შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდად მეცხოვრე ოცნებებში


18-07-2018, 05:39
ავტორი krimcova19
ნანახია 1 119

მე და ის ისევ ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ,მას თეთრი მუხლსზევით,მთლიანი კაბა აცვია, მხრებამდე შეჭრილი თმები ზურგზე აქვს გადაყრილი, მასში ყველაფერი საზღვარია თითქოს , არ სცდება მკლავებს,მხრებს,მუხლებს, არ არის ჭრელი. სახე და კაბაც ორივე თითქმის ერთნაირად თეთრია ,თვალები კრისტალური ცისფერი და თმები ყორანივით შავი .მე კი... ჭრელი და არასტანდარტული ვარ ყველანაირად ,გრძელი, ყვავილებიანი ქვედაბოლო და ტოპის გაურკვევლი ფერის ზედატანი მაცვია. ქერაში არეული წითელი თმები ქაოტურად მაქვს გაჩეჩილი. მე ყავისფერი თვალები მაქვს, მისი თვალებისგან განსხვავებით ჩემსაში ცისფერ კრისტალებს ვერ აღმოაჩენ, კანი რძისფერია...
სასაცილოა მაგრამ მე და ის გასაოცარ კონტრასტს ვქმნით. სურათია შეშლილი ქალისა და მოკრძალებული მანდილოსნის. ჩვენ წლების შემდეგ ,ისევ ვსხვედვართ ერთმანეთის პირისპირ და თვალებით ვუყვებით ერთმანეთს ერთმანეთის გასაჭირს და თითქოს ყოველ წამს გვერდით ვუდგავართ მე მას, ის კი მე .
ვეღარ ვიკავებ თავს და გრძნობებ და დარდმორეული ალქაჯივით ვიწყებ ჩემს მონოლოგს ის კი გაყინული მზერით მიყურებს

