუ შეგუება? რა თქმა უნდა პირველი. ის ძალიან უცნაური,მრავალფეროვანი,სასიამოვნო,თუმცა ზოგჯერ უსიამოვნებებით სავსე და ძალიან ვერაგია.
ცხოვრება მშვენიერია
ცხოვრება მწარეა
ცხოვრება ხანმოკლეა
ცხოვრებაში შენი ადგილი უნდა დაიმკვიდრო
ცხოვრება უბრძოლველად იგივეა,რაც მოედანი ბურთის გარეშე
ცხოვრება წიგნის მსგავსია. მან უნდა გასწავლოს,წიგნმა კი დაგაფიქროს,წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე უვარგისია
და მაინც,ვთვლი რომ ცხოვრება ის ამოუცნობი ობიექტია,რომლის შესწავლაც ჩვენ ძალებს აღემატება.
''ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს.''
ჯეკ ლონდონის ამ ციტატაში ღრმა აზრი დევს,მთავარია ყველამ გავითავისოთ ის,თუმცა ბევრი სხვადასხვა კუთხით დაინახავს მის არსს ,სამყაროც ხომ ასეა მოწყობილი? ყველა სხვაგავრად აღიქვამს მას,სწორედ ამაშია ამქვეყნიერი ცხოვრების ხიბლი. მშობელმა შვილს კაცთმოყვარეობის მაღალი გრძნობები უნდა შთაუნერგოს,უნდა მისცეს საფუძველი მის ცხოვრებას,რომელიც ჭეშმარიტების პოვნაში დაეხმარება.თითოეული ადამიანი განსახვავებულია საკუთარი შეხედულებების,პრინციპების,სურვილებისა და დასახული მიზნების არსებობით. თუმცა ყველა ვიბრძვით მთავარი ფასეულობისთვის-სიცოცხლისთვის. ჩვენ ვარსებობთ,თუმცა მთავარს უნდა მივაქციოთ ყურადღება,თუ რას ვთოვებთ,ალბათ ყველას საფიქრალს წარმოადგენს ის,თუ რა სარგებელს მოვუტანთ ქვეყანას,ან იქნებ მსოფლიოს?ბევრს აქვს იმის ამბიცია,რომ შეცვალოს სამყარო!სრულებით შესაძლებელია ერთმა ადამიანმა თავისი ძალისხმევით შექმას ისეთი ღირებული რამ, რაც ხალხს აღტაცებაში მოიყვანს, მთავრია მონდომება,საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა.
პირველ რიგში ადამიანს ღირსება უნდა გააჩნდეს,ის ერთადაერთი სამოსია, რომელსაც ვერავინ გახდის, ის პატივდებული მდგომარეობაა,რომლის არსებობაც პიროვნებად გაქცევს. ყველაზე რთული პროფესია ადამიანობაა. დრო-ეს არის მატიანე,რომელიც ადამიანის არსებობას რეალობად აქცევს,ყოველგვარ იმას რასაც შენ აკეთებ ამ ცხოვრებში, წარუშლელ ლაქად რჩება. იმაზე უნდა იფიქრო,თუ რისი მატარებელი იქნება ეს ლაქა,რასთან ასოცირდება ის მოგონებები,რასაც დრო დაიტევს?
ადამიანს შეიძლება იმ სულიერი ტკივილის დაძლევა გაუჭირდეს,რაც საყვარელი ადამაინის დაკარგვასთან ასოოცირდება.
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში
საყვარელი ადამიანის ნდობის დაკარგვა
საყვარელი ადამიანის მიმართ უდიდესი იმეგდაცრუების გრძნობა
საყვარელი ადამიანის არსებობა,რომელიც გასულდგმულებს,ამქვეყნიურ ყოფას გიმსუბუქებს,თუმცა ზოგჯერ სამყაროს ჭეშმარიტებას გაშორებს და ერთ დიდ მორევში გითრევს. რომ შემეძლოს იმ ტკივნეულ დღეთა ერთ დიდ ყუთში თავმოყრა, რაც სულიერად მძრავს,შიგნიდან რაღაც არაამქვეყნიური ტკივილით მწვავს და დაღს მასვამს ზღვას გავატანდი,თუმცა ამისთვის გამბედაობისა და ყუთის არსებობაა საჭირო. თუ მოვინდომებთ გამბედაობას მოვიკრებთ და ყუთსაც მოვიპოვებთ.
რა არის ადამიანის მთავარი ღირებულება? ღირებულება სწორედ იმ ინტერესებისა და მიზნის გათვალისწინებაა,რაც ადამიანს გააჩნია. მთავარია როგორ ვცხოვრობთ,რისთვის ვიღწვით და როგორ ვასრულებთ ჩვენ მისიას,რამდენად კმაყოფილი ვართ იმ შედეგით,რაც ჩვენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ? ზოგჯერ იმედგაცრუება გვეუფლება,ვფიქრობთ, ''იქნებ მეტი შემეძლო''? ეს მართალია. მანამ უნდა ვიბრძოლოთ,სანამ არ დავეცემით, ყოველი დაცემა საფუძველი უნდა იყოს ფეხზე წამოდგომისა,ეს უნდა გვაძლიერებდეს. ტკივილი უნდა იყოს მიზეზი ჩვენი სულიერი სიმტკიცისა.რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ,უნდა შევეცადოთ ამ ქვეყანას ისე მოვერგოთ,რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ,საკუთარ ბედს თავად ვქმნით,თავად ვიჩვევთ ამქვექნიურ ყოფას და ვიბრძვით ინდივიდუალურობისაკენ.
საკუთარი თავის იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა გქონდეს,არავის უნდა მისცე უფლება თავისი მარწუხების ქვეშ მოგაქციოს.შენ არ უნდა იარსებო,შენ უნდა იცხოვრო,რადგან არსებობენ-უსულოები და ცხოვრობენ-სულიერები. სწორედ ის,რაც განგვასხვავებს ყველა დანარჩენი სულიერისგან ადამიანებს არის-კულტურა.სწორედ ესაა ის,რაც ადამიანებს გამოგვარჩევს და განსხვავებულს გვხდის. გვაქვს უფლებები,ინტერესები,თავისუფლება,მიზნები და რაც მთავარია შეგვიძლია წარსულის,აწმყოსა და მომავლის ერთმანეთთან დაკავშირება,რომელიც აზრობრივ საკითხს ეხება. სწორედ ასეა,კულტურა ქმნის ადამიანს,ხოლო ადამიანი ქმნის იმ ღირებულს,რაც მისთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს-ცხოვრებას.



№1  offline მოდერი Someone wandering

ჰაიკო
ვაა! რა კარგია!!

დიდი მადლობა heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი Georgi

ძალიან კარგი თემაა მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent