უსაზღვროება
საკუთარ ფანტაზიას ვაბიჯებ და უსაზღვრო სამყაროს ნაწილი ვხდები. თითქოს გარშემო ყველაფერი უმნიშვნელოდ იღებება, იმედგაცრუებაც ქრება, ტკივილიც, სევდაც.. ვხვდები, რომ მის გარშემო ვიწყებ ბრუნვას, სრულიად მოულოდნელად და გაუცნობიერებლად.. ვგრძნობ, რომ აქამდე არც კი მიცხოვრია, არ მისუნთქია ისე ღრმად, როგორც ახლა, გულიც კი გაქვავებული მქონია.. ახლა კი, ახლა კი სამყარო სულ სხვა ფერებად იფერება. ზოგჯერ მგონია ჩაგვითრევს და ნაფლეთებად გვაქცევს, გვერდით ვიხედები, მერე წინ, შემდეგ უკან და ისევ გვერდით... ვიხედები, მას ვხედავ და ჩემი ღიმილიც ორმაგდება.. გრძნობა, რომელიც სრულიად მიპყრობს და ახალ სამყაროს მიშლის... ჯერ კიდევ შეუცნობელი განცდები და ყველაზე გულწრფელი ღიმილი... ღიმილი უშველებლად დიდი და ნაპერწკლებით მოელვარე სახე, იმედისა და ძალის მომცემი.. ღიმილი სწრაფი, სევდა - მქრქალი.. დღეები წამებად ქცეული, აწმყო - ნეტარებად, მომავალი კი - ზღაპრად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.