შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი, რომ ღიმილი გაგიყო შუაზე


17-11-2015, 22:25
ნანახია 2 078

მოდი, რომ ღიმილი გაგიყო შუაზე,
რომ ისევ დააჩნდნენ სამყაროს ფერებად,
და სანამ იქნები ძვირფასო უარზე,
ვიქნები ფიქრები და დამეწერება-
განცდები... და ასე მარტივად წამება,
რომელიც გულიდან, ვენიდან, მიწამდე
გადადის... და მერე მზეც არ გვეამება.

მოდი, რომ გავიყოთ ღიმილი თანაბრად,
მერე რომ ვათენოთ ჩრდილამდე ჩრდილიდან,
და გრძნობა სხეულში ჩარჩენილ "ანაბრად"
იმატებს წონაში, ხოლო შენ ტირი და
გარბიხარ... მოგყვები გიჟივით, -ვარ კიდეც
გიჟი და სამყარო მავალებს გიცავდე
იქამდე, სადამდეც თბილ ხელებს ჩამკიდებ.

მოდი, რომ ღიმილი გაგიყო შუაზე...
მოდი, რომ ღიმილი გავიყოთ თანაბრად.



№1 სტუმარი amirani

dzan magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent