გაიქეცი ლიზ
დავიბადე.. გავიცინე შემიყვარდა შემიყვარეს. პირველი ნაბიჯები გადავდგი და ფეხი ავიდგი.. პირველად დავუძახე დედას. პირველად მომეხვია მამა ... შემიყვარდა შემიყვარა.. მერე... იიყო ბევრი ცრემლი, ბევრი ტკივილი და მაინც უსაზღვრო სიყვარული. მეტკინა. გავიქეცი... უგზოუკვლოდ გავრბივარ და არ ვიცი სად ვარ. ვიცი რომ შორს ვარ ყველასა და ყველაფრისგან შორს მაგრამ თან ისე ახლოს რომ მანძილი სულს მიხუთაავს. მთებზე ნისლია ამყარო ბურუსში იფარება.. მე ისევ გავრბივარ ვერ წავედი.. დავბრუნდი ისევ მიყვარდა ისევ ვუყვარდი მომეხვია არ დამტოვოო ვერ შევძელი გაქცევა. .. ვგრძნობ რომ ნაწილ-ნაწილ მივყავარ ქარს. ყველა ნაწილს სათითაოდ მაცლის და გულს ბოლოსთვის იტოვებს.. ისევ ვენდე ისევ მატკინეს გავიქეცი ისევ ამჯერად უფრო შორს მხოლოდ ქარია ჩემი თანამგზავრი.. უფსკრულის პირას ვდგავარ ჩემი ერთგული მეგობარი ყურში მეჩურულება და თმას მიწეწავს -გაიქეცი , გაიქეცი.. ... თოვს.. ფანტელები თმაზე მეფინება.. თოვლს მივაპობ.. არ ვიცი სად ვარ.. დიდი ხანია გზაში ვარ. დავიღალე.. დავიბადე ვიცხოვრე მოვკვდი შემიყვარდა მიღალატეს.. და გავიქეცი.. ბევრჯერ გავიქცი მაგრამ ახლა საბოლოოდ.. გონებას ვკარგავ. თოვლი ფეხებს მიყინავს.. სახეზეც ვეღარაფერს ვგრძნობ.. თვალები მეხუჭება და შავი ფარდა ეფარება სამყაროს.. მხოლოდ ქარის ჩურჩული ჩამესმის -გაიქეცი ლიზ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.