უშენოდ
შენ გაიქეცი შენი სახლიდან იმიტომ რომ მას ჩემი სუნი ჰქონდა.. ვერ ავიტანე შენეული ცივი ჰაერი.. თითიდან ისევ მარტოობა მოწვეთავს სისხლად.. ვენებშიც კი აღარ დარჩა შენი შეგრძნება.. შენ გაიქეცი შენი სახლიდან.. და ჩემი საყვარელი ამინდებიც თან გაიყოლე.. ჩემი სუნამო დაიმსხვრა.. ნარჩენებს შეერია.. აორთქლდა.. ვერც შოპენმა გაძლო უშენოდ.. მე აივნებმა მიღალატეს.. შენ გაიქეცი შენი სახლიდან.. უჩემობის გამო.. სულის სიცარიელის გამო.. ამინდების მიხედვით შემეცვალა ხასიათი.. გიტარის სიმები აირია.. საყვარელ მელოდიას აღარ უკრავენ.. შენ გაიქეცი ჩვენი სახლიდან.. ჩემი სურნელის გასაფანტად ნიკოტინი გააბოლე და გაგეცინა.. შენ გაიქეცი შენი სახლიდან.. ახლა ზიხარ სადღაც მიწურში და ჩემს დავიწყებას შემორჩენილ ნერვებს ანდომებ.. შენ წახვედი ჩემი სახლიდან.. კარი მაგრად გაიჯახუნე.. შენი სითბოც გაიყოლე თავისებურად.. შენ გაიქეცი შენი სახლიდან.. ჩემეული სურნელის გამო.. და სამწუხაროა უკან აღარც დაბრუნებულხარ.. ბარ ბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.