იცი ?! თითქმის ყოველდღე ვეკითხები ჩემს თავს : როგორ ხარ? ვეკითხები და პასუხს ვერ ვპოულობ ,მხოლოდ აკანკალებულ ხელებს და საგრძნობლად აჩქარებულ გულის ცემას ვგრძნობ. მხოლოდ იმას, რომ ვერ შევქმენი ჩემი თავი იმად, რაც მე მინდოდა და ვერ შევდექი იმ ადამიანად, ვინც მე მინდოდა. ვერ გავხდი ის, რაც მე გულით და სულით მსურდა. დავნებდი და ეს მაღიზიანებს...! არც მეტირება იცი?! ცუდად ვარ ... იმ დონემდე ცუდად, რომ საშინლად ვგრძნობ თავს, ყველა და ყველაფერს გავშორდი .ასე მგონია სულ სხვა გარემოში ვსუნთქავ და ჩემი არვის ესმის, თითქოს მინის მეორე მხრიდან გამკივანად ყვირის ჩემი მეორე ,ნამდვილი მე და შველას მთხოვს ,დამეხმარე გთხოვ ნუ დამტოვებ აქ !არ მინდ აქ !არ მინდა რომ კიდევ ვიტანჯო, ადექი მომეხმარე შეწყვიტე სირაქლემას პოზიციაში ყოფნა ,გაახილე თვალები! შემიგრძენი და ერთად გადავდგათ მთები ,მთავაზობს მე კი ყველანაირი ენთუზიაზმი და სასოება დაკარგული ვეძებ ჩემსთავს და იმისი ძალა აღარ შემწევს რომ ჩავამსხვრიო მინა და მასთან ერთად ვიპოვო ბედნიერება .დაცემული ცხოვრების ადამიანის ნიღაბი, იმდონემდე შემეწება უკვე .შენ წარმოიდგინე და მთელს სხეულზე , რომ ადღლეზვას ვერ ვახერხებ ვერ ვახერხებ ,ნაბიჯი გადავდგა თითქოს ფეხები, რაღაც უხილავი ძაფებით მაქვს დაბმული სად არის გოგო, რომელიც ევერესტის 8848 მეტრია მწვერვალსაც კი დალაშქრავდა ?!და მაინც უფრო მეტის გაკეთება მოუნდებოდა ,ყოველივე ამის შემდეგ .სად არის ის ადამიანი, რომელსაც არაფერი აშინდებდა? ის ხელოვანი ,რომელიც თავის დემონებს მაშინ უშვებდა ,როცა საჭიროდ მიიჩნევდა? ახლა კი იმ დემონების ტყვეა .რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე რაღაც ასე გამტეხდა, რას წარმოვიდგენდი ,რომ დავეცემოდი ამ ყველაფრის შემდეგ ადექი გაახილე თვალები, იცხოვრე დრო ცოტა გაქვს, რაღაც წამები გაქვს დარჩენილი- მეძახის ის ,მეორე ,მინის იქიდან მე კი ყურადღების მიქცევის თავიც არ მაქვს .გთხოვ, იცხოვრე ,იცხოვრე გემუდარები! მხოლოდ ამას მეხვერწება, როგორ ვიცხოვრო? როგორ გადავიღალე და აღარც სიკვდილია გამოსავალი, ცუდად ვარ ცუდად ნეტავ ვინმეს ესმოდეს, ნეტავ ვინმეს...
-მე მესმის შენი... მე ვიცი რას ნიშნავს ,როცა მკვდრების კუნძულზე ერთადერთი ცოცხალი ხარ და დახმარებას ამაოდ ელი.
წამოდგა და ხელები ჩამკიდა ახლა კი...
მეტამორფოზული კვანძები ჩვენს შორის იმდენად საზიზღრად აიბლანდა რომ უკვე ორივეს გულზიდვა გვეწყება ჩვენს მიერ შექმნილ ვითომ ბედნიერ აწყმოზე.
ადრე თუ საათობით შეგვეძლო დაჯდომა და ფინჯანი ყავის თანხმლებით (რომელიც მხოლოდ მოდუღებისას იყო ცხელი და შემდეგ მოუსმელად არქიტული ყინულივით ცივად დატოვებული) დროის გაწელვა ახლა პირიქით არის ყველაფერი. წინათ ორივეს თვალებში იმხელა ემოცია და იმედი იყო რომ ,მიხაროდა უკვე გიჟები გვერქვა ხალხში ,ახლობლებში და მოკლედ რომ ვთქვათ ამ მარწუხებიან სოციუმში
მომიყევი ზღაპარი შენზე....
ყოველთვის იწყებოდა ჩვენი ხანგრძლივი დიალოგი ამ ფრაზით მე კი ხელს ჩაგკიდებდი და თითქოს მიგაქროლებდი მთებზე... ზღვებზე...ქვიშაზე
ერთად ვლაშქრავდით ჯომოლუნგმას 8848 მეტრს და მარიანის ღრმულში ჩასვლას ვლამობდით. მერე კი ვფიქრობდით დროზე რომელიც არა და არ გამოხდა შანსზე რომელიც არა და არ მოგვეცა. წამოვდგებოდით აღტაცებით და ერთმანეთს მკლავებს ვაბჭობდით იმ იმედით რომ ოდესმე არარეალობა რეალობად იქცეოდა. დღეს კი იმ დონემდე ღრმად ვსუნთქავთ ჰაერს და თამბაქოს კვამლს ,რომ აღარც კი გვახსოვს რომ ,ოდესღაც გვერქვა დიდი ბავშვები,რომლებიც შორს გაფრენაზე დედამიწის საზღვრებს გარეთ გასვლაზე ოცნებობდა.
ახლა კი ჩემო მეგობარო ორივეს გვიწოდებენ ადამიანს. რომელმაც მოკლა საკუთარი თავი და დადის 7 მილიარდ მისნაირ ლეშში და ფიქრობს რომ, რაღაც შეძლო და ჯერ კიდევ არსებობს.ერთი მყარი მიზეზი რომ მითხრათ თუ რატომ უნდა მიყვარდეს ადამიანები,მე ამ მიზეზს პატარა ბავშვივით ავეტორღიალებოდი და იმ 1000 მიზეზსა თუ საბაბს, რომელიც ადამიანთა მოდგმისადმი სიძულვილს მიღვივებს სანაგვეზე მოვისროდი. ისე რომ არც არასდროს გამახსენდებოდა მათი არსებობის შესახებ.მე კი ვიცოცხლებდი სიყვარულსა და სიცოცხლეზე შეყვარებული, შემდგომ კი ვიცი რომ ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანები, რომლებიც სანაგვეზე მიყრილ ცნებებს შეისისხორცებენ და ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრებიან ისე ,როგორც მე მძულს :ფლიდურად, მლიქვნელურად, შემომასაღებენ თავიანთ ყალბ გრძნობებს, სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ და ბოლოს საპნის ბუშტებივით გაქრებიან. ვერ ირწმუნებ ვერც ბოროტებას და ვერც სიკეთეს ბოლომდე .ვერასდროს ირწმუნებ იმას, რომ სადღაც გვირაბის ბოლოს შუქია, ან ეს ყველაფერი სისულელეა, ადამიანი სრულ აბსტრაქციაში იმყოფება, ის აზრზე არ არის რა მოელის, არც ბედისწერა არსებობს და არც უბედისწერობა. მხოლოდ შენი აზრები და თავდაცვის სქემა სხვების დარტყმებისგან . შენ უბრალოდ ვალდებილი ხარ იყო ძლიერი, თუგინდ მარტო თუ გინდ ყველასთან ერთად ,არჩევანი უბრალოდ ჩვენზეა .მერე კი ყოველთვის იოგების დაგლეჯვის წინასწარმეტყველი სიცილი აგვივარდება ორივეს და ერთმანეთის გვერდით მივესვენებით, მოვა ვიღაც და ყველაფრით დაღლილებს, ოცნებით ფრთებმოტეხილებს გვკითხავს , ვართ თუ არა იდიოტები? (თავის ყოვლად უმსგავსო კითხვას, კი ალბათ ჩვენი ნამოქმედარიტ ანუ მილეწილი სახლით გაამართლებს) .მე და ის კი ჩვენებური ,გრაციოზული თავდაჯერებით ვუპასუხებთ რომ ჩვენ იდიოტები კი არა მეოცნებეები ვარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent